ილია წინამძღვრიშვილი

ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი (დ.

1 (13) სექტემბერი, 1834, წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი, — გ. 2 (15) სექტემბერი, 1920, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი.

ილია წინამძღვრიშვილი
ილია წინამძღვრიშვილი

ბიოგრაფია

16 წლის ილია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს. 1858 წელს ილია დანიშნეს შტატგარეშე მოხელედ თბილისის გუბერნიის მმართველობაში, სადაც 10 წელი დაჰყო სხვადასხვა პოზიციაზე. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. ილიამ ცოლად შეირთო ოლღა მიხეილის ასული არღუთაშვილი, რომელიც მალე დასნეულდა. იგი ილიამ საზღვარგარეთ წაიყვანა სამკურნალოდ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შვილი არ ჰყოლიათ, რასაც განსაკუთრებით განიცდიდა წინამძღვრიშვილი. ოლღას ძალიან უნდოდა სოფლის გლეხებისთვის სკოლის გახსნა. ილიამ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სურვილი განეხორციელებინა და სკოლა გაეხსნა, ვინაიდან იმ დროისთვის საგურამოს მხარეში არცერთი სკოლა არ არსებობდა. ილია წინამძღვიშვილის აზრით, „მამულის გაკეთება და ნივთიერის ცხოვრების წინ წასვლა შეიძლება მხოლოდ წერა-კითხვის, სოფლის სამეურნეო და სახელოსნო ცოდნის გავცელებით მცხოვრებთა შორის“. წინამძღვრიშვილმა მიიჩნია, რომ მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ ოჯახში საჭირო ყველა საქმე: მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ფუტკრის და აბრეშუმი ჭიის მოვლა, ხვნა-თესვა, საქონლის მოვლა-მოშენება, დურგლობა, მჭედლობა.

ილია წინამძღვრიშვილი 
„გლეხებსა და აზნაურებს, თუმცა ხელთ აქვთ უძრავი სიმდიდრე ბუნებისა, არ შეუძლიათ მითი სარგებლობა. იმათ, გარდა წარღვნისდროინდელი საშუალებებისა, არ იციან არავითარი სხვაგვარი მამულისა და ბაღ-ვენახის შემუშავება. არ არის საჩვენებელი ფერმა, სადაც მათ და მათ შვილებს შეეძლოთ ენახათ შეკეთება მიწის და სამეურნეო იარაღებისა, რომელნიც გაუადვილებენ მამულის მეპატრონეთ მუშაობას“

— წერდა ი. წინამძღვრიშვილი 1883 წელს გაზეთ „დროებაში“.

წინამძღვრიშვილმა საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სკოლის წესდების, სასწავლო გეგმის და პროგრამების შესამუშავებლად. 1883 წლის 4 სექტემბერს ილია წინამძღვრიშვილის დიდი ძალისხმევით და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერითა და დახმარებით, წინამძღვრიანთკარში გაიხსნა საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა. სკოლაში სწავლა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წესდებით და ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პროგრამებით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ილიამ მთელი თავისი ქონება სასწავლებელს გადასცა. სასწავლებლის გახსნაზე სიტყვა წარმოთქვა ილია ჭავჭავაძემ.

როგორც ცნობილია ილია ჭავჭავაძემ პოემა „აჩრდილი“ ილია წინამძღვრიშვილს მიუძღვნა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

13 სექტემბერი15 სექტემბერი18341920მცხეთის რაიონიწინამძღვრიანთკარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერცხლისებრნიტრეფიკინგისტიბიუმილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმარტივი რიცხვიანდრია მოციქულისაქართველოს ფაუნაკირჩხიბი (ასტროლოგია)ვიეტნამი21 აპრილიჟანა დ’არკიგიორგი II (საქართველოს მეფე)ტიფლისი (ტელესერიალი)ფობიების სიაჩერნობილის კატასტროფა22 აპრილიაფხაზეთის მოსახლეობაჰოლოკოსტიანტარქტიდათეიმურაზ Iსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემოსკოვისომხური სამოციქულო ეკლესიასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიაქლემიკურო (ასტროლოგია)შუა საუკუნეებიევერესტიმარიამ მეგვიპტელიმიხეილ ჯავახიშვილი69 (სექსუალური პოზა)დიდგორის ბრძოლაშვედეთიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაჯემალ ქარჩხაძეეკოსისტემამასტურბაციაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაქვეწარმავლებიათეროსკლეროზიორგაზმიდავითგარეჯაჩუტყვავილამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაბირთვისის ციხებახტრიონი (პოემა)იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშივოლფგანგ ამადეუს მოცარტიყვავილიდანიათბილისის ისტორიაფარსმან Iმეტაფორასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმსოფლიოს შვიდი საოცრებაშიდსილევან საგინაშვილიუილიამ შექსპირიეგვიპტის პირამიდებიმადაგასკარიჩვეულებრივი სელაპიათონის ივერთა მონასტერიგოდერძის ნამარხი ტყენიდერლანდებიპარიზიკუებიდავით IV აღმაშენებელიფეხბურთიეკოლოგიადეციმეტრითითაობარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ლომიმერწყულიბაყაყიბაბუაწვერანავთობისიტყვაფაშიზმი🡆 More