თითაობა

თითაობა, ე.წ.

ფინგერინგი (ინგლ. fingering) — სქესობრივი აღგზნების მიღწევის მიზნით კლიტორის ან ვულვას სხვა ნაწილების, საშოს ან ანუსის სტიმულირება თითით. იგი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მთლიან სექსუალურ აქტს, ასევე შეიძლება იყოს ურთიერთმასტურბაციის ნაწილი, პრელუდია ან სხვა სახის სექსუალური მოქმედება. თვითთითაობა ეს არის მასტურბაციის ისეთივე სახეობა, როგორიცაა ხელით პენისის სტიმულირება. ასეთი სახის სექსუალურმა მოქმედებებმა შეიძლება მიანიჭოს სექსუალური სიამოვნება, იქნება ეს შეღწევადი თუ არაშეღწევადი სქესობრივი აქტი.

თითაობა
თითაობის ილუსტრაცია

თითაობა ქალური მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

გენიტალური თითაობა

თითაობა 
გენიტალიის მენუალური სტიმულირება ქალური მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა

გენიტალური თითაობა შეიძლება იყოს თვითმყოფადი სექსუალური აქტივობა, რომელიც ორგაზმით დამთავრდება, ან და იყოს სხვა სექსუალური მოქმედებების დასაწყისი. თითაობამ შეიძლება ქალს მიანიჭოს სექსუალური სიამოვნება, როდესაც ვაგინალური სქესობრივი აქტი მიუწვდომელია ან არასასურველია რაიმე მიზეზით.

საშოს გარეთ

თითაობა 
თითაობა, როგორც ურთიერთმასტურბაციის სახეობა

ვულვის და კერძოდ კლიტორის მასაჟი ყველაზე გავრცელებული ხერხი ქალის ორგაზმამდე მისაღწევად. კლიტორის თავაკი, როგორც წესი, მასირდება კლიტორალური კაპიუშონის კანის ზედაპირიდან (ან ხდება კლიტორალური კაპიუშონის გადაწევა კლიტორის გაშიშვლების მიზნით და ხდება კლიტორის უშუალო მასირება) თითების მოძრაობით ზევით-ქვევით, ერთი გვერდიდან-მეორესკენ ან წრიული მოძრაობებით. ასევე ხდება გენიტალიის სხვა ნაწილების თითებით სტიმულირება.

საშოს შიგნით

საშოს მასტურბაცია ხშირად ტარდება G-წერტილის სტიმულირების მიზნით. G-წერტილი დაახლოებით მდებარეობს 5 სმ ზევით საშოს წინა კედელზე. იგი აღიწერება როგორც ძნელად შესამჩნევი შვერილი, რომლის ტექსტურაც მცირედიდ მოუხეშოა საშოს ღრუს დანარჩენ კედლებთან შედარებით. ამ ადგილზე ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სკინის ჯირკვლის სტიმულირება, რომელიც მიიჩნევა ქალური ეაკულაციის მიღწევის ხერხად. ზოგ შემთხვევაში ამ მეთოდთან პარალელის გავლება ხდება მამაკაცის პროსტატის ჯირკვალზე ზემოქმედებასთან ანუსის გავლით.

ზოგი ქალი მიუთითებს ე.წ. „მოდი აქ“ მეთოდზე, როგორც ორგაზმის მიღწევის საუკეთესო გზაზე. ეს ხერხი აერთიანებს ზემოქმედებას შუა, ხანდახან ასევე საჩვენებელი თითით ან არათითით, რომლის დროსაც ხდება ხელით ისეთი მოძრაობის შესრულება, რომელიც გავს „მოდი აქ“ ჟესტს შესრულებულს ბოქვენის ძვლის მიმართ ზემოთ მიმართული ხელისგულით. არ არსებობს G-წერტილის ისეთი აღგზნების ხერხი, რომელიც ყველა ქალისთვის ერთნაირად შედეგიანი იქნებოდა.

სამედიცინო მუშაკები იძლევიან რჩევას, მოხდეს ხელების გულდასმითი დაბანვა საშოსთან შეხებამდე, აუცილებელი ჰიგიენის დასაცავად, განსაკუთრებით სხვადასხვა ტიპის თითაობისას.

ანალური თითაობა

ანალური თითაობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქალის ასევე მამაკაცის მიმართ. ძირითადად ანალურ თითაობას მიმართავენ პასიური პარტნიორის ანუსის ანალური სექსისთვის მოსამზადებლად, იქედან გამომდინარე, რომ ხელით სტიმულაციით შესაძლებელია ანალური ხვრელის მოშვება.

ანალური თითაობა შეიძლება სიამოვნების მიმნიჭებელი იყოს, რადგან ანალურ ზონაში მდებარეობს დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოვება. მაღალი ხარისხის საპოხის (ლუბრიკანტის) გამოყენება რეკომენდირებულია სიამოვნების და შეღწევადობის ასამაღლებლად. ზოგი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს უბრალოდ ანალური გარე წრის სტიმულირებას, მაშინ როდესაც სხვები ერთი ან რამდენიმე თითის შემდგომი შეყოფით იღებენ მეტ სიამოვნებას. ანალური თითაობა ასევე ეფექტიანი ხერხია მამაკაცის პროსტატის აღგზნებისთვის რომელმაც ორგაზმამდე შიძლება მიიყვანოს პასიური პარტნიორი.

უსაფრთხოება

თითაობა მიიჩნევა „უსაფრთხო სექსად“ მანამ, სანამ ხელები დაცული იქნება ლატექსის ხელთათმანით. თითაობამდე ფრჩხილები უნდა მოიჭრას და დამუშავებულ იქნას; გრძელი, ბასრი ან დაკბილული ფრჩხილი შეიძლება გახდეს ჭრილობების, დაზიანებების ან ინფექციის შეჭრის მიზეზი. თითებზე ჭრილობების ან ინფექციის წყაროს არსებობის შემთხვევაში აუცილებელია თითების მაქსიმალური დაცვა. თითის პრეზერვატივის გამოყენებისას შესაძლებელია მისი გაძვრომა თითიდან და პარტნიორის შიგნით ჩარჩენა. აუცილებელია ხელების თბილი წყლით და საპნით დაბანვა სხვა სახის აქტივობამდე, ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საშოს და ანალური სტიმულირებისას აუცილებელია განცალკევებული ლატექსის ხელთათმანების გამოყენება თითოეულისთვის ჯვარედინი დაბინძურების ასაცილებლად.

სქოლიო

Tags:

თითაობა გენიტალური თითაობა ანალური თითაობა უსაფრთხოებათითაობა სქოლიოთითაობაანუსიინგლისური ენაკლიტორიმასტურბაციაპრელუდიასაშოსექსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სოციალიზმირომისიზმარიივანე მაჩაბელიაბსოლუტური მონარქიასაქართველოს სამოქალაქო ომისლოვაკეთიმეხუთე კოლონათბილისის ზღვაბატონებიდავითგარეჯამუსიკაფეხბურთის წესებიღანძილიაფრიკააქლემიფოთირიონიფარავანიკურდღელიბოლნისის სიონისამანიშვილის დედინაცვალიქრისტესისხლასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაბათუმის ბოტანიკური ბაღირაფაელიპირველი მსოფლიო ომითეთრი დათვიFacebookოპერადავით კაკაბაძეანდრია მოციქულიჯიხვიატომიკატალიზატორიქართული ენაბაბუაწვერაფარსმან II ქველისაბერძნეთიწიგნი სიბრძნე სიცრუისაგლობალური დათბობასაქართველოს კლიმატიბუნებრივი რესურსებიკორუფციაღამურანეპტუნიირაკლი ღარიბაშვილისამასი არაგველივანდალიზმიდედა ენაელექტრული დენიმერაბ მამარდაშვილიგიორგი სააკაძეერეკლე IIადიშის ოთხთავიYouTubeევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდეციმეტრიწინადადებაკუებიზედსართავი სახელიქართული დამწერლობანიანგებიკახა კალაძემარტივი რიცხვიბუდუ ზივზივაძეაღდგომაგურია14 აპრილისაქართველოს ფაუნავეფხისტყაოსანიმარო მაყაშვილიტბაგულისულხან-საბა ორბელიანინაწლავებიდედამიწაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია🡆 More