თორნიკე ერისთავი

თორნიკე ერისთავი — ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე ჩორდვანელთა საგვარეულოდან.

თორნიკე ერისთავი (გ. 985) — ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე ჩორდვანელთა[1] საგვარეულოდან. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს მისი წარმომავლობა დაუკავშიროს ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე თორნიკის საგვარეულოს, თუმცა უცნობია არსებობს თუ არა თორნიკე ერისთავის კავშირი თორნიკის საგვარეულოსთან[2]. ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ერისკაცობაში კარინის (სამხრეთი ტაო) მხარეს განაგებდა, რა დროსაც მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა.[1]

თორნიკე ერისთავის ფრესკა ივერონის მონასტრიდან.

ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასეს დიდ ლავრაში მოღვაწეობდა. 979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.

დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე I-ის თხზულების — „განძის“ 981 წლის ნუსხა.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ჩორდვანელები// ჩორჩანელები
  2. Tornikios family, The Tornikios Family in the Middle Byzantine Period. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-31. ციტირების თარიღი: 2020-03-10.

This article uses material from the Wikipedia ქართული article თორნიკე ერისთავი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.

In other languages:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონღოლეთიმთავარი გვერდიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმონღოლებითემურლენგიხვიჩა კვარაცხელიასაქართველოქვეყნების სიათამარ მეფეჩინგიზ-ყაენიბიპოლარული აშლილობადავით IV აღმაშენებელითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშითბილისიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალისინონიმებიილია ჭავჭავაძეგიორგი V ბრწყინვალედემეტრე II თავდადებულიპირველი მსოფლიო ომიქუნთრუშარამადანიმონღოლთა იმპერიასულხან-საბა ორბელიანიქართული დამწერლობაგიორგი კეკელიძეშოთა რუსთაველი9 აპრილის ტრაგედიააღდგომასაქართველო XIII საუკუნეშიჩუტყვავილაანგკორ-ვატიერეკლე IIვაჟა-ფშაველამეორე მსოფლიო ომიკარლეს პუჩდემონიდიდგორის ბრძოლაალექსანდრე მაკედონელიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს ისტორიასაქართველოს გეოგრაფიარუსეთი25 მარტიბათუმიგიორგი უშიკიშვილიმარო მაყაშვილინინო ბურდულიშარკა ბლუაკაკი წერეთელისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითურქეთიამერიკის შეერთებული შტატებიმსოფლიოს შვიდი საოცრებასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკრიშტიანუ რონალდულიბერალიზმიფეხბურთიაფრიკაკარტოფილიბახტრიონი (პოემა)ანტონიმიდედამიწაქუთაისიავტოკეფალიაჩერნობილის კატასტროფაგალაკტიონ ტაბიძესაფრანგეთიიოსებ სტალინიგერმანიამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიგუბაზ სანიკიძეაფხაზეთიფარნავაზ I🡆 More
/** SHOW / HIDE SECTION**/function mfTempOpenSection(getID) {var x = document.getElementById("mf-section-"+getID); if (x.style.display === "none") { x.style.display = ""; } else { x.style.display = "none"; }}