ზომბი

ზომბი (ჰაიტური ფრანგული: zombi, ჰაიტ.

კრეოლი zonbi) — გამოგონილი მკვდრეთით აღმსდგარი პერსონაჟი მასობრივ კულტურაში, რომელიც წარმოიქმნება გარდაცვლილი ადამიანის გვამისაგან. როგორც წესი, ზომბი გვხვდება საშინელებათა ლიტერატურასა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებში. თავად ტერმინი მომდინარეობს ჰაიტური ფოლკლორიდან, სადაც ზომბი წარმოადგენს მკვდარ სხეულს, რომელიც ცოცხლდება სხვადასხვა გზით, ძირითადად — მაგიით. თანამედროვე ნაწარმოებებში მკვდრის გაცოცხლება მაინცდამაინც არ გულისხმობს მაგიის გამოყენებას, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკურ მეთოდებს, როგორებიცაა ბაქტერია, რადიაცია, ფსიქიკური დაავადება, მწერები, პათოგენი, მეცნიერთა მიერ დაშვებული შეცდომები და ა.შ.

ზომბი
ჯორჯ რომეროს „ცოცხალი მკვდრების ღამე“

ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონზე დაყრდნობით სიტყვა „ზომბი“ დასავლეთ აფრიკული წარმოშობისაა და შედარებულია კონგოურ სიტყვებთან „ნზამბი“ (ღმერთი) და „ზუმბი“ ან „ნზუმბი“ (ფეტიში). ზოგიერთი ავტორი ადარებს მას კონგოურ სიტყვას „ვუმბი“ (მვუმბი) (მოჩვენება, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს საკუთარ სულს), (ნვუმბი) (ადამიანი სულის გარეშე). 1903 წელს გამოცემულ კიმბუნდურ-პორტუგალიურ ლექსიკონში სიტყვა „ნზუმბი“ განმარტებულია როგორც „სული“, თუმცა შედარებით ახალი გამოცემა „ნზუმბის“ განმარტავს როგორც „დედამიწაზე მოხეტიალე ავისული, რომელმაც უნდა ტანჯოს ადამიანები“.

ნამდვილ სენსაციად იქცა უილიამ სიბრუკის 1929 წელს გამოცემული წიგნი „ჯადოსნური კუნძული“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააცნო დასავლურ კულტურას ვუდუს ზომბების კონცეფცია. წიგნში აღწერილია ავტორის მიერ ჰაიტიზე გატარებული წლები, ვუდუს კულტთან შეხვედრა, მასთან დაკავშირებული რიტუალები და ა.შ.

ცოცხალი მკვდრების წარმოჩენა თანამედროვე კულტურაში ეყრდნობა მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, მათ შორის წიგნებს როგორებიცაა რიჩარდ მეთისონის „მე ვარ ლეგენდა“, ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის „ჰერბერტ უესტი — რეანიმატორი“ და მერი შელის „ფრანკენშტაინი“. 1932 წელს რეჟისორმა ვიქტორ ჰალპერინიმ გადაიღო საშინელებათა ფილმი „თეთრი ზომბი“, სადაც ზომბი წარმოჩენილია უგუნურ, საკუთარ თავზე კონტროლდაკარგულ ადამიანად, რომელსაც მართავს ბოროტი ჯადოქარი ლეგენდრე. ვუდუ-ზომბებზე დაფუძნებული ფილმების გადაღება მიმდინარეობდა 1960-იან წლებამდე, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა „მე ზომბისთან ერთად ვისეირნე“ (1943) და „9 იდეა ღია კოსმოსიდან“ (1959).

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, წარმოიშვა ზომბის ახალი ვერსია, რომელიც გაემიჯნა ჰაიტური ფოლკლორის ტრადიციებს. ზომბის ამგვარი ინტერპრეტაცია სათავეს იღებს ჯორჯ რომეროს ფილმიდან „ცოცხალი მკვდრების ღამე“, (1968), რომელიც ნაწილობრივ დაფუძნებულია რიჩარდ მეთისონის რომანზე „მე ვარ ლეგენდა“ (1954). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სიტყვა „ზომბი“ არ არის გამოყენებული ზემოთ აღნიშნულ ფილმში, თუმცა მოგვიანებით ფილმის მოყვარულთა მიერ იქნა დამატებული. როგორც წესი, ფილმში „ცოცხალი მკვდრების ღამე“ და მის გაგრძელებებში, როგორებიცაა „მიცვალებულთა განთიადი“ (1978) და „მიცვალებულთა დღე“ (1985), ისევე როგორც „ცოცხალი მკვდრების დაბრუნება“ (1985) და „Zombi 2“ (1979), მონსტრები წარმოდგენილია ადამიანის ხორცზე დამშეულ არსებებად, მიუხედავად ამისა, ფილმმა „ცოცხალი მკვდრების დაბრუნება“ წარმოადგინა პოპულარული კონცეფცია ტვინის მჭამელი ზომებების შესახებ. მას შემდეგ ზომბი-აპოკალიფსის კონცეფცია, სადაც ცივილიზებული სამყარო შეპყრობილია სისხლისმსმელი ზომბებით, იქცა თანამედროვე პოპულარული ხელოვნების საყრდენად. ფილმის „მიცვალებულთა განთიადი“ და „მაიკლ ჯექსონის მუსიკალური ვიდეოს „Thriller“-ის გამოსვლის შემდეგ ჟანრმა დაღმასვლა იწყო.

1990-იანი წლების მიწურულს, შორეულ აღმოსავლეთში, იაპონურმა ვიდეო თამაშებმა, როგორებიცაა „Resident Evil“ და „The House of the Dead“, ხელი შეუწყო ზომბების აღორძინებას მასობრივ კულტურაში. დამატებით, თამაშმა „The House of the Dead“ წარმოადგინა ახალი სახეობის ზომბი, რომელიც განსხვავდება რომეროს ნელა მოძრავი ზომბებისაგან. ამას მოჰყვა რიგი მცირებიუჯეტიანი აზიური-ზომბი ფილმები — „ბიო-ზომბები“ (1998) და „დაპირისპირება“ (2000), აგრეთვე 2000-იანების დასავლური ზომბი-ფილმები, მათ შორის სწრაფად მოძრავი ზომბი-ფილმები — „28 დღის შემდეგ“ (2002), „ბოროტების სავანე“ (სერია), „მიცვალებულთა სახლი“-ს სერია და 2004 წლის „მიცვალებულთა განთიადი“ (რიმეიკი), ასევე ბრიტანული კომედიური ზომბი-ფილმი — „ზომბი სახელად შონი“ (2004).

გვიან 2000 და 2010-იან წლებში მოხდა ზომბების ჰუმანიზაცია და რომანტიზება, სადაც ზომბები გამოსახულია მეგობრულ და მოსიყვარულე არსებებად ადამიანების მიმართ. ამის ნათელი მაგალითებია ფილმები — „თბილი სხეულები“ და „ზომბები“, რომანები — „ამერიკელი ღმერთები“, „Generation Dead“ და „Bone Song“, ანიმაციური ფილმი — „პატარძლის გვამი“, ტელესერიალები — „გარდაცვლილთა გაცოცხლება“ და „მე ზომბი“, და მანგა/რომანი/ანიმე სერიები „სანკერეა: უკვდავი სიყვარული“ და „Is This a Zombie?“. ამ კონტექსტში ზომბები ხშირად ასოცირდებიან თანასწორობისათვის მებრძოლ დისკრიმინირებულ ჯგუფებთან. ხოლო ადამიანისა და ზომბის რომანტიკული ურთიერთობა ინტერპრეტირებულია როგორც სექსუალური თავისუფლების მეტაფორა და ტაბუს რღვევა (ვინაიდან, ზომბები ისედაც განიხილებიან როგორც სოციალური ნორმებისგან თავისუფალ ველური სურვილების მქონე არსებებად).

ლიტერატურა

  • Ackermann, H. W.; Gauthier, J. (1991). „The Ways and Nature of the Zombi“. The Journal of American Folklore. 104 (414): 466–494. doi:10.2307/541551. JSTOR 541551.
  • Black, J. Anderson (2000) The Dead Walk Noir Publishing, Hereford, Herefordshire, ISBN 0-9536564-2-X
  • Curran, Bob (2006) Encyclopedia of the Undead: A field guide to creatures that cannot rest in peace New Page Books, Franklin Lakes, New Jersey, ISBN 1-56414-841-6
  • Flint, David (2008) Zombie Holocaust: How the living dead devoured pop culture Plexus, London, ISBN 978-0-85965-397-8
  • Forget, Thomas (2007) Introducing Zombies Rosen Publishing, New York, ISBN 1-4042-0852-6; (juvenile)
  • Graves, Zachary (2010) Zombies: The complete guide to the world of the living dead Sphere, London, ISBN 978-1-84744-415-8

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბაქტერიამაგიამასობრივი კულტურამწერებირადიაციასამეცნიერო ფანტასტიკასაშინელებათა ლიტერატურაფენტეზიჰაიტიური კრეოლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მწვერვალიოქტავიანე ავგუსტუსიეგზისტენციალიზმინუსხურიეოზონოფილებიბაყაყიტაო-კლარჯეთიპარტიკულარიზმიდათვიმღრღნელებისიონის ტაძარირიცხვითი სახელიელინიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირესპუბლიკასახელმწიფოწნევალანა როუდსიკახა კალაძეალავერდიეგრისის დიდი ომისაქართველოს რევოლუციური კომიტეტითხის რქა (ასტროლოგია)ვლადიმერ პუტინიკორუფციაიგიქრისტეფორე კოლუმბინიკოლოზ ბარათაშვილი24 აპრილიალტრუიზმისაქართველოს სამოქალაქო ომიალუდა ქეთელაურიბაბუაწვერაჰარი პოტერიფუტკრებივეშაპისნაირნიბაგრატიონებიბახტრიონის ბრძოლაგაერთიანებული სამეფოევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისვეტიცხოველიდავით IV აღმაშენებელისაბერძნეთიქაშვეთის ეკლესიაიულიუს კეისარიადამიანიმაცივარირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ძველი თბილისირომის იმპერიაწელიწადის დროებიანტანტასაქართველოს წითელი ნუსხაგამარჯვების დღეასპინძის ბრძოლახევისბერი გოჩასაფრანგეთის რევოლუციაგულიმენსტრუაციაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიალკოჰოლური სასმელიდიდგორის ბრძოლაჯიხვიმანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)ბენიტო მუსოლინილეგიტიმაციათანდებულითირკმელისაქართველო VI საუკუნეშიალექსანდრე მაკედონელიტრეფიკინგიაგენტიფრინველებიეგრისის სამეფოკარტოფილიირაკლი კობახიძე🡆 More