ინოკენტი III (ლათ.
III; ერისკაცობაში ჯოვანი ლოტარიო დი სენი; დ. 1160 ან 1161 — გ. 16 ივლისი, 1216) — რომის პაპი 1198–1216 წლებში.
ჯოვანი ლოტარიო დი სენის პონტიფიკატის ჟამს პაპობამ დიდ სიძლიერეს მიაღწია. თავის ხელისუფლებას დროებით დაუმორჩილა სიცილიის სამეფო. გერმანიაში ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად შუღლს აღვივებდა იმპერატორის ტახტისათვის მებრძოლ ველფებსა და შტაუფენებს შორის. მის ვასალებად ცნეს თავი ინგლისელი არაგონის, პორტუგალიისა და ბულგარეთის მეფეებმა. მოსპო ქალაქი რომის ავტონომია და პაპის სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე პაპის ხელისუფლება აღადგინა. ინიციატორი იყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისა. 1202 წელს დაამტკიცა ხმლის საძმოს ორდენის დაარსება. 1215 წელს მოაწყო გერმანელ რაინდთა ჯვაროსნული ლაშქრობა პრუსების, 1209 წელს ალბიგოელების წინააღმდეგ. დაუნდობლად დევნიდა მწვალებლებს. ხელს უწყობდა ინკვიზიციის ორგანიზაციას. ფრანცისკელთა ორდენი გადააქცია პაპობის პოლიტიკის მძლავრ იარაღად.
წინამორბედი: ცელესტინ III | რომის პაპი 1198 — 1216 | შემდეგი: ჰონორიუს III |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ინოკენტი III, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.