ვეჯინი: სოფელი საქართველოში

ვეჯინი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე.

თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 420 მეტრი, გურჯაანიდან 7 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2935 ადამიანი.სოფელი სამ მთავარ, კეჭის, ვეჯინის და აზნაურის, სექტორებად იყოფა.

სოფელი
ვეჯინი
ვეჯინი: სოფელი საქართველოში
ვეჯინის ამაღლების ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ვეჯინი
კოორდინატები 41°42′35″ ჩ. გ. 45°49′49″ ა. გ. / 41.70972° ჩ. გ. 45.83028° ა. გ. / 41.70972; 45.83028
ცენტრის სიმაღლე 420
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ვეჯინი: სოფელი საქართველოში 2935 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვეჯინი — საქართველო
ვეჯინი
ვეჯინი — კახეთის მხარე
ვეჯინი

სოფელში ფუნქციონირებს ჰიდროელექტროსადგური „ალაზანჰესი“, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში აიგო. 90-იან წლებში ვეჯინელებმა შეძლეს ამ სადგურის შესყიდვა, თუმცა 2001 წელს ჰესი აქციონერების დაუკითხავად აუქციონზე გაყიდეს და მფლობელებს არანაირი კომპენსაცია არ გადაუხადეს.

სოფელ ვეჯინიდან იყო XX საუკუნის ცნობილი მეცნიერი — ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი. სოფელში ცნობილი მეცნიერის სახელობის მუზეუმიც არსებობს. ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც არსებობის საუკუნეზე მეტი ტრადიცია აქვს, XIX საუკუნეში ამ სკოლაში ვაჟა-ფშაველას ძმა ბაჩანა ასწავლიდა. 90-იან წლებამდე სოფელში ფუნქციონირებდა რკინიგზის სადგური, რომელიც დღეს მთლიანად უფუნქციოდ არის დარჩენილი. სოფელში არსებობს კულტურის სახლის შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი მევენახეობა, მებაღჩეობა და მეხილეობაა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარწყვის და ატმის კულტურას.

სოფელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სოფლის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ოცდაათზე მეტი ისტორიული ძეგლი ან ნანგრევი. მათგან სიდიადით გამოირჩევა ამაღლების სამონასტრო კომპლექსი და ყველაწმინდის ეკლესია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

2014ალაზნის ვაკებაკურციხეგომბორის ქედიგურჯაანიგურჯაანის მუნიციპალიტეტიზღვის დონეთელავითემიკილომეტრიმეტრისაქართველოსოფელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დემეტრე Iლუდომანიაკირჩხიბი (ასტროლოგია)მონაკოუილიამ შექსპირიზმნაირემიემპირიზმიქართული ვაზის ჯიშებიებრაელებიევროპასაჭმლის მომნელებელი სისტემასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოქუნთრუშაუინსტონ ჩერჩილიჯემალ ქარჩხაძერაბათის ციხეშვიდი მომაკვდინებელი ცოდვაათენისეკულარიზმიგიორგი I (საქართველოს მეფე)ბათუმიდაუნის სინდრომილადო გუდიაშვილიკუს ტბათამარ გვერდწითელიკურო (ასტროლოგია)ანემიაჭიანჭველასებრნისიზმარინაციონალური საკალათბურთო ასოციაციაარაბთა სახალიფოქართველებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიშამქორის ბრძოლა (1195)მერცხლისებრნისტუმარ-მასპინძელისერბეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გერგეტის სამების ეკლესიამამებისა და შვილების ბრძოლანეიმარიმდინარემუშთაიდის ბაღიფენიქსი (მითოლოგია)ალექსანდრე დუგინიფეხბურთიპნევმონიაფესახიწმინდა გიორგიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითნელსონ მანდელაკორუფციაევერესტიაჭარააია-ნაპაევროპა-აზიის საზღვარისასმელი წყალიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიადამიანიხაჭაპურისეფსისითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიცოტნე დადიანიტემპერამენტის ტიპებიმოსკოვიზღვის დონეგიორგი XIIსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიოტელო (ვერდის ოპერა)ტაო-კლარჯეთიასურეთიმანტრახინკალიაფხაზეთისაქართველო XVIII საუკუნეში🡆 More