თამაზ ვაშაძე

თამაზ მიხეილის ძე ვაშაძე (დ.

2 მაისი, 1939, ჭიათურა) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე, პროფესიონალი ინჟინერ-მშენებელი; ქალაქ თბილისის მერი 1991 წლის 2 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე.

თამაზ ვაშაძე დაიბადა ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მიხეილ ვაშაძის ოჯახში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1963). 1954 წლიდან მუშაობდა საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებზე ჭიათურის მაღაროში, 1962 წლიდან — თბილისში. 1969-1991 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო სამშენებლო ტრესტ „მაღლივმშენის“ მთავარი ინჟინერი, თბილისის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს მე-8 ტრესტის მთავარი ინჟინერი, 74-ე და მე-11 ტრესტების ხელმძღვანელი. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრის მოადგილედ. იმავდროულად, ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მშენებლობის საგანგებო შტაბს; მეთვალყურეობდა სალიკვიდაციო აღდგენით სამუშაოებს ბუნებრივი სტიქიით დაზარალებული რაჭის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონეში, აჭარაში, აგრეთვე ფოთში წყალსათხილამურო სპორტის კომპლექსის მშენებლობას.

1991 წლის 2 ოქტომბერს თამაზ ვაშაძე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა თბილისის მერად. 1992 წლის 6 იანვარს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ვაშაძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ხანგრძლივად ცხოვრობდა საბერძნეთში. 2001 წელს დაბრუნდა საქართველოში, ჩამოშორებული იყო აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 2010 წლის მაისში მოძრაობა „სოლიდარობის“ სახელით კენჭს იყრიდა თბილისის მერის არჩევნებზე, მიიღო ხმათა 0.65 %.

სქოლიო

Tags:

1939199119922 მაისი2 ოქტომბერი6 იანვარითბილისითბილისის მერიქართველებიჭიათურა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თებულოსმთასაქართველო XVIII საუკუნეშისაქართველოს სსრ წითელი წიგნიმინერალებიმინერალების სია22 აპრილიწელიწადის დროებიბიშკეკიოშკირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)თავისუფლების ქანდაკებამთლიანი შიდა პროდუქტივასკულიტითამბაქოიმერეთიაქემენიანთა იმპერიააბანოთუბანირომიბიძინა ივანიშვილიჰიმალაიეიფელის კოშკიხელოვნური თანამგზავრიხეოფსის პირამიდამერკურისამცხე-ჯავახეთის მხარეაბას I (ირანი)მურა დათვიმტკვარიფრანკთა სახელმწიფობაროკო26 აპრილიკალიებიჩუტყვავილაედუარდ შევარდნაძენაცვალსახელიქართვლის დედაინფორმაციასაათი (ერთეული)აშშ-ის ისტორიატყედავით IV აღმაშენებელიეგზისტენციალიზმიგაერთიანებული სამეფოიმპრესიონიზმისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიტერენტი გრანელითვალილოცვა ეფრემ ასურისაიულიუს კეისარიეთიოპიამღრღნელებიგასტრიტიდინოზავრებიგარემოს დაბინძურებაჯაყოს ხიზნებილათინური ენავლადიმერ პუტინიმეორე მსოფლიო ომიეკა გიგაურიგიორგი XIკუბური მეტრიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაყაზახეთიაშშ-ის პრეზიდენტების სიაქართული გვარისაქართველო XV საუკუნეშირომის რესპუბლიკაამერიკის შეერთებული შტატებირუსუდანისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაძალაკუთრი თბოტევადობაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოგაზაფხულიარისტოტელეთეთნულდიჟან-მიშელ ბასკიათბილისიკონსტანტინე გამსახურდია🡆 More