გურჯი-ხათუნი თამარი

თამარი, გურჯი-ხათუნი (XIII საუკუნე) — საქართველოს მეფის რუსუდანის ასული.

გურჯი-ხათუნი თამარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარი (მრავალმნიშვნელოვანი).

მამამისი მოღის ედ-დინი იყო, არზრუმის გამგებლის ტოღრილის ძე.

გურჯი-ხათუნი თამარი
სულთნის დირჰამზე მზე გურჯი-ხათუნს უნდა აღნიშნავდეს.
გურჯი-ხათუნი თამარი
გურჯი-ხათუნის საფლავი ფასინლერის რაიონში

1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს (1236-1246). თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.

სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.

2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზურუმის ფასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს. გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

XIII საუკუნეარზრუმირუსუდანისაქართველოს სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს პრემიერ-მინისტრირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიუინსტონ ჩერჩილიბირთვული იარაღიმონღოლებიმტკვარივეშაპისნაირნივიტამინებიყინწვისის მონასტერისაქართველოს სოფლებისოლომონ IIაკაკი წერეთელიქართული ენაგიორგი VIIIრიცხვითი სახელიბერძნული მითოლოგიახერხემალიხევსურეთიბუდუ ზივზივაძეტუტე ლითონებიგია ყანჩელიარწივიქვიშის კარიერის გენერლებიაბას I (ირანი)ბატონებიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ლეჩხუმივენერალომიგენოციდიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოში25 აპრილისაფრანგეთის რევოლუციადაირაუფლისციხემუშთაიდის ბაღიჩარლზ დიკენსიმერკურიგულიესპანეთითბილისის პანსიონებინოე სულაბერიძეწითელაკუბური მეტრისულეიმან Iრთველინარკომანიაბაყაყივენაეთიოპიადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისახელმწიფო საზღვარიჩემი ცოლის დაქალებიიური გაგარინილევან საგინაშვილიკონსტიტუციამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიკარლეს პუჩდემონიMemento moriფსიქოლოგიასათბურის ეფექტისაქართველოს სსრ წითელი წიგნიიტალიაზაფხულიალავერდიმიწისძვრასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასამცხე-ჯავახეთის მხარეიაკობ გოგებაშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეტელეფონების ნომრები საქართველოშითევზებიგანათლება საქართველოშისპილოსებრნისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირენესანსიპარაცეტამოლიქრისტიანობა🡆 More