ვსესვიატსკოეს სასაფლაო

ვსესვიატსკოეს (ვსეხსვიატსკოეს) სასაფლაო (რუს.

Всехсвятское кладбище) — სასაფლაო რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის, მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოკრუგის სოკოლის რაიონში. დაკრძალული არიან საქართველოდან XVIII საუკუნეში გადახვეწილი ქართველი დიდებულები — ბაგრატიონები, ციციშვილები (ციციანოვები) და სხვა, მათ შორის ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან სულხან-საბა ორბელიანი და პეტრე ბაგრატიონის მამა იოანე (1730—1795). იქვე 1733-1737 წლებით დათარიღებული ტაძარი მდებარეობს, რომლის აგების ინიციატორიც არჩილ II-ს ქალიშვილი დარეჯან ბატონიშვილი იყო (სწორედ ამ ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი სულხან-საბა და პეტრე ბაგრატიონის მამა).

ვსესვიატსკოეს სასაფლაო
ვსესვიატსკოეს სასაფლაოს გეგმა

XIX საუკუნის ბოლოს აქ ასაფლავებდნენ მდიდარ გლეხებს, ამასთან, საფლავის ძველ ქვებს ხშირად ანადგურებდნენ ან ადგილს უცვლიდნენ.

სასაფლაო არსებობდა 1982 წლამდე, რის შემდეგაც განადგურდა მოსკოვის ფარგლებში სასაფლაოთა ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებით. ერთ-ერთი ვერსიით საფლავის ქვების აღება გამოიწვია მეზობელი „გენერლების სახლის“ მაღალი თანამდებობის პირ მაცხოვრებელთა სურვილმა, არ ჰქონოდათ ხედი სასაფლაოზე.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დრომდე შემორჩა ზოგიერთი საფლავის ქვა, მათ შორის, იოანე ბაგრატიონისა, რომელიც აღმართა მისმა ვაჟმა, დიდმა მხედართმთავარმა, პეტრე ბაგრატიონმა. მონუმენტს აქვს მაღალ პოსტამენტზე მდგარი კანელირებული პირამიდის სახე. იოანე ბაგრატიონის საფლავის ქვამ რამდენიმეჯერ შეიცვალა თავისი ადგილი. ამჟამად ის დგას ტაძრის ჩრდილოეთით „ხალხთა შერიგების“ მემორიალთან. ი. ბაგრატიონის საფლავის ქვა ფედერალური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია.

ვანდალიზმი

სასაფლაოს ადგილზე დასასვენებელი პარკის მოწყობაა დაგეგმილი. უკანონო მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, მაგრამ ხმაურის ატეხვის შემდეგ შეჩერდა, 2011 წლის ზაფხულში კი ისევ განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი რუსეთის კულტურის სამინისტროს ძეგლებს შორის ირიცხება და უწყებას მასზე ზრუნვა ევალება, სამინისტრომ ჯეროვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

სქოლიო

Tags:

1730173317371795XVIII საუკუნეარჩილ IIბაგრატიონებიდარეჯან ბატონიშვილიმოსკოვიპეტრე ბაგრატიონირუსეთის ფედერაციარუსული ენასაქართველოსულხან-საბა ორბელიანიციციშვილები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი VII (საქართველოს მეფე)კარლო ანჩელოტიკილოგრამისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ბათუმის ბოტანიკური ბაღიტუბერკულოზილარისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალილომი (ასტროლოგია)თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშირიცხვითი სახელიცადამაყვანასაქართველო XVIII საუკუნეშიდაუნის სინდრომიწნევალეგიტიმაციაქართული დამწერლობანაციონალ-სოციალიზმიგლობალური დათბობაძახილის წინადადებასოკოებიმორალიმაიმუნებითაშმიჯაბისაჰარასაქართველოპარტიკულარიზმიადიშის ოთხთავინატურალური რიცხვინარკოტიკიქვეწარმავლებიბოლნისის სიონივენდეტაანტონიმითბილისის კურორტების ჯგუფიაფრიკის ქვეყნების სიადავით IV აღმაშენებელიიესო ქრისტემტირალას ეროვნული პარკიიაპონიათევზები (ასტროლოგია)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიარომის დაარსებაზაფხულიჰექტარილობიქართველი მწერლების სიაჩუტყვავილასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაეგზისტენციალიზმიივანე მაჩაბელინოდარ დუმბაძესაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)ევროპის დროშარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ასპინძის ბრძოლაჩინეთიფაშიზმიანა ნაცვლიშვილიქართველებირუსეთიკეთილშობილი ირემიალეკო ელისაშვილისქესობრივი აქტილურჯი ვეშაპიგიორგი I (საქართველოს მეფე)ალტრუიზმიმალტალექსი ვეფხისა და მოყმისაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოკონსტიტუციაკილომეტრითბილისის ეროვნული პარკინაკრძალიქვემო ქართლის მხარე🡆 More