ვასილ მაჩაბელი

ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (დ.

1845, თამარაშენი, ახლანდელი ქურთის მუნიციპალიტეტი — გ. 1918, თბილისი) — ქართველი ადვოკატი, იურისტი, და საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბელის ძმა.

ბიოგრაფია

ვასილ მაჩაბელი დაიბადა 1845 წელს სოფელ თამარაშენში. 13 წლის ვასილი ჰაკეს პანსიონში მიაბარეს, საიდანაც სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა. 1865 წელს ვასილ მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1870 წელს დაამთავრა. იგი დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში. სახელმწიფო სამსახურის შემდეგ ნაფიცი ვექილის ვ. გერარდის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 1876 წლიდან პეტერბურგის სასამართლოს საოლქო პალატაში მსახურობდა. პეტერბურგშივე 1873-1894 წლებში ვასილ მაჩაბელი ნიკო დადიანის იურისკონსულტანტი იყო. 1885 წელს მისი და იონა მეუნარგიას რჩევით ნიკომ დავით დადიანის უმდიდრესი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას გადასცა. ვასილ მაჩაბელი მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან თუმცა ილიას და ივანე მაჩაბელს შორის ატეხილმა კონფლიქტმა მათი მეგობრული ურთიერთობა გააფუჭა. 1879 წლიდან ვასილ მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო და ერთიანად შეიტანა 300 მანეთი საწევრო გადასახადი.1886 წელს ვასილი საქართველოში ბრუნდება და თბილისში იუსტიციის უწყებაში იწყებს მუშაობას. 1890 წელს ტყის მრეწველთან, პროფესორთან ილია ოქრომჭედლიშვილთან ხელშეკრულებით ლეჩხუმისა და სვანეთის ტყეების ექსპლუატაცია. ვასილ მაჩაბელი 1918 წელს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. მისი შვილი გახლდათ გიორგი მაჩაბელი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლისს დროს იტალიაში საქართველოს ელჩი იყო და ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც შექმნა სუნამოების კომპანია „პრინცი მაჩაბელი“.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

18451918თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)თბილისიივანე მაჩაბელიქართველებიქურთის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჭიაკოკონობადოლიბუნების დაცვასანტიმეტრიემპათიასაქართველოს ოქროს ხანამიხეილ ხერგიანიმიწისძვრაერეკლე IIზაფხულიმაგნიუმიბახტრიონი (პოემა)ადამიანის ჩონჩხიყინწვისის მონასტერინელსონ მანდელალეჩხუმირენესანსიეკვატორული კლიმატური სარტყელიჯიხვირევაზ ინანიშვილიამერიკის შეერთებული შტატებიალცჰაიმერის დაავადებაკვიპროსიკაცია-ადამიანი?!ნიკო ნიკოლაძეავტორიტარიზმიკანონიერი ქურდიYouTubeშიდსიკონსტიტუციაალპებიმუსიკაელენე ახვლედიანიაზოგორიტუბერკულოზიჩვეულებრივი სელაპითურქეთის ისტორიაბუნებაბარბიტურატებიქუნთრუშაიასამანიიტალიანაპოლეონ ბონაპარტილიბერალიზმიზურა ყიფშიძექისტებიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისაქართველოს დაცული ტერიტორიებითევზები (ასტროლოგია)მტირალას ეროვნული პარკიბერძნული ხელოვნებაინგლისური ენამტკვარიფემინიზმიკავკასიონიჩრდილოეთი კორეამუშთაიდის ბაღიალმასისაქართველოს სოფლებიკომპასიპაკისტანიატლანტის ოკეანენატრიუმიჰაერის დაბინძურებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმიკანადააკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსვანეთიყვავილიხელისუფლების დანაწილებაყირიმის ომიქართლ-კახეთის სამეფოილია ჭავჭავაძეთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი🡆 More