ვოუქი

ვოუქი (ინგლ.

woke) — სლენგი ამერიკულ ინგლისურში, რომელიც აღნიშნავს მნიშვნელოვან ფაქტებსა და პრობლემებში, განსაკუთრებით რასობრივ და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში გაცნობიერებულ და მათზე ყურადღების მიმპყრობ ადამიანს. ტერმინი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით ნიშნავს „მღვიძარს“, რაც გამოხატავს მაღალი დონის აქტივიზმს და ინფორმირებულობას ლიბერალური სოციალური საკითხების მიმართ. მემარცხენეები და ლიბერალები ტერმინს იყენებენ მემარჯვენეებისა და კონსერვატორების „არაინფორმირებულობაზე“ ან „გაუნათლებლობაზე“ მისათითებლად, ხოლო კონსერვატორები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამგვარ შეფასებას, ტერმინს იყენებენ დამცინავი და დამამცირებელი მნიშვნელობით მათი ოპონენტების მიმართ.

ვოუქი
დონალდ ტრამპი მიმართავს მსმენელს, სადაც ტერმინ ვოუქის კრიტიკა ჩანს ფონად.

ტერმინი

ტერმინი წარმოიშვა აფროამერიკულ ინგლისურში (AAVE). ადამიანები, რომლებიც თავს „ვოუქებად“ აიდენტიფიცირებენ, გულისხმობენ თავიანთი შეფასებით „ბრძოლას სოციალური სამართლიანობისათვის“, რაც უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა: სექსიზმი, რასიზმი, ლგბტ უფლებები, გენდერული იდენტობის საკითხები, თეთრკანიანთა პრივილეგიები და მონობის რეპარაციები.

2010-იანი წლებიდან მოყოლებული, მემარჯვენე კონსერვატორები ტერმინს ხშირად იყენებენ „ვოუქ იდეოლოგიის“ მიმდევრების დასახასიათებლად შეურაცხყოფითი და დამამცირებელი მიზნით. 2020-იან წლებში ტერმინს ირონიულად იყენებენ ასევე ცენტრისტები იმ მემარცხენე მოძრაობების დასახასიათებლად, რომლებიც აღიქმება როგორც გადაჭარბებული, ზედმეტად ემოციური, თეატრალური ან არაგულწრფელი.

აშშ

ვოუქი ამერიკული მემარცხენეობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია.

საფრანგეთი

ტერმინი le wokisme (ანუ ვოუქიზმი) აქტიურად გამოიყენება ფრანგულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ფრანგული ვოუქიზმის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი მას ამერიკულ იმპორტად მიიჩნევს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეუთავსებელია ფრანგულ ღირებულებებთან. მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ დააარსა „ვოუქიზმის საწინააღმდეგო ანალიტიკური ცენტრი“. ხშირად გამოიყენება დამამცირებელ ტერმინად.

აზია

ინდოეთში ეს ტერმინი გამოიყენება როგორც დამამცირებელი დახასიათება ინდუ ნაციონალისტების მიერ მათი კრიტიკოსების მიმართ. ვოუქის მიმდევრები განიხილებიან ინდუ კულტურის მტრებად.

სქოლიო

Tags:

ვოუქი ტერმინივოუქი აშშვოუქი საფრანგეთივოუქი აზიავოუქი სქოლიოვოუქიამერიკული ინგლისურიინგლისური ენასოციალური სამართლიანობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გამარჯვების დღეკონსერვატიზმიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ქართლიდაღესტანინიკო ლორთქიფანიძელანდშაფტიარწივიელისაბედ IIდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაგოგირდიისრაელიმარჩბივი (ასტროლოგია)რელიგია საქართველოში1924 წლის აგვისტოს აჯანყებადავით VII ულუზაქარია ფალიაშვილისაქართველო IX-X საუკუნეებშიბირთვისის ციხეხეთების სამეფოცოტნე დადიანიცხელი ძაღლიაშშ-ის პრეზიდენტების სიაბარბიტურატებიავაზადიდგორის ბრძოლაშუშანიკის წამებაელენე ახვლედიანიკუბური მეტრიმგელიწყალდიდობაფრანკთა სახელმწიფოგამაფრთხილებელი შეფერილობარითმაზედსართავი სახელიკონსტანტინოპოლის დაცემაზმნასვეტიცხოველიშიდსიუკრაინაფაშიზმისაქართველოს ეროვნული მუზეუმიკახეთიჯვაროსნული ლაშქრობებილეიკოციტებიგოდერძის უღელტეხილიშოთა რუსთაველიფობიების სიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამიხეილ სააკაშვილითეატრისასანიანთა იმპერიამუნიკლიმატიესპანეთიენერგიაბუნებრივი გადარჩევაფულის ისტორიაკონსტანტინოპოლიგია ყანჩელივახტანგ Vალ პაჩინოსისხლიმართკუთხედიმაგნიუმიანალური სექსილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალივარლამ ლიპარტელიანიგიორგი XIIსოლომონ Iქართული საბჭოთა ენციკლოპედიაშენგენის ზონამიწისძვრაძალაპრომეთენესტან-დარეჯანი (ლიტერატურული გმირი)🡆 More