იმერული მუხა

იმერული მუხა (Quercus imeretina, Quercus robur subsp.

imeretina) — ზაფხულმწვანე ხე წიფლისებრთა ოჯახისა. საქართველოს ენდემი. სიმაღლე 30 მ აღწევს. მოკლეყუნწიანი ფოთლები და გრძელყუნწიანი, ვიწრო ცილინდრული ნაყოფი აქვს. გავრცელებულია კოლხეთში. სხვა ფართოფოთლოვან ხეებთან (ჰართვისის მუხა, ძელქვა, ლაფანი, მურყანი, იფანი, რცხილა) ერთად დაბლობებსა და მთისწინეთის ტერასებზე ზღვის დონიდან 300 მ-მდე ქმნის შერეულფოთლოვან ტყეებს, ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებზე. იმერული მუხის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისისა და ბაღდათის რაიონებში; ძელქვასთან იგი დაცულია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბოტანიკურ ბაღებში. გამოსადეგია დასავლეთ საქართველოში ტყის გასაშენებლად.

იმერული მუხა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  მუხა
სახეობა:  იმერული მუხა
ლათინური სახელი
Quercus imeretina, Quercus robur subsp. imeretina

ლიტერატურა

Tags:

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალიბაღდათის რაიონიდეკორატიული მცენარეებიენდემებიზღვის დონეიფანილაფანიმურყანირცხილასაქართველოქუთაისიძელქვაწიფლისებრნიჰართვისის მუხა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო VI საუკუნეშიფუტიაფრიკახეოფსის პირამიდაცენტნერიხელოვნებაარასამთავრობო ორგანიზაციანაკიანი წელიწადივოლფგანგ ამადეუს მოცარტიეიფელის კოშკიმელაბულგარეთილიბერალიზმიალიტერაციამერაბ მამარდაშვილიიალბუზისიონის ტაძარირაბათის ციხეFacebookშენგენის ზონაშრი-ლანკავარლამ ლიპარტელიანიპლანეტაკავკასიონიწელიწადის დროებიკვადრატული მეტრითხის რქა (ასტროლოგია)ანბანიირემიგლობალიზაციაფინეთითეთრი დათვიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაბერძნული მითოლოგიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკვადრატიბუდაპეშტიმასონობაარაბობა საქართველოშიინგლისიგრიგოლ ხანძთელიალკოჰოლიზმიკუბიზმიმცხეთაბასიანის ბრძოლასპილოსებრნიყაზახეთიშამქორის ბრძოლა (1195)დედოფალალონდონიკილოგრამითავისუფლება (ფილოსოფია)პოლიმერებიაქემენიანთა იმპერიაასტრიდ ლინდგრენითურქეთიზედსართავი სახელისაქართველოს სოფლებიბუნებრივი რესურსებიბუდუ ზივზივაძენიჰილიზმიკირჩხიბი (ასტროლოგია)ინგლისური ენამედუზებიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაკლიმენტი წიტაიშვილიჰექტარიფოლკლორიბალეტიაფხაზეთინიკო ნიკოლაძეიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიდონ კიხოტიმარჯნის რიფიჰიმალაირელიგიაევერესტითებულოსმთა🡆 More