იორდანიული სამზარეულო

იორდანიული სამზარეულო (არაბ.

იორდანიული სამზარეულო
ტრადიციული იორდანიული კერძებით გაწყობილი ლანგარი

ზოგადი მახასიათებლები

იორდანიული სამზარეულო 
ჰუმუსი, ფალაფელი, მწნილი და ხაბზი, ტიპური იორდანიული კერძები

იორდანიულ სამზარეულოში მრავალ ტექნიკას იყენებენ, დაწყებული ღუმელში ცხობით, დამთავრებული შამფურსა და გრილზე ბოსტნეულის (სტაფილო, ბადრიჯანი, პომიდორი და ა.შ.) და ხორცის (ძროხის, ხბოს, ქათმისა და ცხვრის) შეწვით. იორდანიული სამზარეულო მდიდარია შემწვარი საჭმელებით, რომელთაც თან ახლავს ხოლმე სპეციალური სოუსი.

როგორც მსოფლიოში ზეთისხილის ერთ-ერთი უდიდეს ექსპორტიორ ქვეყანაში, იორდანიაში ცხობისათვის უმეტესად ზეითუნის ზეთი გამოიყენება. არომატის გასამძაფრებლად ხშირად იყენებენ ლიმონს, ნიორს, ხახვსა და ტომატს. ასევე ცნობილია ზატარად წოდებული სუნელების ნაზავი, რომელიც აქტიურად გამოიყენება იორდანიულ და ზოგადად, ახლო აღმოსავლურ გასტრონომიებში. რაც შეეხება იოგურტს, აქ მას როგორც სხვა საჭმელებთან ერთად მიირთმევენ, არამედ მომზადების დროსაც იყენებენ ხოლმე ერთ-ერთ ინგრედიენტად. გამხმარი იოგურტი, ანუ ჯამედი, იორდანიული კულინარიის სიმბოლოა.

კიდევ ერთი ცნობილი კერძი, რომელსაც ძირითადად სამხრეთ იორდანიაში, განსაკუთრებით ბედუინის უდაბნოში, პეტრასა და ვადი-რუმში ამზადებენ, არის ზარბი, რომელიც სპეციალურ ღუმელში, ტაბუნში იწვება. ეს კერძი რეგიონში დელიკატესად ითვლება.

იორდანიაში ჩვეულებრივი, პოპულარული და ყოველდღიური საჭმელია ჰუმუსი, რომელიც არის დაბლენდერებული ქათმის ხორცის, ლიმონისა და ნივრის პიურე, რომელიც წარმოდგენილია კარგად შემწვარი ბურთების სახით. ასევე ტიპური კერძებია: კიბეჰი, ლაბანეჰი, ტაბულეჰი, მწნილი და განუში. პური, ბრინჯი და ბულგური თითქმის ყველა კერძთან ერთად მიირთმევა.

პოპულარული დესერტია ფახლავა, ჰალვა, ნაფეჰი და ყატაიეფი, რომელთაც ძირითადად რამადანის დღეებში ამზადებენ. ზაფხულობით განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი სეზონური ხილი, როგორებიცაა: საზამთრო, ლეღვი და მსხალი.

მთელს იორდანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული ყავა და პიტნიანი ჩაი. ჩვეულებრივ, უფრო ოფიციალური შეხვედრებისას და დღესასწაულებისას თურქულის ნაცვლად არაბულ ყავას მიირთმევენ.

კულტურა და ტრადიციები

ვინაიდან იორდანია ლევანტის ნაწილია, მის გასტრონომიას მრავალი საერთო აქვს ლიბანურ, პალესტინურ და სირიულ სამზარეულოებთან, რომელთაგანაც ხშირად მის კერძებს მხოლოდ ადგილობრივი ვარიაციები განასხვავებს. იორდანიულ სამზარეულოზე დიდი გავლენა იქონია მისმა ისტორიულმა კავშირმა თურქეთთან, უფრო სწორედ კი ოსმალეთის იმპერიასთან. გარდა ამისა, იორდანიულზე ასევე დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების: სომხების, ჩერქეზების, ერაყელების, სირიელებისა და პალესტინელების სამზარეულოებს, რომლებმაც აქ მრავალი ახალი საჭმელი, ინგრედიენტი და ტექნიკა ჩაიტანეს.

იორდანიულ კულტურაში ტრაპეზს დიდი ყურადღება ეთმობა. განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ჭამისას აუცილებლად მთელი ოჯახი ერთად უნდა შეიკრიბოს. ამასთან, აქ სტუმართმოყვარეობისა და კეთილშობილების უდიდეს გამოხატულებად ითვლება ადამიანის დაპურება. იორდანიელებისათვის ერთობ საამაყოა სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, რომელსაც ოჯახები დღემდე იცავენ. ტერმინი „იორდანიული მიპატიჟება“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სტუმრად სრულიად ხელცარიელი უნდა მივიდეს, მასპინძელმა კი მას საუკეთესო კერძები შესთავაზოს.

იორდანიაში დღესასწაულებისას ადგილობრივი და ტრადიციული კერძები მზადდება. ჩვეულებრივ, ქორწილებში, დაბადების დღეებზე, ბავშვის დაბადებისას, დაკრძალვაზე, ეროვნულ ცერემონიებზე, რამადანისა და სხვა სადღესასწაულო დღეებისას ამზადებენ საუკეთესო საჭმელს. სპეციალურად ბავშვის გაჩენის აღსანიშნავად ამზადებენ ხოლმე კარავიას, ტკბილ პუდინგს.

ლიტერატურა

  • "Minimalistic Coffee and Tea in Jordan". Ottsworld Unique Travel Experiences. Retrieved 2015-10-28.
  • "| The Flavors of Jordan". Archived from the original on 2015-09-10. Retrieved 2015-10-28.
  • "Vegetarian Food Guide to the Middle East". A Little Adrift. Retrieved 21 November 2014.
  • "Top 25 Olive Oil Producing Countries". Peas Health. Archived from the original on 7 July 2015. Retrieved 6 July 2015.
  • "فوائد صحية كثيرة في فنجان شاي أردني". الشرق الاوسط. لندن. 2017-02-22. Retrieved 2018-05-19.

Tags:

არაბული ენაარაბული სამზარეულოიორდანია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლანეტავენის კონგრესიმართლმადიდებლობაქართული ხალხური ცეკვებიანდაზაბაგრატის ტაძარიუდაბნოქვათახევიგიორგი ქოჩორაშვილიპაკისტანიჰიპერბოლა (ენა)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიალაზნის ვაკეგიორგი I (საქართველოს მეფე)ამერიკანელსონ მანდელამეორე მსოფლიო ომიგამაფრთხილებელი შეფერილობამსოფლიოს ვალუტებიმტირალას ეროვნული პარკისახელმწიფოანგარიშთა გეგმაჭადრაკისქესობრივი აქტინარკომანიაზმნანაპოლეონ ბონაპარტისაქართველოს პარლამენტიევროპანოე სულაბერიძეადამიანისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიაფხაზთა სამეფოცივი ომიერთეულთა საერთაშორისო სისტემაჰარი პოტერიოშკიმთაუილიამ შექსპირიინგლისიბერლინის კედელიიტალიათორნიკე ერისთავიკოლხეთის სამეფოკაპიტალიზმითამბაქოლობიობიძინა ივანიშვილიმიხეილ ჯავახიშვილიცხელი ძაღლიფრინველებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაიმანუელ კანტილაზებირუსეთის იმპერიაკლიმატის ცვლილებადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიოქროს საწმისითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებინატრიუმიჯვაროსნული ლაშქრობებისაქართველოს პრეზიდენტიზმნიზედაკანადათელავიქართული ფილმების სიახელისუფლების დანაწილებაკუნთებიეპილეფსიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმეჰმედ IIგულიმურა დათვიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისაქართველოჩონგურიკობიპროტესტანტული რეფორმაციაჰაერი🡆 More