ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და ძეგლი

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი და ძეგლი — ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლი.

მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოცდაოთხ ნომერში. მუზეუმი და ძეგლი გაიხსნა 1968 წლის 8 ივნისს. სახლზე არის მემორიალური დაფა ქართული წარწერით: „1868-1873 წლებში აქ დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დიდი ქართველი მწერალი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე (1837-1907)“. მუზეუმი ერთსართულიანია, დგას ორი ქუჩის შესაყართან, პატარა ეზოს სიღრმეში. შენობა შედგება სამი ოთახისგან, სადაც გამოფენილია ფოტოსურათები. სახლს ეზოს მხრიდან ხის გადახურული აივანი აკრავს, რომელსაც წინიდან ერთმარშიანი კიბე აქვს მიდგმული.

შენობის წინ, ეზოში, გრანიტის სწორკუთხა ფორმის კვარცხლბეკზე დგას მწერლის ბრინჯაოს ბიუსტი. ბიუსტის შესრულებას პორტრეტული მსგავსების სიზუსტე ახასიათებს. ფორმათა დამუშავება დეტალურია, სილუეტი გრაფიკული სიმკვეთრით გამოირჩევა. კვარცხლბეკზე დამაგრებულია მარმარილოს ფილა მწერლის ავტოგრაფით.

ლიტერატურა

Tags:

183718681873190719688 ივნისიდუშეთის მუნიციპალიტეტიმუზეუმიძეგლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსეთ-საქართველოს ომი (1921)ალტრუიზმიანტარქტიდაბორის აკუნინითბოგამტარობამთავარი გვერდირუსეთისოკოებიკაპიტალიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკააზიასილიციუმიპითაგორას თეორემახრესილის ბრძოლაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბაქტერიებილიონელ მესინაკრძალიირემინიადაგიგონიოს ციხეგველის-მჭამელიალცჰაიმერის დაავადებაქართლის ცხოვრებაბზობათეთნულდიმთაწმინდაქვეწარმავლებიპაბლო პიკასოსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაქართლის სამეფოთორნიკე ერისთავიფარნავაზ Iღეროვანი უჯრედირუსული დამწერლობაბორჯომი (წყალი)გოგირდითავისუფლების მოედანი (თბილისი)საქართველო XVIII საუკუნეშისაკურაილია IIუკრაინაგასტრიტიიოჰან სებასტიან ბახიწითელი წიგნი9 აპრილის ტრაგედიამთვარესაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018კრიშტიანუ რონალდუპითაგორასაქართველოს სამოქალაქო ომიწრეწირითაშმიჯაბიშარკა ბლუნოე ჟორდანიაავსტრიატაო-კლარჯეთიყიზილბაშებირაჭაოქტავიანე ავგუსტუსიპლებისციტიევროპის დროშაანარქიზმირომაული ხელოვნებადისკრიმინაციაკეთილშობილი ირემივახტანგ VIშხარაქართული მითოლოგიაბულგარეთივეფხვიარსებითი სახელიფილტვებიასურეთიმუსიკავერცხლი🡆 More