ზოლებიანი აფთარი

ზოლებიანი აფთარი (ლათ.

მისი სხეული შავ-თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10-25 სმ სიმაღლის ჯაგრისის ფაფარი გასდევს, რომელიც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე 120 სმ, სიმაღლე მინდაოში 70 სმ, მენჯში — 55 სმ, მასა 50 კგ აღწევს. აქვს ბანჯგელიანი, 30 სმ-მდე სიგრძის კუდი, მოკლე და სქელი კიდურები, სქელი კისერი, ყვრიმალიანი თავი, მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს). მდარე ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს. ასრულებს ბუნების სანიტრის როლს, მაგრამ ხშირად თავს ესხმის შინაურ და გარეულ პატარა ცხოველებს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს.

ზოლებიანი აფთარი
ზოლებიანი აფთარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  აფთრისებრნი
გვარი:  აფთარი
სახეობა:  ზოლებიანი აფთარი
ლათინური სახელი
Hyaena hyaena (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
ზოლებიანი აფთარისაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 10274

საქართველოს წითელი ნუსხა

ზოლებიანი აფთარი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
გავრცელება
ზოლებიანი აფთარი

გავრცელება

გავრცელებულია: აფრიკაში, არაბეთში, ირანში, ავღანეთში, ინდოეთში, მცირე აზიასა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში, ამიერკავკასიაში (სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში). XIX საუკუნის ბოლომდე აღწევდა თბილისის მიდამოებამდე. ბინადრობდა მახათის მთაზე, ქორქის ტბასთან, კუკიაზე, მარტყოფში, ახმეტაში (ბახტრიონთან), ბევრი იყო შირაქში. თითო-ოროლა ეგზემპლარი ახლაც არის შემორჩენილი ალაზნის სანაპიროზე — შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში. იკვებება ლეშით.

ადგილსამყოფელი

აფთარი უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების ტყე-ბუჩქნარიანი ადგილების მობინადრეა. უპირატესობას აძლევს დაუსახლებელ მყუდრო კლდიან ღელეებს „ალესილებს“, სადაც ტყე-ბუჩქნარი, ხრამი ერთმანეთშია არეული და გამოქვაბულებს ქმნის, რასაც აფთარი თავშესაფრად იყენებს.

გამრავლება

აფთარი სქესობრივ სიმწიფეს 3 წლის ასაკში აღწევს. მძუნაობა გვიან შემოდგომასა და ზამთარში (უფრო დეკემბერ-თებერვალში) მიმდინარეობს. მაკეობის ხანგრძლივობა 90-94 დღემდე გრძელდება. შობს 2-4 თვალაუხელელსა და უსუსურ ლეკვს, რომლებიც თვალებს 10-15 დღის შემდეგ ახელენ. ლაქტაცია 3 თვემდე გრძელდება. სოროს არ იკეთებს. შთამომავლობაზე ორივე მშობელი ზრუნავს.

კონკურენტები, მტრები

აფთრის კონკურენტებია მის ადგილსამყოფელში ფართოდ გავრცელებული მგელი, მელა, ტურა, გარეული კატა, მოხეტიალე ძაღლი, ორბი და სვავი. ბუნებრივ მტრად შეიძლება ჩაითვალოს მგელი.

დასაცავად მიღებული ზომები

შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ზოლებიან აფთარზე ნადირობა აკრძალულია.

ლიტერატურა

  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 15-16, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  • ჯანაშვილი ა., „საქართველოს ცხოვეთა სამყარო“, ტ. III, ხერხემლიანები. თბ., 1963
  • არაბული ა., „საქართველოს სამონადირეო ფაუნა და მისი დაცვა“, თბ., 1978
  • Сатунин К. А., «Млекопитающие Кавказского края», т. I, Тиф., 1915

Tags:

ზოლებიანი აფთარი გავრცელებაზოლებიანი აფთარი ადგილსამყოფელიზოლებიანი აფთარი გამრავლებაზოლებიანი აფთარი კონკურენტები, მტრებიზოლებიანი აფთარი დასაცავად მიღებული ზომებიზოლებიანი აფთარი ლიტერატურაზოლებიანი აფთარიაფთრისებრნილათინური ენამტაცებლებიცხოველებიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თევზები (ასტროლოგია)ევროკავშირიმიქელანჯელო ბუონაროტიმერკურიენცეფალოპათიაუნგრეთიბასიანის ბრძოლაიოსებ სტალინიაბო თბილელის წამებაჩემი ცოლის დაქალებიიბერიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ცხელი ძაღლიხელოვნებანატურალური რიცხვიელენე ხოშტარიამეტაფორაYouTubeკლიმატიზებულონითუშეთიდავით IV აღმაშენებელიმინერალების სიაელექტრული დენიდეციმეტრიაღდგომასასანიანთა იმპერიააკაკი წერეთელიმუნიედუარდ შევარდნაძეამფიბიებისომხეთივეფხვიწყალიალჟირი69 (სექსუალური პოზა)გიორგი ანწუხელიძეგიორგი IV ლაშაგონიოს ციხენაღმიდუნაიუდაბნოქართული გვარი23 აპრილიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)პარიზიაუტიზმიაფროდიტეჯვაროსნული ლაშქრობებიმწვერვალისაქართველოს პრემიერ-მინისტრინარკოტიკიევროპაარაბობა საქართველოშირესპუბლიკაქარიგიორგობათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიოგანესონილავრენტი ბერიაიალბუზიდავით კაჭარავამყინვარწვერიყინწვისის მონასტერიარსებითი სახელისაქართველოს სამოქალაქო ომინოე სულაბერიძეკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაჰარი პოტერიქართველები რუსეთშიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშივიკიპედიაქანი (გეოლოგია)ბუნებანაპოლეონ ბონაპარტიბორჯომიცენტნერი🡆 More