ივანე ზურაბიშვილი

ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი (დ.

26 იანვარი, 1872, ფოთი — გ. 14 ივნისი, 1940, პარიზი) — საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ივანე ზურაბიშვილი
დაბადების სახელი ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილ
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1872
ფოთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 ივნისი, 1940 (68 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
პროფესია საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი
მეუღლე(ები) ნინო ნიკოლაძე
შვილ(ებ)ი არჩილ ზურაბიშვილი
ლევან ზურაბიშვილი
გიორგი ზურაბიშვილი
მშობლები მამა: ივანე ზურაბიშვილი

ბიოგრაფია

ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი დაიბადა 1872 წლის 26 იანვარს ფოთში. ადრევე დაობლდა. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ჯერ კიევში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1895 წელს. დაბრუნდა საქართველოში, შეირთო ცოლი (ნიკო ნიკოლაძის ასული, ნინო) და დასახლდა ჯერ ქუთაისში, ხოლო 1897 წლიდან, თბილისში. ეწეოდა პუბლიცისტურ, მთარგმნელობით (მოპასანი, დოდე, ფრანსი, აგრეთვე პოლონური, გერმანული, იტალიური და სხვ.ნაწარმოებები) ჟურნალისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა „ივერია“-ში, „მოამბე“-ში, „ცნობის ფურცელ“-ში, „ერი“-ში, აგრეთვე რუსულ პრესასთანაც („Новое Обозрение“, „Кавказ»“). რამდენიმეჯერ იმოგზაურა ევროპაში.

1908—1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტია. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს. იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე.

სხვებთან ერთად (გიორგი გვაზავა, სპირიდონ კედია და სხვ.) იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1921 წლიდან ოჯახიანად ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, ხოლო 1924 წლიდან — პარიზში. აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას. 1936 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი „საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა“. მისი სიკვდილის შემდეგ — 1962 წელს, პარიზში გამოვიდა ზურაბიშვილის მოგონებათა წიგნი — „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“, რომელიც უძვირფასეს მასალას შეიცავს XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს ისტორიისათვის.

შვილები — არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები, ასევე ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ.

ვანო ზურაბიშვული გარდაიცვალა 1940 წლის 14 ივნისს, პარიზთან ახლოს. დაკრძალულია ლევილში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

14 ივნისი1872194026 იანვარიპარიზიფოთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)დემოკრატიაეთიოპიაარაბობა საქართველოშილეონარდო და ვინჩილიმფოციტებისეფსისიმურა დათვიილია ჭავჭავაძეფასკუნჯითრომბოციტებიგრიგოლ ხანძთელიჩარლი ჩაპლინიორალური სექსიგლობალიზაციაარგონავტებილარიფარავანიხინკალიალავერდიკუნილინგუსიცხოველებიდავით I კურაპალატიალაზანიუქმე დღეები საქართველოშიალცჰაიმერის დაავადებამთვარის დაბნელებაოპერავენაპროპაგანდასისხლისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიგიორგი XIათენიმარიხუანაქანი (გეოლოგია)თბილისიმარიამ მეგვიპტელისაქართველო XVIII საუკუნეშიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიშვეიცარიავიკისაწყობიევროპამტკვარიქართლის ცხოვრებატაო-კლარჯეთინიუ-იორკისომხეთითეთრი დათვივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)საფრანგეთიაბრეშუმის დიდი გზაალექსანდრე მაკედონელიაბრეშუმის ჭიაშველისაქართველოს ისტორიასტამბოლიფობიების სიაქართლის სამეფონაპოლეონ ბონაპარტიმალტაკოლოსეუმიდოფამინისაქართველოს სახელმწიფო გერბიარასამთავრობო ორგანიზაციათეიმურაზ IIასწლიანი ომიზურმუხტისვანური კოშკიძუძუმწოვრებიხელოვნური თანამგზავრიიასამანიაქლემიმსოფლიო მიზიდულობის კანონინახშირბადიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიფესახიკუბური მეტრი🡆 More