ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ეს სტატია ნაკრძალის შესახებაა. ეროვნული პარკისათვის, იხილეთ ვაშლოვანის ეროვნული პარკი. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ვაშლოვანი

ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 9962 ჰა, ტყით დაფარულია 4,032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანი, მიჯნისყურე.
მდებარეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი დედოფლისწყარო
ფართობი 9962 ჰა
დაარსდა 1935
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის უდაბნო
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის ნახევარუდაბნო
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის არიდული ტყე
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

შექმნის ისტორია

ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნა განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ნაკლებად სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა და ეკოლოგიურ განათლებას.

გეოგრაფია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს პანტიშარისა და ვაშლოვანის მასივებს (300-600 მ ზღვის დონიდან). ნაკრძალს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ყუმურის ვაკე, დასავლეთიდან – მამაჩაისა და ეშმაკის ხეობების წყალგამყოფი, ჩრდილოეთიდან – მასივების ჩრდილოეთი თხემი, სამხრეთიდან კი – დიდი ჩრდილის ქედისა და პანტიშარის მთების სამხრეთ ფერდობთა ალესილების ძირები. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.

ფლორა

ვაშლოვანში არსებული ბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე სიმაღლის სხვაობის (ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის) მქონე რეგიონში, ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი: ნახევარუდაბნო, არიდული (ლათ. aridus — მშრალი) მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე. გარდა ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის, ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).

ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: შავი ღვია (Iuniperus foetidissima) და მრავალნაყოფა ღვია (I. polycarpos).

ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია ბროწეულის (Punica granatum), კოწახურის (Barberis iberica), მაყვლის (Rubus sanguineus), მაწაკის (Imperata cilindrica), ქენდირის (Apocynum sibiricum), ერიანტუსისა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის — თურანულას (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.

ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.

ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — საკმლის ხე (Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი (Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.

ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).

რელიეფის ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, რცხილას (Carpinus caucasica) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე ალაზნის პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), იფანი (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია კაკალი (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: თელა (Ulmus foliace), ტყემალი (Prunus divaricata), კუნელი (Crataegus monogina), ზღმარტლი (Mespilus germanica), შინდანწლა (Svida australis), ტირიფი (Salix alba), კვიდო (Ligustrum vulgaris), თუთა (Morus nigra, M. alba), შვინდი (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: სურო (Hedera pastuchovii), კრიკინა (Vitis sylvestris), კატაბარდა (Clematis vitalba), ღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სვია (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი (Salvia glutinosa), ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea), იები (Viola alba, V. odorata), ბერსელა (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.

ფაუნა

ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი — (Lutra lutra), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბექობის არწივი (Aqila heliaca), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კაკაბი (Alectoris chukar), ბატკანძერი — (Gipaetus barbatus), გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), ველის არწივი (Aquila nipalensis), შაკი (Pandion haliaetus), შავარდენი (Falco peregrinus), ხოხობი (Phazianus colchicus), გნოლი (Perdix perdix), დურაჯი (Francolinus francolinus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapuls), ტუგაის ბულბული (Cercotrichas galactotes) და სხვები.

2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.

ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი — ქურციკი (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, სავათისა (Otis tarda) და სარსარაკის (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი ყარყატის (Ciconia nigra) ბუდე.

ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ — (Testudo graeca), დასავლური მახრჩობელა (Eryx jacululs), აზიური თვალტიტველა ხვლიკი (Ablepharus pannonicus), გრძელფეხება სცინკი (Eumeces shneideri), გიურზა (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe guatuorliniata) და სხვები.

მდინარეებში გავრცელებულია ლოქო (Silurus glanis), ფარგა (Lucioperca lucioperca), ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna), კობრი (გოჭა) (Cyprinus carpio), შამაია (Chalacalburnus chalcoides), მდინარის ღორჯო (Gobius cephalarges), წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus) და სხვა.

ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ბუნების ძეგლები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი ფარდობითად მცირე ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული:

ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი

ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ალაზნის მეანდრსს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.

არწივის ხეობა

დაბა დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის — კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი.

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის მთის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 620 მ სიმაღლეზე, რომელიც სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

ისტორიული ძეგლები

ნაკრძალში დღემდე შემორჩენილია შემდეგი ისტორიული ძეგლები:

  1. V საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი;
  2. V საუკუნის წმინდა ელიას მთის ნამონასტრალი;
  3. XII საუკუნის ოზაანის ამაღლების ტაძარი;
  4. IXX საუკუნის საროველის სახელობის ტაძარი;
  5. ჩვ. წ. თ. აღრიცხვამდე XV საუკუნის ნაქალაქარი კამბისენა.

„უეცრად ერთი მთის მოსახვევში ჩვენ თვალწინ შემოიხაზა დიდებული შესახედაობის ციხე. იგი განმარტოებულ მთის წვერზე იდგა და ალაზნის ველს გადაჰყურებდა. მის უკან ჰორიზონტზე გადაჭიმულიყო კავკასიონის თვალწარმტაცი ჯაჭვი. . .“ ალექსანდრე დიუმა 1859 წ., „კავკასია“; თავი: თამარის ციხე.

ხორნაბუჯის ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებენ, გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრზე მდებარეობს. ეს ციხესიმაგრე ერთდროულად კონტროლს უწევდა ივრისა და ალაზნის ველებს.

ხორნაბუჯის სამხრეთ დასავლეთით, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრზე, გამოვლინდა ძვ. წ.-ის I ათასწლეულის დასასრულს დიდი ქალაქის ნაშთები. ამგვარად, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულს ხორნაბუჯის მიდამოებში დიდი ქალაქური დასახლების არსებობა, აქ ქალაქური დასახლების ძველ ტრადიციებზე მიგვითითებს.

V საუკუნის მეორე ნახევრისათვის იგი უკვე მაღალგანვითარებული ქალაქია უჯარმასა და ჭერემთან ერთად. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, ვახტანგ გორგასალმა „დასუა ერთი ეპისკოპოსად . . . ხორნაბუჯს“ და თავის შვილს „დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი.“

ამგვარად, ადრე შუა საუკუნეებში ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის დაარსების წინ საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ციხე-ქალაქი განსაკუთრებულად XII საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა. ამიტომაც უწოდებენ „ხორნაბუჯს“ სხვანაირად თამარის ციხეს. ძეგლის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაშთები თავისი მდებარეობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ მოხვედრილ ადამიანზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიყენა იგი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებისას იგი მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად.

თვალშეუწვდომ კლდის ქიმებზე წამომართულ ციხის ქონგურებს რომ აჰყურებ, თავს თითქოს წინაპართა ბუმბერაზი აჩრდილები დაგტრიალებენ. თითქმის ცხადლივ ჩაგესმის ათსწლეულების მიღმა ამ კლდეებში დარხეული საბრძოლო ყიჟინის ხმები.

წმ. ელიას მთა

„თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომელსაც ელიას მთა ეწოდება. მას ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისათვის ყვავს საჭმელი მოჰქონდა და, რომ მან თავისი წამოსასხამი მოწაფეს — ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა…“ ალექსანდრე დიუმა 1895 წ.

ლიტერატურა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი შექმნის ისტორიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი გეოგრაფიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ფლორავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ფაუნავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ბუნების ძეგლებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ისტორიული ძეგლებივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ლიტერატურავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი იხილეთ აგრეთვევაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი რესურსები ინტერნეტშივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი სქოლიოვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი1935დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიველითბილისინაკრძალისაქართველოტყეუდაბნოშირაქის ვაკეხევი (ხეობა)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიასურელი მამებიჩარლი ჩაპლინიგორიადამიანის ჩონჩხიგიორგი წიტაიშვილისაკუთარი და საზოგადო სახელებიორალური სექსიაფხაზეთიილია თოფურიანიჰილიზმიგიორგი III (საქართველოს მეფე)მექსიკააბსცისასტამბოლიგაპიროვნებადიდგორის ბრძოლახელოვნებაისააკ ნიუტონიგიბრალტარისაქართველოს სოფლებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასვანური კოშკიდავით IV აღმაშენებელიანალური სექსისკოლამერწყულიმაიმუნებიგიორგი ქვილითაიაინგლისის რევოლუციაშარკა ბლუპლანეტატყესაქართველოს პირველი არხიკომუნიზმიკუნილინგუსიშოთა რუსთაველიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმასტურბაციანავთობიჩრდილოეთ ამერიკასამხრეთი კორეაუკრაინამიხეილ მესხილითოსფეროსაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმარკ ტვენითავის ტვინისოფლის მეურნეობაგასტრიტიბორის პაიჭაძეცისფერყანწელებიროსტომი (ქართლის მეფე)ახალციხეგაერთიანებული სამეფოპითაგორაყარაჩოხელივიტამინებიფოტოსინთეზიაფრიკის ქვეყნების სიამაგნიტოგორსკიაფხაზებიხელოვნური ინტელექტილევან გოთუასაქართველო XVIII საუკუნეშივოლფგანგ ამადეუს მოცარტიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისისხლის მიმოქცევის სისტემაჩინგიზ-ყაენიდუბაიქვეყნების სატელეფონო კოდების სიამსოფლიოს შვიდი საოცრებაკონსტანტინე გამსახურდიალადო ასათიანიგიორგი V ბრწყინვალეთრომბოციტებიაღა-მაჰმად-ხანი🡆 More