ველის დიდი ბაზი

ველის დიდი ბაზი (ლათ.

ველის დიდი ბაზი
ველის დიდი ბაზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი:  ფუტკრისებრნი
გვარი:  ბაზი
სახეობა:  ველის დიდი ბაზი
ლათინური სახელი
Bombus fragrans (Pallas, 1771)
დაცვის სტატუსი
ველის დიდი ბაზისაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 13340369

საზოგადოებრივად მცხოვრებია. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, უნგრეთში, მოლდოვაში და სხვ. საქართველოში, უმთავრესად მის აღმოსავლეთ ნაწილშია. ბუნებაში მისი რიცხობრიობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ველის დიდი ბაზის თავი, ფეხები და სხეული შავი ფერის ბუსუსებითაა შემოსილი, მკერდის წინა ნაწილი და მუცელი ყვითელია. ზურგზე, მძიმე ფრთების საწყისებს შორის, შავი ბუსუსებიანი ვიწრო, განივი საბმური აქვს. ოჯახი შედგება დედალი, მამალი და მუშა (უსქესო) მწერებისგან. ფრენს გაზაფხულიდან შემოდგომამდე; ჯვარედინად ამტვერიანებს ძირითადად ველის ბიოცენოზების ყვავილოვან მცენარეებს, კერძოდ, ტუჩოსნებს, რთულყვავილოვნებს და პარკოსანთა ყვავილებს. ბინადრობს, უმთავრესად მთისა და ბარის ველებზე. ბუდეს იკეთებს მიწაში, მღრღნელების მიერ მიტოვებულ სოროებში, დებს 5–10 კვერცხს. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. სახეობა იკვებება და კვებავს ყვავილის მტვრით, ნექტრითა და იმ მცირე რაოდენობის თაფლით, რომელსაც იგი იძლევა. სახეობის დაცვის მიზნით უნდა აიკრძალოს მათი ბუდეების მოშლა და პესტიციდების გამოყენება. სასურველია ველზე ნაკრძალებისა და მიკრონაკრძალების მოწყობა.

ლიტერატურა

Tags:

ლათინური ენამწერისიფრიფანაფრთიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიონის ტაძარიქვეყნების სიარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ქრისტიანობასასწორი (ასტროლოგია)საქართველო VI საუკუნეშინოე სულაბერიძელაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს პრემიერ-მინისტრიგულილონდონიჟან-მიშელ ბასკიაეგრისის დიდი ომიქართული სამზარეულოთურქეთიხვიჩა კვარაცხელიარომიგიორგი მიქაუტაძერევაზ ინანიშვილი23 აპრილისეფსისისაქართველო IV საუკუნეშისოფლის მეურნეობამზის სისტემამიხეილ სააკაშვილიებრაელებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაიუნესკოვახტანგ I გორგასალინიკორწმინდის ტაძარიგრიგოლ ხანძთელიკანინაპოლეონ ბონაპარტიგაერთიანებული სამეფოაქემენიანთა იმპერიაარგონავტებიამერიკის შეერთებული შტატებიკორუფციასპილოსებრნიხევსურეთიძაღლიჩინეთიმსოფლიო მიზიდულობის კანონიიუდაიზმიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითაფროდიტეხარებაკონტინენტიშინაური ძაღლიქრისტეფორე კოლუმბიმათემატიკაქალწული (ასტროლოგია)არაბობა საქართველოშისომხეთიკარტოფილისანქტ-პეტერბურგიკუნთებიკეთილშობილი ირემიფაშიზმითამარ ჩერგოლეიშვილიქართველები რუსეთშისაქართველო IX-X საუკუნეებშიმასტურბაციადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაალექსანდრე მაკედონელილიტრიმერკურივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ლეიკემიაავსტრალია (კონტინენტი)ირლანდიაზმნასაქართველო XIII საუკუნეშიფეხბურთიაბრეშუმის ჭიაკავკასიაშაშვი🡆 More