თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი

თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი — თბილისის საქალაქო (მუნიციპალური) თეატრი, რომელიც შეიქმნა 1976 წლის 1 იანვარს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

ეს იყო ამ ჟანრის პირველი პროფესიონალური თეატრი მთელს საბჭოთა კავშირში. თეატრის შექმნას წინ უძღოდა წლების განმავლობაში ა. შალიკაშვილის ხელმძღვანელობით 1965 წელს პანტომიმის სტუდიების ჩამოყალიბება, რკინგზელთა და ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლებისა და 1970 წელს პანტომიმის თეატრის დაარსება ფილარმონიასთან.

თეატრმა პირველი აღიარება 1979 წელს საბერძნეთში მოიპოვა, სადაც ევრიპიდეს „ელექტრა“ წარმოადგინეს. ზედიზედ დაიდგა სპექტაკლები: გ. გოგუას, ი. ხიმშიაშვილისა და ა. შალიკაშვილის „გაათავისუფლეთ სიმღერა“ (1978 წელი), გ. გოგუას და ა. შალიკაშვილის „წეროები“ (1977 წელი), „უკანასკნელი ზარი“ (1978 წელი), „ოცნება და სინამდვილე“ (1979 წელი), „უკვდავნი“ (1979 წელი) — სამივე პიესა ეკუთვნის ა. შალიკაშვილს, ი. კაკულიას ინსცენირებული „წითელი აფრები“ (ვლადიმერ მაიაკოვსკის მიხედვით, 1980), ა. შალიკაშვილის „კიდევაც დაიზრდებიან“ (1982 წელი) და „კრიმანჭული“ (1987 წელი), გურამ დოჩანაშვილის „ფიროსმანი — მეფე“ (1990 წელი), ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ (1991).

თეატრი საგასტროლოდ იყო: 1979 წელს სტამბოლში (თურქეთი), მალტაზე, კვიპროსზე, ათენსა და სალონიკში (საბერძნეთი), 1982ზაარბრიუკენში (გერმანია), 1985მოსკოვში, 1987კელნის (გერმანია) პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე, 1990ნიდერლანდების 13 ქალაქში, 1992ზაარბრიუკენის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალზე. წლების განმავლობაში თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის დიდმა ნაწილმა ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძო მოღვაწეობა, თეატრი კი მთლიანდ ახალგაზრდა სტუდენტური ძალებით შეივსო. სხვადასხვა დროს აქ მუშაობდნენ მხატვრები: ლ. ურუშაძე, დ. გურდელაძე, თ. გოცაძე, მ. მალაზონია.

დაარსებიდან, 1970 წლიდან, თეატრის უცვლელი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ა. შალიკაშვილი.

ლიტერატურა

Tags:

19701976თბილისისაბჭოთა კავშირისაქართველოფილარმონია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცილებირომანტიზმიუნგრეთი1832 წლის შეთქმულებააჭარაგველებისაფრანგეთიაფხაზებილიტრინაღმისამცხე-ჯავახეთის მხარეკურდღელიკონსტანტინოპოლიკილომეტრიანტარქტიდააშშ-ის ისტორიაენგურის ჰიდროელექტროსადგურირუსეთიკუთრი თბოტევადობაპროპაგანდა24 აპრილიავსტრალია (კონტინენტი)მორალიგიორგი მაზნიაშვილითავისუფლების მოედანი (თბილისი)ოქროს საწმისიქართული ვაზის ჯიშებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციარიცხვითი სახელიბაში-აჩუკივასკულიტიკახა კალაძექუთაისიმუხაბაბილონიბაგრატიონებიევერესტიგოდერძი ჩოხელიიუსტინიანე Iგაერთიანებული ერების ორგანიზაციანეიმარიქართული სამზარეულომერკურიკუბიზმიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსატურნიშუმერილათინური ენარუსეთ-საქართველოს ომი (2008)დონ კიხოტირომითეთრი დათვითამბაქოაბანოთუბანიალმასილუი XVIწითელი წიგნილონდონინატვრის ხე (ფილმი)1924 წლის აგვისტოს აჯანყებაჰაერიმარჩბივი (ასტროლოგია)ლეკიანობაწნევაბაყაყიშაორის წყალსაცავიინგლისიებრაული დღესასწაულები (2000-2050)იასამანიპედაგოგიკამარსიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითგელათის მონასტერიბუდიზმიირაკლი ღარიბაშვილიელვაეკოლოგიაანემია🡆 More