თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი

თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, ქალთა პირველი ღია პედაგოგიური სასწავლებელი ამიერკავკასიაში (სასწავლებელი ოლღას სახელობისა იყო); დაარსდა 1865 წელს, იღებდნენ 8-18 წლის ასაკის გოგონებს, რომლებსაც საშინაო და დაწყებითი კლასების მასწავლებლად ამზადებდნენ.

სწავლების კურსი 3-საფეხურიანი იყო: ელემენტარული I-II კლასი, ზოგადი განათლების III-IV კლასი, სპეციალურ-პედაგოგიური - V-VI კლასი. სწავლება ფასიანი იყო (წელიწადში 200 მანეთამდე), არასავალდებულო საგნების (გერმანული, ფრანგული, სომხური, აზერბაიჯანული ენები, ცეკვა, მუსიკა) შესწავლისათვის ქირას დამატებით იხდიდნენ.

უკანასკნელი კლასის მოსწავლეები დაწყებით კლასებში გადიოდნენ პედაგოგიურ პრაქტიკას და საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარებისა და გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ საშინაო მასწავლებლის წოდებას იღებდნენ. 1870 წელს სასწავლებელს დაემატა VII (დამატებითი) პედაგოგიური კლასი და გადაკეთდა ქალთა პირველ გიმნაზიად. 1873 წელს გიმნაზიასთან დაარსდა პროგიმნაზია. ამ სასწავლებელში პედაგოგიკის წლების მანძილზე ასწავლიდა ლ. ლოძალევსკი (კ. უშინსკის მოწაფე). კურსდამთავრებულები იღებდნენ საშუალო განათლებას, მაგრამ უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ.

ლიტერატურა

  • გაგუა ვ., ქსე, ტ. 4, გვ. 615, თბ., 1979

Tags:

ამიერკავკასია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალჟირისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიირაკლი აბაშიძეიმპრესიონიზმიგელათის მონასტერიუქმე დღეები საქართველოშიმუშთაიდის ბაღიკანონიერი ქურდიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიივანე ჯავახიშვილიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიკოლხეთის სამეფოთვალისიმძლავრესიოგუნიმცენარეებისაქართველოს მუნიციპალიტეტებიარსებითი სახელიხვიჩა კვარაცხელიაპარალელოგრამიმწერებირუსული დამწერლობაქარინოქალაქევიქართლის სამეფორკინაკონსტანტინოპოლის დაცემამწვერვალითემურლენგიფსორიაზისაბერძნეთინაღვლის ბუშტიაბას I (ირანი)სულხან-საბა ორბელიანიკანადაThe Beatlesფრანკთა სახელმწიფოვარდების რევოლუციაკარტოფილიმიხეილ ჯავახიშვილიფასკუნჯიგიორგი V ბრწყინვალექართველებიმერწყულიიასამანიბაბილონიესპანეთისტიბიუმიალტრუიზმიარგონავტებიხელოვნური თანამგზავრიჯემალ ქარჩხაძეერთიანი ნაციონალური მოძრაობააჭარაფერნანდო მაგელანიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ჟან-მიშელ ბასკიასაქართველოს სახელმწიფო დროშათავისუფლება (ფილოსოფია)ავტორიტარიზმიენერგიაძაღლიოგანესონიზაქარია ფალიაშვილიგიორგი II (საქართველოს მეფე)ვახტანგ I გორგასალიბერძნული მითოლოგიაასტრიდ ლინდგრენიუჯრედიდავით კაჭარავაკონგოკახეთითბილისის ზღვაფრენბურთიიმანუელ კანტიიბერიაქართული ვაზის ჯიშები🡆 More