ზაზა ფრიდონის ძე ხალვაში (დ.
17 მაისი, 1957, ბათუმი — გ. 4 თებერვალი, 2020) — ქართველი კინორეჟისორი.
ზაზა ხალვაში | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1957 ბათუმი |
გარდაცვალების თარიღი | 4 თებერვალი, 2020 (62 წლის) |
რეზიდენცია | ბათუმი |
საქმიანობა | რეჟისორი |
მშობლები | მამა: ფრიდონ იშილის ძე ხალვაში დედა: თუნთულ მამუჭაძე–ხალვაშისა (1925) |
ოსკარი | მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის "ვერცხლის პრიზი" (1992) |
ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ზაზა ხალვაში, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.