ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა

ზუთხი (ლათ.

Acipenser) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. სალაყუჩე აპკები შეზრდილია სალაყუჩე ღრუების გამყოფ ძგიდეებზე. პირი განივია. გვარში 17 სახეობაა. მათ შორისაა როგორც მტკნარი წყლის, ისე გამსვლელი თევზები. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, 5 სახეობა (მოკლედინგა ანუ ბლაგვდინგა, თეთრი, სახალინური, ტბის და მახვილდინგა) — ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველაზე დიდი მრავალფეროვნება კასპიისა და შავი ზღვების აუზებშია (ატლანტური, რუსული, სპარსული, ტარაღანა, ცქვრინი, ფორეჯი). ცნობილია აგრეთვე იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში. ქვირითს მხოლოდ მტკნარ წყლებში ყრიან. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 6–16 წლამდე.

ზუთხი
Acipenser fulvescens
ტბის ზუთხი (Acipenser fulvescens)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acipenser (Linnaeus, 1758)

საქართველოში გავრცელებულია 5 სახეობა: 1) ფორეჯი ანუ ჯარღალა (A. nudiventris), რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება სანაპიროებთან; 2) რუსული ზუთხი (A. gueldenstaedtii); 3) სპარსული ზუთხი (A. persicus), კერძოდ კი მისი ქვესახეობა თართი ანუ კოლხური ზუთხი (A. p. colchicus), რომელიც ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოიყოფა; 4) ატლანტური ზუთხი (A. sturio) და 5) ტარაღანა (A. stellatus).

ზუთხი მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია, იყენებენ ნედლს, შებოლილს, ქვირითს. მათგან მზადდება ზურგიელი, დოში, შავი ხიზილალა, კონსერვები და სხვ. მსოფლიო მოპოვების უდიდესი ნაწილი რუსეთისა და ირანის წყლებში ხორციელდება. მარაგი ძლიერ შემცირებულია სხვადასხვა მავნე ფაქტორის გავლენით, ძირითადად კი ჭარბჭერის გამო. ზოგიერთი მათგანი შეტანილია წითელ წიგნებში, წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) I-II-III და CITES-ის I, II დანართებში. ტარდება ღონისძიებები ზუთხების მოსამრავლებლად. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ხუთივე აქ გავრცელებული სახეობა.

სახეობები

სურათი სახელი სტატუსი IUCN-ის

მიხედვით

ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ციმბირული ზუთხი
Acipenser baeri (Brandt, 1869)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  მოკლედინგა ზუთხი
Acipenser brevirostrum (Lesueur, 1818)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  კორეული ზუთხი
Acipenser dabryanus (Duméril, 1869)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ტბის ზუთხი
Acipenser fulvescens (Rafinesque, 1817)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  რუსული ზუთხი
Acipenser gueldenstaedtii (Brandt & Ratzeburg, 1833)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  მწვანე ზუთხი
Acipenser medirostris (Ayres, 1854)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
სახალინური ზუთხი
Acipenser mikadoi (Hilgendorf, 1892)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ადრიატიკული ზუთხი
Acipenser naccarii (Bonaparte, 1836)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ფორეჯი, ჯარღალა
Acipenser nudiventris (Lovetsky, 1828)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  მახვილდინგა ზუთხი
Acipenser oxyrinchus (Mitchill, 1815)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  სპარსული ზუთხი
Acipenser persicus (Borodin, 1897)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ცქვრინი
Acipenser ruthenus (Linnaeus, 1758)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ამურის ზუთხი
Acipenser schrenckii (Brandt, 1869)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ჩინური ზუთხი
Acipenser sinensis (J. E. Gray, 1835)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ტარაღანა
Acipenser stellatus (Pallas, 1771)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  ატლანტური ზუთხი, ფორონჯი
Acipenser sturio (Linnaeus, 1758)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა  თეთრი ზუთხი
Acipenser transmontanus (Richardson, 1836)
ზუთხი: თევზების გვარი სებრთა ოჯახისა 

სქოლიო

Tags:

ატლანტური ზუთხიზუთხისებრნითევზებიიაპონიაკასპიის ზღვაკორეალათინური ენალაყუჩებირუსული ზუთხისახალინური ზუთხისპარსული ზუთხიტარაღანაფორეჯიქვირითიშავი ზღვაჩინეთიჩრდილოეთი ამერიკაჩრდილოეთი ნახევარსფეროცქვრინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარქსიზმიფუტკრებიჰეკლააფხაზეთის ომი (1992-1993)გია ყანჩელიმიტოზიFacebookსუფრის მარილიბერძნული კოლონიზაციაინგლისიტემპერატურააზოტილანა როუდსიპირველი მსოფლიო ომი18 აპრილისაქართველოს სამეფოლეიკოციტოზისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიკურდღელიავტომობილიასომთავრულიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელისაქართველო XVII საუკუნეშივახტანგ I გორგასალიკოლოსეუმიწმინდა გიორგიალპური დანაოჭებაუკრაინასაქართველოს ფრინველთა სიამერცხლისებრნისაფრანგეთის რევოლუციაიასამანიზმნიზედადიმიტრი სამხარაძეგამარჯვების დღეტაო-კლარჯეთიაქლემიმარსითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიისრაელიმტკვარისანქტ-პეტერბურგისაბერძნეთიცოტნე დადიანიიულიუს კეისარისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაპარადოქსიშველიავსტრიაისლამიჭიამაიასებრნიგიორგი მამარდაშვილიიაკობ გოგებაშვილიშინაური კატაძუძუმწოვრებიკუთხელუკა მოდრიჩითბილისის კლასიკური გიმნაზიაილია IIკონსტანტინოპოლის დაცემამაცივარიაია-სოფიას ტაძარიმამუკა მდინარაძეკვადრატული მეტრისაქართველოს რევოლუციური კომიტეტიფეხბურთის წესებისტუმარ-მასპინძელიათონის ივერთა მონასტერირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიმეტაფორამსოფლიოს შვიდი საოცრებავატიკანიგოგა ხაინდრავაგიორგი III (საქართველოს მეფე)საქართველოს ტერიტორიული მოწყობააჭარა🡆 More