იესოს ლოცვა

იესოს ლოცვა — ფსიქო-სომატური ლოცვა, შემადგენელია ისიხაზმისა (Hesychastes - მშვიდი).

გულისმიერი ლოცვის რთული ასკეტური სისტემა, სუნთქვის რეგულაციით, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს ადამიანის მთელი არსება (სული და სხეული); მიიღწევა განწმენდა ქვენა ინსტინქტებისგან და ვნებათა დაცხრომა.

იესოს ლოცვა
ქრისტოგრამა იესოს ლოცვით, რუმინული წარწერა: Doamne Iisuse Hristoase, Fiul lui Dumnezeu, miluieşte-mă pe mine păcătosul („უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”).

ლოცვა

„უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

ისტორია

IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა.

იესოს ლოცვის მნიშვნელობა

იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად, ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება და ყველა სხვა გულისწადილის განდევნა. იესო ქრისტემ ბრძანა: ”ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ” (იოან. 14,6). ამდენად, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ადამიანი, რომელიც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს.

ღვთისმეტყველება

იესოს ლოცვის საღვთისმეტყველო დასაბუთებები მოცემულია თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის წმ. გრიგოლ პალამას ნაშრომში „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად“ (1338).

ლიტერატურა

  • წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

იესოს ლოცვა ლოცვაიესოს ლოცვა ისტორიაიესოს ლოცვა იესოს ლოცვის მნიშვნელობაიესოს ლოცვა ღვთისმეტყველებაიესოს ლოცვა ლიტერატურაიესოს ლოცვა რესურსები ინტერნეტშიიესოს ლოცვასისტემა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაცვალსახელისიყვარულიქაქუცა ჩოლოყაშვილიჰემანგიომაპარალელოგრამიFacebookტოლგვერდა სამკუთხედიდიდგორის ბრძოლადისკრიმინაციადავით კლდიაშვილისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიააფხაზებიკილომეტრისეფსისირენესანსიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაქართული მითოლოგიადედამიწის სტრუქტურაფასკუნჯირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სიურრეალიზმიწითელი წიგნიმარქსიზმიანტონიმიქვეყნების სიასოციალიზმითეთრი დათვისაქართველო XVIII საუკუნეშილეიკოციტოზისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეიულიუს კეისარიმარიხუანაჩინეთირუსუდანიშველიჯანღააია-სოფიას ტაძარიქართული ენაკონგოთავისუფლება (ფილოსოფია)ნიდერლანდებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიპომპეითბილისის ზღვადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისაქართველოს პრეზიდენტიარისტოტელესამანიშვილის დედინაცვალიშინაური ძაღლიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ანტარქტიდაწითელაპუნიკური ომებიბუდუ ზივზივაძეერთეულთა საერთაშორისო სისტემადასავლეთ რომის იმპერიის დაცემანიჰილიზმიადმირალი (პეპელა)შამქორის ბრძოლა (1195)ვლადიმერ პუტინიაქლემითეთნულდინაკრძალისეტყვასასმელი წყალიეგვიპტის პირამიდებიფოლკლორინეიტროფილებიინგლისური ენაკილოგრამისასანიანთა იმპერიასალომე ზურაბიშვილისტოიციზმიმარჩბივი (ასტროლოგია)იასამანიკუთრი თბოტევადობადიდი პანდა🡆 More