თრუსოს ტრავერტინები

თრუსოს ტრავერტინები — ტრავერტინები საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს თრუსოს ხეობაში, ცენტრალური საავტომობილი გზის პირას, ნასოფლარ ქეთერისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე თერგის ზემო დინებაზე, ზღვის დონიდან 2100–2200 მ სიმაღლეზე. თრუსოს ხეობაში ბევრგან არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია ზედაიურულ კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“, თითქოს მოქარგული ზედაპირით. გამჭვირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს. ეს ფორმები ძალზე ფაქიზია და მათ ცხვრის ფარების მოძრაობა აზიანებს. აქ არსებულ ტრავერტინებში მცენარეთა ანაბეჭდები მოწმობენ, რომ წარსულში ამ მიდამოებში ტყის მცენარეები არსებობდნენ. ამჟამად ტრავერტინების ნაწილი, სხვადასხვა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. უახლოესი დასახლებული პუნქტია ნასოფლარი ქეთერისი; შედარებით მოშორებულია სოფელი კობი. თრუსოს ტრავერტინები ბუნების ძეგლია.

თრუსოს ტრავერტინები
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
თრუსოს ტრავერტინები
თრუსოს ტრავერტინები
მდებარეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ქეთერისი
კოორდინატები 42°34′59″ ჩ. გ. 44°25′38″ ა. გ. / 42.5832167° ჩ. გ. 44.4274333° ა. გ. / 42.5832167; 44.4274333
ფართობი 0,042 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ზღვის დონეთერგითრუსოს ხეობაკასრისხევიკობიმცენარესაქართველოს ბუნების ძეგლებიტრავერტინებიქეთერისიყაზბეგის მუნიციპალიტეტიცხვარიწყალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარქსიზმილეიკემიარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარეფარსმან II ქველინოდარ დუმბაძეჯუზეპე ვერდინიჰილიზმისაქართველოს ქალაქებირომბივლადიმერ პუტინიდავითგარეჯარითმალადო გუდიაშვილიკილოგრამიფოლკლორიმათემატიკატერორიზმილიონელ მესიჰაერის დაბინძურებასვეტიცხოველითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისარკაზმისულეიმან Iსანტიმეტრიშხარაკალიებიქართული ენაალექსანდრე I დიდი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაშველისტუმარ-მასპინძელილითოსფეროხელოვნური თანამგზავრითახვისვანებირელიგიასიმბოლიზმინოე ჟორდანიაასწლიანი ომიინსულტიაფხაზეთის ომი (1992-1993)ბელგიადუნაიოპერასაქართველო XVIII საუკუნეშითეიმურაზ IIელინიზმიიალბუზირუსთავიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდანახშირბადიხვანჭკარა (ღვინო)ელენე ახვლედიანიბაზალეთის ტბასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაწრეწირიზოროასტრიზმიუშბანატრიუმინიკორწმინდასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიინგლისიბარაკონიდიდი პანდარენესანსიჰიმალაიილია IIბაგრატის ტაძარიმონა ლიზაგაერთიანებული სამეფობატონებიტაო-კლარჯეთიადოლფ ჰიტლერიმცხეთაეკოლოგიასაქართველოს წითელი ნუსხავიქტორ დოლიძე🡆 More