ირანული ბაზი

ირანული ბაზი (ლათ.

Bombus persicus) — საზოგადოებრივი მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგის ფუტკრისებრთა ოჯახისა. მკერდი და მუცელი მორიგეობით თეთრი და შავი ბუსუსებისაგან შემდგარი განივი ზოლებითაა დაფარული. თავი, ულვაშები და მუცელი შავია. გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. გაველიანებული მთის მდელოების ყვავილოვან მცენარეთა დამამტვერიანებელია. ირანული ბაზი ერთ-ერთი უძველესი, მთებში გავრცელებულ ბაზთა ჯგუფის წარმომადგენელია. სახეობა კავკასიის სუბენდემს წარმოადგენს, მაგრამ იშვიათად გვხვდება. საქართველოში ბინადრობს აღმოსავლეთ და დასავლეთ, ასევე სამხრეთ რეგიონებში. გავრცელებულია დიდ და მცირე კავკასიონზე, დაღესტანში, სომხეთის მთიანეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრილო-დასავლეთ ირანში, გვხვდება სუბალპურ მდელოებზე ზღვის დონიდან 2000–2500 მ სიმაღლეზე. იზამთრებენ იმაგოები. მაისის თვეში თავდაპირველად მდედრები ვრცელდებიან. მდედრი და მამრი ინდივიდები ფრენენ აგვისტოს ბოლომდე. უმთავრესად იკვებებიან მრავალყვავილოვანი მცენარეების ყვავილის მტვრითა და ნექტრით, თუმცა უპირატესად რთულყვავილოვნებს ეტანებიან, რომელთაც ამტვრიანებენ. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

ირანული ბაზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი:  ფუტკრისებრნი
გვარი:  ბაზი
სახეობა:  ირანული ბაზი
ლათინური სახელი
Bombus persicus (Radoszkowski, 1881)

სქოლიო

Tags:

აღმოსავლეთი საქართველოდაღესტანიდიდი კავკასიონითურქეთიიმაგოირანიკავკასიალათინური ენამცირე კავკასიონინექტარირთულყვავილოვანნისაქართველოსაქართველოს წითელი ნუსხასიფრიფანაფრთიანებისომხეთის მთიანეთისუბალპური სარტყელიყვავილოვანი მცენარეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეპითეტიბირთვისის ციხეალავერდიფობიების სიალურჯი ვეშაპინაცვალსახელიპორტუგალიამამუკა ხაზარაძებასიანის ბრძოლარევაზ ინანიშვილითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრილეიკოციტებიინგლისიჩერნობილის კატასტროფათავის ტვინითბილისის ზღვაბარსელონათეატრიჩრდილოეთი კორეაარქეოლოგიამასტურბაციაშამქორის ბრძოლა (1195)ძველი თბილისიგოდერძის უღელტეხილიგველებიმეტაფორათბოგამტარობაპუნიკური ომებივნების კვირაებრაელებიოლიმპიური თამაშებიდისკრიმინაციავარდების რევოლუციაფრედი მერკურიშარკა ბლურუსეთიჩვეულებრივი წილადებიარგონავტებინილოსინაპოლეონ ბონაპარტისასწორი (ასტროლოგია)ჰიპერბოლა (ენა)ვინსენტ ვან გოგიფოცხვერიგიორგი მიქაუტაძეეკოლოგიასახელმწიფოიტალიადაცული ტერიტორიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)შოთა რუსთაველიგიორგი ანწუხელიძერელიგიასამხრეთი კორეააფხაზეთის ომი (1992-1993)მენსტრუაციატაო-კლარჯეთიკილოგრამიარაბობა საქართველოშიგეორგიევსკის ტრაქტატიტრეფიკინგიპაბლო პიკასომსოფლიოს ვალუტებისამკურნალო მცენარეებიწყალიმუსიკაფრინველებისაბერძნეთიტუტე ლითონებიგერგეტის სამების ეკლესიასტუმარ-მასპინძელიაკაკი წერეთელიბაყაყისტიქიური უბედურებავიკისაწყობიორალური სექსირომის რესპუბლიკარუსეთ-საქართველოს ომი (2008)🡆 More