ტფილისის გუბერნია (რუს.
ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.
ტფილისის გუბერნია გუბერნია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ტფილისის გუბერნია კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი | |||||||
ტფილისის გუბერნიის საზღვრების ცვლილება 1846-1917 წლებში | |||||||
დედაქალაქი | ტფილისი | ||||||
1846 წლის 14 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაშლის შედეგად ამიერკავკასიაში წარმოიქმნა ორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული: ტფილისისა და ქუთაისის გუბერნია.
1846 წელს ტფილისის გუბერნია შედგებოდა:
№ | მაზრები, უბნები | ადმინისტ. ცენტრი |
---|---|---|
1 | ტფილისის მაზრა (სართიჭალის უბანი, ტფილისის უბანი, ბორჩალოს უბანი, ახალქალაქის უბანი) | ტფილისი |
2 | გორის მაზრა (ხიდისთავის უბანი, გორის უბანი, სურამის უბანი, ) | გორი |
3 | თელავის მაზრა (ყვარელის უბანი, თელავის უბანი, ) | თელავი |
4 | სიღნაღის მაზრა (უკანამხარის უბანი, სიღანაღის უბანი, შირაქის უბანი) | სიღნაღი |
5 | ელიზავეტპოლის მაზრა (ელიზავეტპოლის უბანი, შამშადილის უბანი, კაზახის უბანი, ) | ელიზავეტპოლი |
6 | ერევნის მაზრა (სარდარ-აბადის უბანი, სურმალინის უბანი, გოქჩის უბანი) | ერევანი |
7 | ნახიჩევანის მაზრა (ნახიჩევნის უბანი, ორდუბადის უბანი, დარალაგეზის უბანი) | ნახიჩევანი |
8 | ალექსანდროპოლის მაზრა (ბამბაკის უბანი, შურაღელის უბანი) | ალექსანდროპოლი |
9 | ოსეთის ოკრუგი (ნარის უბანი, ჯავის უბანი, პატარა ლიახვის უბანი) | ? |
10 | თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი (ფშავ-ხევსურეთის უბანი, თუშეთის უბანი) | ? |
11 | მთის ოკრუგი (ხევის უბანი, მთიულეთის უბანი, ქსანის უბანი) | ? |
1849 წლის 9 ივნისს ტფილისის გუბერნიას გამოეყო ერევნის, ნახიჩევნის და ალექსანდრაპოლის (ახალქალაქის უბნის გამოკლებით) მაზრები, რომლითაც შეიქმნა ერევნის გუბერნია, ხოლო ქუთაისის გუბერნიის ახალციხის მაზრას შეუერთეს, ტფილისის გუბერნიიდან გამოყოფილი ალექსანდროპოლის მაზრის ახალქალაქის უბანი.
1859 წლის 19 ივნისს ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის ნარის უბანი გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას, ხოლო ოსეთის ოკრუგი გაუქმდა და ნარჩენი ნაწილი მიერთებული იქნა გორის მაზრაზე ოსეთის უბნის სახელით.
1860 წლლის 23 სექტემბერს ბარიატინსკის ბრძანებით ტფილისის გუბერნიის თიანეთის ოკრუგს შატილის მხრიდან შეუერთდა არღუნის ხეობის ორი ქისტეთის მითხოსა და მალხის საზოგადოებები (სახანოს და მაისტის). მანამდე კი, 1854 წელს იქაური ქისტები მთიდან პანკისში გადაასახლეს, ხოლო 1912 წელს იყო მცდელობა აღნიშნული მიწები ტფილისის გუბერნიიდან თერგის ოლქისთვის გადაეცათ.
1868 წლის 12 თებერვალს ელიზავეტპოლის გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით, ტფილისის გუბერნიას დარჩა 6 მაზრა: გორის, დუშეთის, თელავის [თიანეთის საბოქაულოთი], სიღნაღის [შირაქის საბოქაულოთი], ტფილისის [თრიალეთის და ლორეს საბოქაულოთი] და ახალციხის [ახალქალაქის საბოქაულოთი]. აქედან ახალციხის მაზრა ქუთაისის გუბერნიას ჩამოეჭრა, ხოლო ლორეს საბოქაულო — ერევნის გუბერნიას.
1900 წელს ტფილისის გუბერნია შედგებოდა:
მაზრები, ოკრუგები, საპოლიციო უბნები | მოსახლეობა |
ტფილისის მაზრა საპოლიციო უბნები: | 66 377 |
I. სართიჭალის უბანი (რეზიდ. მარიენფელდი) | 30 373 |
II. ტფილისის უბანი (რეზიდ. ელისავეტინსკოე) | 30 950 |
III. ყარაიის უბანი (რეზიდ. ყარა-ტაპა) | 5054 |
ახალქალაქის მაზრა საპოლიციო უბნები: | 71 003 |
I. ბარალეთის უბანი (რეზიდ. ბარალეთი) | 37 834 |
II. ბოგდანოვკის უბანი (რეზიდ. ბოგდანოვკა) | 33 169 |
ახალციხის მაზრა საპოლიციო უბნები: | 51 273 |
I. ქობლიანის უბანი (რეზიდ. უდე) | 16 459 |
II. აწყურის უბანი (რეზიდ. აწყური) | 16 171 |
III. ურაველის უბანი (რეზიდ. ზურდალი) | 18 643 |
ბორჩალოს მაზრა საპოლიციო უბნები: | 100 675 |
I. ბორჩალოს უბანი (რეზიდ. შულავერი) | 20 640 |
II. ეკატერინენფელდის უბანი (რეზიდ. ეკატერინენფელდი) | 13 869 |
III. ლორეს უბანი (რეზიდ. ჯელალ-ოღლი) | 32 776 |
IV. თრიალეთის უბანი (რეზიდ. ალექსანდერსგილფი) | 34 562 |
გორის მაზრა საპოლიციო უბნები: | 167 310 |
I. ბორჯომის უბანი (რეზიდ. ბორჯომი) | 5379 |
II. მეჯვრისხევის უბანი (რეზიდ. მეჯვრისხევი) | 29 575 |
III. სურამის უბანი (რეზიდ. მიხაილოვო) | 38 744 |
IV. ხიდისთავის უბანი (რეზიდ. ქარელი) | 39 690 |
V. ცხინვალის უბანი (რეზიდ. ცხინვალი) | 53 562 |
დუშეთის მაზრა საპოლიციო უბნები: | 67 472 |
I. ბაზალეთის უბანი (რეზიდ. ბაზალეთი) | 16 178 |
II. მცხეთის უბანი (რეზიდ. მცხეთა) | 14 144 |
III. ქსანის უბანი (რეზიდ. ახალგორი) | 19 628 |
IV. ქვეშეთის უბანი (რეზიდ. ქვეშეთი) | 17 522 |
სიღნაღის მაზრა საპოლიციო უბნები: | 76 028 |
I. ბაკურციხის უბანი (რეზიდ. გურჯაანი) | 18 684 |
II. ქოდალოს უბანი (რეზიდ. ქოდალო) | 22 255 |
III. მაჩხაანის უბანი (რეზიდ. მაჩხაანი) | 33 259 |
IV. შირაქის უბანი (რეზიდ. დედოფლისწყარო) | 1830 |
თელავის მაზრა საპოლიციო უბნები: | 52 472 |
I. ყვარლის უბანი (რეზიდ. ყვარელი) | 19 788 |
II. წინანდლის უბანი (რეზიდ. წინანდალი) | 32 684 |
თიანეთის მაზრა საპოლიციო უბნები: | 35 417 |
I. ფშავ-ხევსურეთის უბანი (რეზიდ. ბარისახო) | 9778 |
II. ერწოს უბანი (რეზიდ. ამტნისხევი) | 14 900 |
III. თუშეთ-კახეთის უბანი (რეზიდ. ახმეტა ზამთარში, ომალო - ზაფხულში) | 10 739 |
ზაქათალის ოკრუგი საპოლიციო უბნები: | 72 582 |
I. ალიაბადის უბანი (რეზიდ. ალიაბადი) | 13 987 |
II. ბელაქნის უბანი (რეზიდ. ბელაქანი) | 15 807 |
III. ჭარ-მუხახის უბანი (რეზიდ. ზაქათალა) | 20 764 |
IV. კაკის უბანი (რეზიდ. კახ-მუღალი) | 22 024 |
ტფილისის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის, თიანეთის მაზრებად და ზაქათალის ოკრუგად. ფართობი 44 607 კმ², მოსახლეობა 1 040 943 კაცი. აქედან ქალაქებში (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ცხოვრობდა 207 294 კაცი (XX საუკუნის დასაწყისის მონაცემებით). ეროვნული შემადგენლობა: ქართველები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და სხვა. ტფილისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტფილისის გუბერნია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.