ვახტანგ გურული

ვახტანგ გურული (დ.

ვახტანგ გურული სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურული.

2 იანვარი, 1953, სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორი.

ვახტანგ გურული
ვახტანგ გურული
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1953
ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ბიოგრაფია

ვახტანგ გურული დაიბადა 1953 წლის 2 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში. 1961–1970 წლებში სწავლობდა ქალაქ ზესტაფონის N4 საშუალო სკოლაში. 1971–1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1976–1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაზე. 1980 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1981–1984 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 1984–1997 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 1985 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება, ხოლო 1997 წელს — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1998–2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1999 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1997–2009 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2009 წლიდან 2016 წლამდე — საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ჰუმენიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი.

წაკითხული სალექციო კურსები: „საქართველოს ახალი ისტორია (1801–1918)“, „საქართველოს უახლესი ისტორია (1918–2015 წწ.)“, „საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის (XIX–XXI საუკუნეები) წყაროთმცოდნეობა“, „საქართველოს ახალი დაუახლესი ისტორიის (XIX-XXI საუკუნეები) ისტორიოგრაფია“, „საქართველო და გარესამყარო (XIX–XXI საუკუნეები)“.

სამეცნიერო კვლევითი მუშაობის მიმართულებები: საქართველოს ახალი ისტორია (1801–1918 წწ.), საქართველოს უახლესი ისტორია (1918 წლიდან), საქართველოს ახალი ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ახალი ისტორიის ისტორიოგრაფია, საქართველოს უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს უახლესი ისტორიის ისტორიოგრაფია, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია (XIX-XX საუკუნეები), ქართული დიპლომატიის ისტორია (XIX–XX საუკუნეები), უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია (ლიტერატურათმცოდნეობა).

სამეცნიერო ნაშრომები: ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 550-ზე მეტი ნაშრომი (მათ შორის: მონოგრაფია — 38, დოკუმენტებისა და მასალების პუბლიკაცია — 70, სტატიები — 221, საშუალო სკოლისა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები — 31 და სხვა).

რესურსები ინტერნეტში

Tags:

19532 იანვარიზესტაფონის რაიონიპროფესორიქართველიქართული უნივერსიტეტიქვედა საქარა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კაცხის სვეტიივანე მაჩაბელიკონსერვატიზმიდედამიწის დღეავოკადოცხელი ძაღლიმიგრაციავასკულიტიხაშურიმართლმადიდებლობანაციონალ-სოციალიზმისტოიციზმიბიძინა ივანიშვილივარლამ ლიპარტელიანირესპუბლიკამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითიასამანირელიგია საქართველოშიბარაკონიქვეყნების სიაუჯრედიბაბილონიმარო მაყაშვილიმიხეილ სააკაშვილიჩარლზ Iიულიუს კეისარიყაზახეთიბაზალეთის ტბაქანი (გეოლოგია)ენცეფალოპათიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაასწლიანი ომიპროტესტანტული რეფორმაციასაქართველოს ქალაქებისაქართველოს სამხედრო წოდებებიდონ კიხოტისეკულარიზმიბუდიზმიიგიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)აუტიზმიარისტოტელესაქართველოს სახელმწიფო დროშამტკვარიმონანიება (ფილმი)საქართველოს გეოგრაფიასარკაზმიილია IIთერგდალეულებიბაბისმთაკუთრი თბოტევადობაკეთილშობილი ირემიდეციმეტრიდავით სოსლანისტიბიუმიკვადრატისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასულეიმან Iსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიძაღლიაჭარაალტრუიზმიბაქტერიებინიკოლოზ ბარათაშვილიორალური სექსისაქართველოს სოფლებიგურიაჭიანჭველასებრნიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგიორგობატალკიათენიებრაული დღესასწაულებიისლამითეატრიგასტრიტი🡆 More