თურქეთის გერბი

თურქეთის ეროვნული გერბი (თურქ.

Türkiye arması) შედგება ვარსკვლავისგან და ნახევარმთვარისგან, რომელიც ასევე, გამოსახულია თურქეთის დროშაზე. ემბლემას არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი და არ არის გერბი (არ შეიცავს ჰერალდიკურ წესებს). იგი გამოსახულია თურქული პასპორტის საფარზე, თურქეთის პირადობის მოწმობაზე და თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობაბზე.

თურქეთის გერბი
თურქეთის გერბი
ვერსიები
თურქეთის გერბი
დეტალები
მატარებელი თურქეთის დროშა თურქეთი
დამტკიცდა 1923
გამოყენება თურქეთის პასპორტებზე, თურქეთის ვიზებზე, ID ბარათებზე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თურქეთის გერბი
თურქეთის გერბი, თურქეთის დიპლომატიური მისიის შენობაზე, ვენაში

თურქეთის მიმდინარე ემბლემა 1922 წლიდან უკვე გამოიყენება, როდესაც ოსმალეთის იმპერია გაუქმდა და მისი გერბი გააუქმეს.

იმის გამო, რომ არ არსებობს კანონი ემბლემის ვარსკვლავის და ნახევარმთვარის ფერთან დაკავშირებით, ზოგჯერ გამოიყენება განსხვავებულად სხვადასხვა მიზნებისათვის. ემბლემა, რომელიც გამოიყენებოდა ძველი ეროვნული პირადობის მოწმობებში 1930-იან წლებში, განსვავდებოდა ნახევარმთვარის მიმართულებით, სადაც ნახევარმთვარის მიმართულება მარცხნივ იყო და არა, როგორც ახლა მარჯვნივ.

თურქეთის გერბი
თურქეთის გერბი ძველ პირადობის მოწმობაზე (1934)

ემბლემა გამოიყენება სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოებში

წითელი წრე თეთრი ვარსკვლავით და ნახევარმთვარით

მრგვალ წითელ მონაკვეთზე, თურქეთის დროშის, რომელიც შეიცავს თეთრ ვარსკვლავს და ნახევარმთვარეს, გამოიყენება ემბლემად თურქეთის სამინისტროებისა და სამთავრობო დაწესებულებების, აგრეთვე იგი არის თურქეთის დიდი ეროვნული კრების ემბლემა, ასევე გამოიყენება სამკერდე ნიშნად თურქეთის ეროვნული სპორტული გუნდების და სპორტსმენების. ასევე გამოიყენებოდა ძველი (არაციფრული) თურქული პირადობის მოწმობებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად იყენებს წითელი ოვალური ფორმის გერბს, რომლის ფერი არის თურქეთის დროშის, ხოლო ოვალური ფარის ფორმა ცენტრში, გვაგონებს XIX საუკუნის ოსმალეთის გერბს. გერბი შეიცავს ოქროს ტონის ვარსკვლავს და ნახევარმთვარეს, რომლებიც ვერტიკალურად ორიენტირებულია (ვარსკვლავით თავზე) და გარს ოქროს ტონის ტექსტი „T.C. Dışişleri Bakanlığı“ აკრავს. ამ ოვალური გერბის ფორმის ვარიანტი (რომელიც შეიცავს ოქროს ტონის ტექსტს „Türkiye Cumhuriyeti Büyükelçiliği“) გამოიყენება თურქეთის საელჩოების გერბზე.

პრეზიდენტის გერბი

თურქეთის პრეზიდენტის გერბს შეიცავს 16 ვარსკვლავს და ერთ დიდ ვარსკვლავს ცენტრში. 16 ვარსკვლავი სიმბოლურად ისტორიულ "16 დიდ თურქულ ქვეყნებს" ნიშნავს. მისი გარე იერსახე რეგულირდება კანონით.

რესურსები ინტერნეტში

თურქეთის გერბი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

თურქეთის გერბი ემბლემა გამოიყენება სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოებშითურქეთის გერბი პრეზიდენტის გერბითურქეთის გერბი რესურსები ინტერნეტშითურქეთის გერბი სქოლიოთურქეთის გერბიგერბითურქეთითურქეთის დროშათურქული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიმძლავრებახტრიონი (პოემა)ასწლიანი ომიმერაბ მამარდაშვილიათონის ივერთა მონასტერიმასტურბაციაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიშინაური კატანიკორწმინდადონ კიხოტიანემიააკაკი წერეთელიბალეტიასურეთისვეტიცხოველიC ჰეპატიტიდემეტრე Iწმინდა ნინომეტაფორაგასტრიტიყაზახეთიკონსტიტუციარომის დაარსებამერწყულისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024კაცხის სვეტისუვერენიტეტიბათუმის ბოტანიკური ბაღიილია თოფურიააუტიზმინიადაგიანტონიმიალკოჰოლიზმიჯანღალომიაშშ-ის პრეზიდენტების სიასაქართველო XVIII საუკუნეშიკვარციმეტაბოლიზმიტოლერანტობასტოიციზმიღამურამარსიქართული დამწერლობაშუა საუკუნეებიგელათის მონასტერიგანათლება საქართველოშიადამიანის ჩონჩხიხვიჩა კვარაცხელიასატურნისულეიმან Iბაბისმთაქეთო და კოტე (ოპერა)წრეწირიჟირაფისებრნიჰიპერბოლა (ენა)ტოლგვერდა სამკუთხედირაბათის ციხეიოჰან სებასტიან ბახიზვიად გამსახურდიათურქეთილადო გუდიაშვილინიდერლანდებისვანებიThe Beatlesკაპიტალიზმირომბიინგლისის რევოლუციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაქეთევან დედოფალიშარკა ბლუთბილისის მეტროპოლიტენიბრუნებალიბერალიზმიგოგირდი23 აპრილირევაზ ინანიშვილი🡆 More