ილორობა

ილორობა — წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული.

იმართებოდა 20 ნოემბერს სოფ. ილორში (ოჩამჩირის რაიონი) წმინდა გიორგის ეკლესიაში (XI ს.). XVII-XVIII საუკუნეების მონაცემებით, დღესასწაულის წინა საღამოს სამეგრელოს მთავარი სამღვდელოებისა და დიდებულების თანხლებით, შემოუვლიდა ეკლესიის გალავანს, მის შემოგარენს და შესასვლელს საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა. მეორე დილით, ისევ მხლებლების თანხლებით, მთავარი თვითონვე ხსნიდა საბეჭდავს. მლოცველებს ეშოში ხვდებოდა ხარი (ხალხური წარმოდგენით წმ. გიორგის სახელობის ცხოველი), რომელიც თითქოს ღამით სასწაულებრივად შეჰყავდა წმინდანს. ხარს კლავდნენ და ხორცის ნაჭრებს მლოცველებს ურიგებდნენ. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ როგორც ბოროტისა და ავი სენისაგან დამცველი. გადმოცემით, ძველად ხარის მაგივრად ტაძარში შემოდიოდა სამსხვერპლო ირემი. ილორის წმ. გიორგისა და მისი დღეობის ძალა აღიარებული ყოფილა მთელს დასავლეთ საქართველოში და რიგ მეზობელ ხალხებში.

ილორობა
ილორის ეკლესია

ლიტერატურა

  • სურგულაძე ირ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 108-109.
  • Джанашиа Н. С., Статья по этнографии Абхазии, Сух., 1960.

Tags:

20 ნოემბერიდღესასწაულიილორიირემიოჩამჩირის რაიონისამეგრელოწმინდა გიორგიხარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მდინარექართლიბრაზილიაბერლინის კედელირუმინეთიჩრდილოეთი ამერიკაგერგეტის სამების ეკლესიალიონელ მესიანგარიშთა გეგმაახალციხერენესანსიძირითადი საშუალების ცვეთაარაგვიდავით გურამიშვილიჯეიმზ კუკისინონიმებიბარბიტურატებივოლფგანგ ამადეუს მოცარტისაქართველოს დემოგრაფიაკირჩხიბი (ასტროლოგია)ბიძინა ივანიშვილიესპანეთიკავკასიონიინდუსტრიული რევოლუციასკოლაბიზანტიის იმპერიარუსეთ-საქართველოს ომი (2008)არგონავტებიქაქუცა ჩოლოყაშვილიყინწვისის მონასტერისაქართველო VI საუკუნეშინაციონალიზმიილია IIსაქართველოს თავდაცვის ძალებიჭადრაკიალპებიოსმალეთის იმპერიაოქროს საწმისიავოკადობათუმის ბოტანიკური ბაღინოე სულაბერიძებესლანის ტერაქტირომანტიზმითბილისის მეტროპოლიტენიდემოკრატიასაქართველოს გეოგრაფიადუბაის საამირომეტაფორასვანეთისაქართველოს სატელეფონო კოდებიმაიმუნებიბაში-აჩუკი (ფილმი)შხარაინსულტიგამაფრთხილებელი შეფერილობაენდომეტრიოზიდავით კლდიაშვილიოგანესონიჰაერის დაბინძურებაSWOT-ანალიზიამერიკის შეერთებული შტატებითეიმურაზ IIქრისტიანობავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს პრეზიდენტიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)პინგვინისნაირნიეთიოპიასასმელი წყალიწყალიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკალომი (ასტროლოგია)აღა-მაჰმად-ხანიიალბუზივეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანი🡆 More