თორნიკი

თორნიკი, თორნიკე ან თორნიკიოსი (ბერძ.

Τορνίκιος ან Τορνίκιος; სომხ. Թոռնիկ, თორნიკ) — ქართულ–სომხური წარმომავლობის მქონე არისტოკრატიული საგვარეულო ბიზანტიის იმპერიაში. ბაგრატუნების დინასტიის ტარონის განშტოება.

X საუკუნის შუა წლებიდან საგვარეულოს წარმომადგენლები იმპერიის პოლიტიკურ საკითხებში აქტიურად ერთვებიან, ხოლო X საუკუნის ბოლო და XI საუკუნის დასაწყისიდან იკავებენ უმაღლეს სამხედრო წოდებებს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ იმპერიის სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში. XII საუკუნეში ძირითადად პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ, ხოლო XIII საუკუნიდან საგვარეულო უფრო მეტად დაწინაურდა, რისი მიზეზიც სხვა გავლენიან არისტოკრატიულ ოჯახებთან, ძირითადად კი პალეოლოგოსებთან დინასტიური ქორწინებები გახდა.

ისტორია

შუაბიზანტიური პერიოდი

აპოგანემი

საგვარეულოს დამაარსებლად ტარონის მთავრის ძმა, აბუ ღანიმი, იგივე აპოგანემი ითვლება, რომელმაც X საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის მფარველობა მიიღო და იმპერიის კარზე დაახლოებულს მალევე პროტოსპათარიოს, შემდეგ კი პატრიკიოსის ტიტულიც კი უბოძეს.

თორნიკე პატრიკი

აპოგანემის ძე, თორნიკეც პატრიკიოსის ტიტულს ატარებდა. თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ცოლი და შვილი ნიკოლასი, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ I ლაკაპენოსის (მმ. 920–944) მითითებითა კონსტანტინოპოლში დასახლდნენ, სადაც მათ იმპერიის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენის საშუალება მიეცათ.

საგვარეულოს პირველი მნიშვნელოვანი წევრები: ნიკოლას თორნიკი, პატრიციელი თორნიკეს ძე და ლეონ თორნიკი, სავარაუდოდ ასევე თორნიკეს ძე, კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (მმ. 913–959) მხარდაჭერთა შორის ფიქსირდებიან, როდესაც ამ უკანასკნელმა 945 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

იოანე თორნიკი (თორნიკე ერისთავი)

შემდეგი თორნიკი იოანე (თორნიკე ერისთავი) წამყვან როლს თამაშობდა მესოპოტამიის დუქსის, ბარდა სკლიაროსის აჯანყებაში, რომელიც იმპერატორ ბასილი II–ს (976–1025 წწ.) აუჯანყდა. იოანე ტაოს მეფის, დავით III–ის ვასალი იყო და მისი კავშირი ზემოთხსენებულ თორნიკების საგვარეულოსთან გაურკვეველია. როგორც ჩანს მოგვიანებით ის ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. 978 წელს ის ბასილმა მოიწვია რათა დავით ტაოელისგან სამხედრო დახმარება ეთხოვა. დიპლომატიური მისია წარმატებულად დასრულდა. 979 წელს იოანე 12 000 იბერიელ მხედრით დაბრუნდა ბიზანტიაში და გადამწყვეტი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთის სხოლათა დომესტიკის, ბარდა ფოკას სარდლობის ქვეშ მეამბოხეთა დამარცხებაში. იოანე თორნიკის ნათესავები მოგვიანებით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე დაწინაურდნენ.

იოანე (ვარაზ-ვაჩე)

ერმიტაჟში შემონახულ ბეჭედში ნახსენებია სტრატეგოსი იოანე (ვარაზ–ვაჩე) თორნიკი, რომელიც იოანის, ანუ თორნიკე ერისთავის ძმის (იოანე მთაწმიდელის) სახელს ატარებდა. ბიზანტიელი ისტორიკოსი, იოანე სკილიცეც ასევე ახსენებს „იბერიელ ვარაზვაჩეს“, რომელიც 1038 წლებში ედესას განაგებდა.

კონტოლეონი

კიდევ ერთი თორნიკი, სახელად კონტოლეონი 1017 წელს იტალისი კატეპანოა.

ლეონ თორნიკი

ამ გვარის ყველაზე გამოჩენილი წევრი კონსტანტინე IX მონომახის (მმ. 1042–1055) ძმისშვილი, ადრიანოპოლელი ლეონ თორნიკია, რომელიც საიმპერატორო ტახტზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. მიქაელ ატალიატეს თანახმად, სანამ ლეონი აჯანყდებოდა, ის მელითენეს სტრატეგოსი, ხოლო მიქაელ ფსელოსის თანახმად, რომელიც ლეონს ახასიათებს „ძლიერ, ამაყ და ამბიციურ“ პიროვნებად, ის იბერიის თემის სტრატეგოსი იყო. უფრო მეტიც, ვარაუდობენ რომ ის ასევე დასავლეთ სხოლის დომესტიკოსიც იყო. 1047 წელს, მისმა მომხრეებმა დაიკავეს ადრიანოპოლი და კონსტანტინოპოლის აღებაც სცადეს. აჯანყება წარუმატებელად დასრულდა, ლეონი დასაჯეს და იმავე წლის შობა დღეს თვალები დასთხარეს, რის შემდეგაც სავარაუდოდ მალევე გარდაიცვალა.

კოთერციზი

1071 წელს კოთერციზ თორნიკი მანასკერტის ბრძოლაში უზების (ოღუზების) დანაყოფს სარდლობდა.

პეტროს თორნიკი

1078 წელს სტრატეგოსებს შორის დაპირისპირებაში ჩანს ვინმე პეტროს თორნიკი, რომელიც ალექსი კომნენოსს, შემდეგ იმპერატორ ნიკეფოროს III–ს (მმ. 1078–1081) მომხრეა ბასილაკეს წინააღმდეგ. სავარაუდოდ ის ლეონ თორნიკის საგვარეულოდან უნდა იყოს, რადგან მისი მეტსახელი მაკედონელი ადასტურებს მის კუთვნილებას თორნიკთა საგვარეულოს ადრიანოპოლის განშტოებასთან კავშირს.

გიორგი თორნიკი

XII საუკუნეში თორნიკები დროებით ქრებიან იმპერიის პოლიტიკური ასპარეზიდან და საუკუნის ბოლოსკენ ისევ ჩნდებიან. ამ დროისთვის კარგად ცნობილი წევრია გიორგი თორნიკი, რომელიც კონსტანტინოპოლში ფსალმუნების და სახარების მასწავლებელია. მას შემდეგი ეკლესიური თანამდებობები ეკავა: ჯერ იყო ანოტატორი საპატრიარქო სეკრეტარიატში, შემდეგ კი ეფესოს სამიტროპოლიტოში (1155). გიორგი თორნიკი აქტიური სასულიერო პირი იყო, ის მხარს უჭერდა ეკლესიების გაერთიანებას, იმ პირობით თუ კონსტანტინოპოლის უზენაისობას სცნობდნენ. ის იყო ასევე აქტიური მეცნიერი და მწერალი. მისი ნაშრომები, განსაკუთრებით კი წერილები უხვ მასალას მოიცავს მის ცხოვრებაზე და იმ პერიოდის ეფესოელ ხალხზე.

გვიან ბიზანტიური პერიოდი

დემეტრიოსი

XII საუკუნიდან თორნიკების საგვარეულოს წევრებმა დაიბრუნეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობი და აქტიურად ერთვებოდნენ ბიზანტიის პოლიტიკურ სცენაზე. საუკუნის ბოლო მესამედში დემეტრიოს თორნიკი, რომელმაც დრომის ლოგოთეტი და ველუმის კრიტესის თანამდებობები მიიღო.

კონსტანტინე დემეტრიოსის ძე

დემეტრიოსის ძე კონსტანტინე თორნიკი, იმპერატორი ალექსი III ანგელოსის (მმ. 1195–1203) მართველობის დროს, კონსტანტინოპოლის ეპარქი გახდა და მამის გარდაცვალების შემდეგ (სავარაუდოდ 1201 წელს) დრომის ლოგოთეტის თანამდებობა მიიღო.

ევტიმიოსი დემეტრიოსის ძე

დემეტრიოსის მეორე ძე ევტიმიოსი იყო დიაკვანი, პოემების მწერალი და რიტორიკოსი.

1204 წელს, კონსტანტინოპოლის ჯვაროსნების მიერ დაპყრობის შედეგად, საგვარეულო ნიკეაში (ნიკეის იმპერია) გადასახლდა.

დემეტრიოს კონსტანტინეს ძე

კონსტანტინეს ძე, დემეტრიოს თორნიკი თეოდორე I ლასკარისის (მმ. 1204–1222) კარზე მესაზონი იყო. მოგვიანებით ის მეგას დომესტიკოსს ანდრონიკოს პალეოლოგოსის დისშვილზე დაქორწინდა.

კონსტანტინე დემეტრიოსის ძე

დემეტრიოსის ძე, კონსტანტინე თორნიკი იოანე III დუკა ვატაცეს (მმ. 1222–1254) კარზე მეგას პრიმიკერიოსის თანამდებობას იღებს, რომელიც , პალეოლოგოსებთან ნათესაური კავშირის გამო თეოდორე II ლასკარისის (მმ. 1254–1258) მმართველობის დროს დაკარგა. თუმცა თანამდებობაზე აღადგინეს იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი ქალიშვილი მეგას დომესტიკოს იოანე პალეოლოგოსზე (მიხეილ VIII–ის ძმა, 1259–1282) დაქორწინდა. 1259 წელს მიიღო სებასტოკრატორის თანამდებობა. მისი მეორე ქალიშვილი იოანე ანგელოსზე დაქორწინდა (მიქაელ II–ის ძე 1231–1271). კონსტანტინოპოლის გათავისუფლების შემდეგ (1261) საგვარეულოს წევრები დედაქალაქში დაბრუნდნენ. 1264 წელს კონსტნატინე ქალაქის ეპარხად გვევლინება, ხოლო 1266 წელს თესალონიკის კეფალატიკუნად.

იოანე, კონსტანტინეს ძმა

კონსტნატინე სებასტოკრატორის ძმა/ან შვილი იოანე თორნიკი თრაკესიონის დუქსი წყაროებში ჩნდება 1258 წელს.

ანდრონიკოს თორნიკი კომნენოსი

კონსტანტინე სებასტოკრატის კიდევ ერთი ძმა, ანდრონიკოს თორნიკი კომნენოსი, მედიატორი 1259 წელს, გარდაიცვალა ჭირის ეპიდემიის შედეგად.

კონსტანტინე თორნიკი პალეოლოგოსი

საგვარეულოს მნიშვნელოვან წევრებს შორის იყო კონსტანტინე თორნიკი პალეოლოგოსი, რომელსაც 1326 წელს ეკავა დრუნგარიოსის თანამდებობა.

დემეტრიოს თორნიკი პალეოლოგოსი

კონსტანტინეს ძე დემეტრიოს თორნიკი პალეოლოგოსი ასევე ფლობდა დრუნგარიოსის თანამდებობას. 1337 და 1339 წლებში ის კონსტანტინოპოლის კეფალატიკუნია.

ანდრონიკოს თორნიკი კომნენოს დუკა პალეოლოგოსი

ანდრონიკოს თორნიკი კომნენოს დუკა პალეოლოგოსი იმპერატორი ანდრონიკე II პალეოლოგოსის (მმ. 1282–1328) მმართველობის დროს ატარებდა პარაკოიმომენოსის წოდებას. 1325 წელს მონაწილეობდა ანდრონიკე III–ის და დედოფალი ანა სავოიელის დაქორწინების საკითხში. ცხოვრების მიწურულს (1328 წლიდან) გახდა ბერი.

მიხეილ თორნიკი

ამავე პერიდში (1320) მოღვაწე მიხეილ თორნიკი ანდრონიკე II მრჩეველი იყო მის შვილიშვილთან კონფლიქტის დროს.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

თორნიკი ისტორიათორნიკი ლიტერატურათორნიკი სქოლიოთორნიკიბაგრატუნების დინასტიაბერძნული ენაბიზანტიის იმპერიასომხებისომხური ენაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჭინჭარიოგანესონიბუდაპეშტიმურა დათვიბაროკოევროკავშირიდინოზავრებიშინაური კატააბრეშუმის ჭიასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალივნების კვირათეიმურაზ IIგანათლება საქართველოშიცხოველებითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრინარიყალაგიორგი II (საქართველოს მეფე)დელფინებიბახტრიონის ბრძოლაზვიად გამსახურდიაზებულონიჟანრი ლოლაშვილისვანური კოშკიდავით გურამიშვილიმიწისძვრამათემატიკამეწყერიიმპრესიონიზმირელიგია საქართველოშივაჟა-ფშაველანაღვლის ბუშტიეკა გიგაურიაქლემიბართლომეს ღამეხელოვნური თანამგზავრიმარო მაყაშვილიაუტიზმისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიერითროციტებიგალაკტიონ ტაბიძეკეთილშობილი ირემიმარკ ტვენიბუდიზმიერეკლე IIისრაელივენაებრაული დღესასწაულები (2000-2050)სულეიმან Iტელეფონების ნომრები საქართველოშიმთვარერიონიეკოლოგიატალკიგონიოს ციხეესპანეთითბილისის მეტროპოლიტენიალცჰაიმერის დაავადებაფარავანიაშშ-ის პრეზიდენტების სიაფეხბურთის წესებისპილოსებრნიჩინეთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაპროტესტანტიზმიარისტოტელესაქართველოს დაცული ტერიტორიებიდიდება (ჰიმნი)არგონავტებიშველინოქალაქევიგიორგი XIIავსტრალია (კონტინენტი)ზურა ყიფშიძეთერგდალეულებიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაგლიცინიარესპუბლიკა🡆 More