იარენი

იარენი (ინგლ.

Yaren) — ნაურუს რაიონი და დე-ფაქტო დედაქალაქი. ფართობი — 1,50 კმ², 2005 წლის აღწერის მონაცემებით ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს 820 ადამიანი. იარენის ჩრდილოეთით მდებარეობს ბუადას, აღმოსავლეთით — მენენგის, ხოლო დასავლეთით — ბოეს რაიონები.

რაიონი
იარენი
ინგლ. Yaren
იარენი
ქვეყანა ნაურუს დროშა ნაურუ
კოორდინატები 0°32′52″ ს. გ. 166°55′15″ ა. გ. / 0.54778° ს. გ. 166.92083° ა. გ. / -0.54778; 166.92083
მმართველი Kieren Keke
ფართობი 1,50 კმ²
მოსახლეობა 820 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 546,67 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
სატელეფონო კოდი 674
იარენი

მდებარეობა და მახასიათებლები

იარენი 
იარენი ნაურუში

იარენი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში 0°33′ ს. გ. 166°55′ ა. გ. / 0.550° ს. გ. 166.917° ა. გ. / -0.550; 166.917, ვულკანური კონუსის მწვერვალზე წარმოშობილ მარჯნის ატოლზე.

კლიმატი ეკვატორული, ცხელი და ტენიანია. საშუალო თვიური ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 28 °C-ს. ატმოსფერული ნალექები წელიწადში შეადგენს დაახლოებით 2000 მმ-ს. არცთუ იშვიათია გვალვები, ზოგჯერ კი წელიწადში 4500 მმ-მდე ნალექი მოდის. ყველაზე ტენიანი სეზონი გრძელდება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, როდესაც ჭარბობს დასავლეთის მუსონები.

ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია ქოქოსის პალმით, პანდანუსით, ფიკუსით, დაფნით და სხვა ფოთლოვანი ხეებით. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა ბუჩქი. ნაურუს ცხოველთა სამყარო ღარიბია. ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობს მხოლოდ ვირთაგვა, ქვეწარმავლებიდან — ხვლიკი. ბევრია ფრინველი და მწერი.

ქალაქის განვითარების ისტორია

იარენი 
პარლამენტის შენობა

იარენის რაიონის ტერიტორიაზე პირველი ევროპული დასახლება გაჩნდა XIX საუკუნის 1830-იან წლებში. 1888 წელს იარენი შევიდა გერმანიის პროტექტორატის, მარშალის კუნძულების შემადგენლობაში, ხოლო 1914 წლიდან იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ერთობლივ მმართველობაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942—1945 წლებში, რაიონი იაპონიის ჯარმა დაიკავა. 1968 წელს ნაურუმ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ იარენი არ გამოცხადდა ქვეყნის ოფიციალურ დედაქალაქად. მენენგის რაიონთან ერთად, სადაც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია, ის გახდა მხოლოდ ნაურუს ადმინისტრაციული ცენტრი.

ხელისუფლება და ადმინისტრაციული შენობები

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი მნიშვნელოვანი ობიექტები:

  • პარლამენტის შენობა
  • ადმინისტრაციული ოფისები
  • პოლიციის განყოფილება
  • ნაურუს საერთაშორისო აეროპორტი და საჰაერო ტერმინალი

იარენი (და ზოგჯერ აივოც) ჩვეულებრივ მოიხსენიება, როგორც ნაურუს დედაქალაქი, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარია; რესპუბლიკას ამჟამად არ აქვს დედაქალაქი. იარენი დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, როგორც „მთავარი რაიონი“.

მოსახლეობა, ენა, რელიგია

2011 წლის აღწერის მონაცემებით, იარენის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 747 ადამიანს. რაიონის მოსახლეობას შორის ჭარბობენ ნაურუელები, მიკრონეზიელი ხალხის ჯგუფის წარმომადგენლები. მათი წილი ქალაქის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 90 %-ია. გარდა ამისა, იარენში ცხოვრობს ოკეანეთის სხვა კუნძულების მოსახლეობის დაახლოებით 5 %, ასევე — ჩინელების 3 %, დანარჩენი მოსახლეობა ევროპელია. ოფიციალური ენებია ნაურუული და ინგლისური. მორწმუნეებს შორის 60 %-ზე მეტი პროტესტანტია, დანარჩენი — კათოლიკე.

კულტურა

ქალაქის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა იაპონური შეიარაღების ორი მუზეუმია და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მრავალრიცხოვანი ბუნკერები და კაპონირები. კუნძული ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ჩაძირული თვითმფრინავებითა და გემებით. ქალაქს აქვს საერთაშორისო აეროპორტი, ღირსშესანიშნაობათა რიცხვს აგრეთვე შეიძლება მივაკუთვნოთ პატარა მიწისქვეშა ტბა მოკუა-ველი.

სქოლიო

იარენი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

იარენი მდებარეობა და მახასიათებლებიიარენი ქალაქის განვითარების ისტორიაიარენი ხელისუფლება და ადმინისტრაციული შენობებიიარენი მოსახლეობა, ენა, რელიგიაიარენი კულტურაიარენი სქოლიოიარენიბოებუადაინგლისური ენამენენგინაურუ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ირემიდავითი (მიქელანჯელო)ნოე ჟორდანიაწრეწირინიკორწმინდის ტაძარიბრაზილიაადიშის ოთხთავიქართველი მწერლების სიაგერგეტის სამების ეკლესიადუნაიკეთილშობილი ირემისაქართველოს მდინარეების სიაპლურალიზმიარგონავტებიქვეწარმავლებიდავით IV აღმაშენებელიFacebookვერცხლიმალტაპლანეტააფხაზეთისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაკორუფციაკლიმატირენესანსიშველირომიგიორგი XIნიკო ბაგრატიონიქლორიკონსერვატიზმიგამარჯვების დღეგიორგი V ბრწყინვალემაცივარიიბერიაკრავაი ჯაყელინიდერლანდებიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზმნიზედაამფიბიებიიულონ გაგოშიძექრომოსომალუკა მოდრიჩიუფლისციხეკალიებიალექსანდრე მაკედონელისალადინიყვავილოვანი მცენარეებიჩემი ცოლის დაქალებიუნგრეთისისხლიიაპონიაბიპოლარული აშლილობაკლიმატის ცვლილებაფარნავაზ Iზღარბისებრნილეიკოციტოზიდეკლარაციასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიააფხაზეთის ომი (1992-1993)ანა დოლიძემთაწმინდის პანთეონიდიმიტრი ყიფიანიხელოვნებაკეთრიმენსტრუაციაერთიანი ნაციონალური მოძრაობაწითელი წიგნიბუდუ ზივზივაძემართლმადიდებლობაჯიხვიმურა დათვიეგზისტენციასოზარ სუბარიბიბლიასვანური კოშკიგიორგი მამარდაშვილივიქტორ დოლიძეკაცია-ადამიანი?!🡆 More