კუნძული ვანკუვერი

ვანკუვერი — კანადის კუნძული, რომელიც შედის ბრიტანეთის კოლუმბიის შემადგენლობაში.

ვანკუვერი რამდენიმე კუნძულთან ერთად, აღმოჩენილია ჯორჯ ვანკუვერის მიერ. ამ ტერიტორიის დასაუფლებლად ბრძოლა მიმდინარეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, დიდმა ბრიტანეთმა შეძლო 1812-1814 წლების ომის შემდეგ, აქ თავისი გავლენის შენარჩუნება, მაგრამ მან დაკარგა ორიგონი.

კუნძული ვანკუვერი
კუნძული ვანკუვერი

კუნძული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 460 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 80 კმ-ზე. ვანკუვერის ფართობი შეადგენს 32,134 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში ორმოცდამესამე, ხოლო კანადაში მეთერთმეტე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. რაც შეეხება მოსახლეობას, ვანკუვერი კანადაში მხოლოდ მონრეალის კუნძულს ჩამორჩება. 2001 წლის აღწერით კუნძულ ვანკუვერზე ცხოვრობს 656,312 კაცი, ხოლო 2008 წლის აღწერით 740,876 კაცი. კუნძულის უდიდესი ქალაქებია: ნანაიმო, პორტ-ალბერნი,პარკსვილი და კოურტენი.

ვანკუვერი მთიანი კუნძულია. აქ ვრცელდება კორდილიერების მთათა სისტემა, კუნძულის უმაღლესი მთაა გოლდენ-ჰეიდნი 2,198 მეტრ სიმაღლით. აქ აგრეთვე არის მცირე მდინარეები და ტბები. ეს კუნძული მცირე სრუტეების მეშვეობით უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადის კონტინეტურ ნაწილს. ეს ტერიტორია მდიდარია მცენარეული და ცხოველური სამყაროთი.

ამ კუნძულის მთავარი შემოსავლის მომტანია ტურიზმი. კუნძულზე მდებარეობს ვიქტორიას საერთაშორის აეროპორტი, რომელიც მრავალ რეის ასრულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქ საკმაოდ განვითარებულია საზღვაო ტრანსპორტით მომსახურება, კუნძულზე მდებარეობს რკინიგზაც, რომელიც 1883 წელს დაარსდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

18121814აშშბრიტანეთის კოლუმბიაკანადაჯორჯ ვანკუვერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფერმენტებიEuropebetძუძუმწოვრებიაბრეშუმის ჭიაშუშანიკის წამებაწნევავახტანგ I გორგასალიდავითგარეჯაბასიანის ბრძოლამდინარესაქართველოს ისტორიასაქართველოფრენბურთიჟან-მიშელ ბასკიაცადამაყვანაკრწანისის ბრძოლადედა ენასასწორი (ასტროლოგია)ავტორიტარიზმიზაფხულიფარავანიმცხეთის ჯვრის მონასტერილომი (ასტროლოგია)ბუდიზმიანბანიანა კალანდაძებარბიტურატებიკანიჰიდრავლიკასაქართველოს თავდაცვის ძალებირეფლექსებიმეორე მსოფლიო ომიდიდი პანდაისლანდიაავსტრიასიმკვრივეიალბუზივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)სტამბოლითბილისის მეტროპოლიტენიქართლის ცხოვრებაკონსტანტინე გამსახურდიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემადოფამინიჰემოგლობინიშავი ზღვამსოფლიოს მოსახლეობარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ამერიკის შეერთებული შტატებიდავით IIIერითროციტებისაქართველოს სამეფოფაშიზმილადო ასათიანიგერგეტის სამების ეკლესიაგისტოლალუქსემბურგიარაგვიმტკვარიშარკა ბლუვატერლოოს ბრძოლააკაკი წერეთელიალკოჰოლიზმიტოლერანტობაუდაბნობუნებაგოდერძი ჩოხელიაუტიზმიათონის ივერთა მონასტერიდავით გურამიშვილიფოლკლორიკუთრი თბოტევადობაელვადემეტრე II თავდადებულიპროტესტანტიზმიმდგრადი განვითარებაყივანახველაკავკასია🡆 More