ზღვის კატა

ზღვის კატა (ლათ.

ზღვის კატა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზღვის კატა (თევზი).

Callorhinus ursinus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლფეხიანების რიგისა. სქესმწიფე მამლის სიგრძე 2,25 მ-მდეა, წონა 380 კგ-მდე, დედლის სიგრძე 1,6 მ-მდე, წონა 71 კგ-მდე. სხეული დაფარული აქვთ ორგვარი ბალნით: უხეში ფიცახითა და ნაზი ხშირი თივთიკით. ზრდასრული ცხოველი მორუხოა, ახალშობილი — შავი. აქვთ ყურის ნიჟარები. უკანა ფარფლები სხეულის ქვეშ იხრება და ხმელეთზე სიარულის დროს საყრდენია.

ზღვის კატა
ზღვის კატა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Callorhinus ursinus
დაცვის სტატუსი
ზღვის კატამოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 3590
გავრცელება
ზღვის კატა

ზღვის კატა გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთი განედის 32-38°-ზე, ზაფხულობით კი უფრო ჩრდილოეთით გადადიან. არსებობს ზღვის კატის 3 დამოუკიდებელი ჯოგი, რომლებიც გამრავლების დროს თავს იყრიან კომანდორის, ტიულენის, პრიბილოვისა და სან-მიგელის კუნძულებზე. თავშეყრის ადგილზე პირველები მიდიან მამლები, შემდეგ დედლები და ბოლოს ახალგაზრდა ზღვის კატები.

პოლიგამიური ცხოველებია — თითოეულ ჰარამხანაში 30-50 დედალია. მაკეობა 1 წელიწადს გრძელდება. ნაშიერი თვალხილული იბადება, 3 თვემდე რძით იკვებება. სქესობრივ სიმწიფეს დედალი აღწევს 3, მამალი 5-6 წლისა. იკვებებიან თევზითა და თავფეხიანებით. აქვთ ძვირფასი ბეწვი. რეწვა შეიძლება ზაფხულში სათანადო მეცნიერული წესების დაცვით. 1957 წელს სსრკ-მა, კანადამ და იაპონიამ დადეს ხელშეკრულება წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის კატის დაცვის, სამეცნიერო გამოკვლევების კოორდინაციისა და რეწვის წესების მოწესრიგების შესახებ. სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობს Arctocephalus-ის გვარის 5 სახეობა.

ლიტერატურა

Tags:

ლათინური ენაფარფლფეხიანებიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლობიოდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენარეზოლუციაელინიზმითევზებიკატალიზატორიგონიოს ციხენატრიუმიფაშიზმიილია ჭავჭავაძეჯიხვიმინერალებიქუნთრუშაუფლისციხელომიხინკალინოდარ დუმბაძეანარქიზმიცადამაყვანაარაბობა საქართველოშინაცვალსახელიჰიმალაიწიგნი სიბრძნე სიცრუისაამირანი (მითოლოგია)ფილების ტექტონიკასაჰარაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათახვიბახტრიონი (პოემა)ძუძუმწოვრებისვანეთიკვადრატიმთაწმინდაბუევროპა-აზიის საზღვარისაქართველოს სოფლებიეკოსისტემანატურალური რიცხვიორალური სექსიჰოლოკოსტიემპათიაალუმინისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიწინადადებამდგრადი განვითარებამშვილდოსანი (ასტროლოგია)სილიციუმიანა დოლიძეკუნილინგუსიკრწანისის ბრძოლაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიენდომეტრიოზისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკანარიყალამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისომხეთიშველიტელეფონების ნომრები საქართველოშისვანური კოშკისალამურიდაირაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ინგლისიკრასუსისეფსისისაქართველოს სახელმწიფო დროშამონა ლიზაკუბური მეტრიეკოლოგიამეწყერივენდეტადანიააშშ-ის ისტორიაილარიონ ტალახაძენიკორწმინდის ტაძარითრომბოციტებიგია ყანჩელი🡆 More