ვექილი

ვექილი (არაბ.

ﻭﻛﻴﻞ ვაქილ) — რწმუნებული, მეურვე, მზრუნველი ფეოდალურ საქართველოში. XVII-XVIII საუკუნეებში ტერმინი „ვექილი“ ხშირად იხმარებოდა მოხელის აღსანიშნავად. სამეფო კარის მოხელეების საერთო სახელწოდება იყო „ვექილ-ვეზირები“. „ვექილი“ ეწოდებოდა ირანის მოხელეს, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოში საფინანსო ფუნქციებს ასრულებდა. ვექილი იყო აგრეთვე ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენელი ვასალურ სახანოებში (ერევნის ვექილი, განჯის ვექილი). შემოსავალ-გასავლის მოსაქმეს „ვექილ-ხარჯი“ ეწოდებოდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ვაქილი“ არის „თანამოსარჩლე სამსჯავროსა შინა ფასითა“. ძველ ქართულ წყაროებში ადვოკატობის ინსტიტუტი, ვექილების კორპორაცია დამოწმებული არ არის. ვექილობის ანუ, როგორც დავით ბატონიშვილი უწოდებს, „მონაცვლე კაცის“ ინსტიტუტი საქართველოში წარმოიშვა XIX საუკუნეში, რუსეთთან შეერთების შემდეგ. ტერმინი „ვექილი“ ადვოკატის მნიშვნელობითაც იხმარება.

ლიტერატურა

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 387.
  • როგავა ა., ადვოკატთა ინსტიტუტის შესახებ ძველ საქართველოში, «საბჭოთა სამართალი», 1958, № 4;
  • სურგულაძე ი., ვექილობის ინსტიტუტის შესახებ „ვეფხისტყაოსანში“, იქვე, 1966, № 5;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.

Tags:

ადვოკატიარაბ.დავით ბატონიშვილიმონაცვლე კაცისულხან-საბა ორბელიანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კალიებიკანონი (ნორმატიული აქტი)ევროკავშირინოდარ დუმბაძეირანიათონის ივერთა მონასტერიგიორგი მამარდაშვილიმზის სისტემამონა ლიზასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითქალწული (ასტროლოგია)დედამიწის სტრუქტურაგელათის მონასტერიეროზიასაქართველო IX-X საუკუნეებშირიცხვითი სახელიპეტრე I დიდიშხარაკრიშტიანუ რონალდუდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამეიოზიაფხაზეთის ომი (1992-1993)წნევაკონსერვატიზმიალკოჰოლიზმიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასეკულარიზმიბუნების დაცვასანქტ-პეტერბურგიბორჯომიმთვარედედა ენაეკვატორული კლიმატური სარტყელიხრესილის ბრძოლაწყნარი ოკეანელუდვიგ ვან ბეთჰოვენიევოლუციაიუსტინიანე Iანა კალანდაძესაქართველოს დამოუკიდებლობის დღესტიგმასაქართველოს პრეზიდენტივახტანგ VIთორნიკე ერისთავივინსენტ ვან გოგიასტრიდ ლინდგრენიმუშთაიდის ბაღიქართვლის დედადედამიწის დღეისლამისაქართველოს პრემიერ-მინისტრიგიორგი II (საქართველოს მეფე)ცხენიფუტკრებიმასტურბაციამიგრაციაძახილის წინადადებალუქსემბურგისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეადოლფ ჰიტლერიაზიათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებინაპოლეონ ბონაპარტიანდებიერითროციტებისაქართველოს ქალაქებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიდიდი პანდაჩუტყვავილაუცხოური აგენტების კანონიაბო თბილელის წამებაკუთხედაცული ტერიტორიაირლანდიაანა ნაცვლიშვილიალექსანდრე I დიდიიგავ-არაკი🡆 More