თბილისი მარიოტი

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო.

თბილისი მარიოტი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
თბილისი მარიოტი (5თბილისი მარიოტი)
თბილისი მარიოტი
სასტუმროს ქსელი თბილისი მარიოტი Marriott
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი რუსთაველის გამზირი N13
ისტორია
არქიტექტორ(ებ)ი ალექსანდრ ოზეროვი
გაბრიელ ტერ-მიქელოვი
სტატისტიკა
ნომრების რაოდენობა 127
სართულების რაოდენობა 5
ოფიციალური ვებ-გვერდი

ისტორია

მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.

არქიტექტურა

ხუთსართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმები წარმოადგენს (რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი, ნახევრადწრიული და ბრტყელი გიგანტური პილასტრები, ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სამკუთხა და რკალური ფრონტონები და სხვ.). გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.

რესტავრაცია

ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში

Tags:

თბილისი მარიოტი ისტორიათბილისი მარიოტი არქიტექტურათბილისი მარიოტი რესტავრაციათბილისი მარიოტი ლიტერატურათბილისი მარიოტი რესურსები ინტერნეტშითბილისი მარიოტირუსთაველის გამზირი (თბილისი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კრასუსიჭიამაიასებრნიდედოფალაქართვლის დედა24 აპრილიქუთაისიირანიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საფრანგეთის რევოლუციაასლან აბაშიძევიქტორ დოლიძელუკა მოდრიჩიანანურის ციხეიასამანიიუდაიზმიელინიზმისამცხე-ჯავახეთის მხარეუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ზღარბისებრნიძველი ეგვიპტეკანადაიოსებ სტალინისალამურიგაზაფხულივულკანიარჩვითორნიკე ერისთავიეგვიპტემიხეილ ხერგიანიმონაკორაბათის ციხეჩემი ცოლის დაქალებიიულიუს კეისარინაპოლეონ ბონაპარტიკვადრატიდუბაის საამიროუცხოური აგენტების კანონილადო ასათიანიFacebookპოლიტიკაიურიდიული პირიინსულტიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმორალისტუმარ-მასპინძელიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიენცეფალოპათიაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაპოპ-მუსიკასლოვაკეთიზაფხულიკასპიის ზღვაკატალიზატორიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)სომხეთიერთეულთა საერთაშორისო სისტემაკეთრისოლომონ Iვერძი (ასტროლოგია)ნატურალური რიცხვიგელათის მონასტერიემპათიაეროზიასაქართველოს კონსტიტუციარესპუბლიკაიოთამ ზედგენიძეფობიების სიაენდომეტრიოზიბაგრატის ტაძარიმუნისაქართველოს სამეფოკაპიტალიზმიკვიპროსიპლურალიზმიანა დოლიძეთავისუფლება (ფილოსოფია)🡆 More