ვანის ოთხთავი

ვანის ოთხთავი, ვანის სახარება — XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი სახარება.

ხელნაწერი გვერდის ზომაა 29­x21, ნაწერი სვეტისა - 19­x5,2 სმ; შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხახუცურით. სათაურები და საზედაო ასოები დაწერილია ასომთავრულით. შედგება 274 ფურცლისაგან. გადაწერილია იოანეს მიერ, პრომაის (რომანის) ქართველთა მონასტერში, კონსტანტინოპოლში, თამარ მეფის დაკვეთით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. დაცული ყოფილა შორათას მონასტერში (მესხეთში, XIV-XV სს.), ვანში (XVIII ს.), გელათში (XIX ს.). თბილისში ჩამოიტანა ვახტანგ ბერიძემ. ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული, შემკულია კამარებით, მახარებელთა გამოსახულებებით, თავსამკაულებითა და მინიატიურებით ახალი აღთქმიდან. შესრულებულია მრავალშრიანი საფერწერო ტექნიკით. უხვად არის გამოყენებული ოქრომელანი და სინგური. დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A 1335).

ვანის ოთხთავი
ვანის სახარება

ლიტერატურა

  • აბულაძე ი., ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი, მე-" შევს. გამოც., თბ., 1973;
  • მაჭავარიანი ე., ვანის ოთხთავის დეკორაციული მორთულობა, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960, ტ. 2;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა [A კოლექცია], ტ. 4, თბ., 1954;
  • მაჭავარიანი ე., ქსე, ტ. 4, გვ. 293, თბ., 1979

Tags:

ასომთავრულიგიორგი მთაწმიდელივახტანგ ბერიძეთამარ მეფეიოანე (XII ს. II ნახევარი)სინგურიქართული ხელნაწერი სახარებებიხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაგიორგი III (საქართველოს მეფე)ჰემანგიომამამუკა მდინარაძემათემატიკასპილოსებრნიძახილის წინადადებადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ზაქარია ფალიაშვილიგამარჯვების დღექართული დამწერლობასაქართველოს ქალაქებიხარებაგიორგი სააკაძერომბიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაიაკობ გოგებაშვილიკანონი (ნორმატიული აქტი)თავისუფლების დიდი ქარტიარომანტიზმიშაორის წყალსაცავითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიაჭარასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმეორე მსოფლიო ომიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისეფსისიწრეწირიინგლისური ენაისრაელისაჭმლის მომნელებელი სისტემარიონიფაშიზმივლადიმერ პუტინიუშბაკოსმოპოლიტიზმიორალური სექსიტოლერანტობამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ადიშის ოთხთავისიმბოლიზმითვითმმართველობაპუნიკური ომებივენერახელისუფლების დანაწილებაჯემალ ქარჩხაძებუნებაბუნებრივი რესურსებიაზერბაიჯანიფსიქოლოგიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველონეიტროფილებითურქეთის ისტორიათორნიკე ერისთავისასანიანთა იმპერიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიურანიაბრეშუმის ჭიამარიამ მეგვიპტელიჯიხვიგიორგი მიქაუტაძეკლიმატიქარიმცხეთაილია IIშხარამარქსიზმისაქართველოს პრეზიდენტიშუა საუკუნეებივიეტნამირიცხვითი სახელიიოჰან სებასტიან ბახიიოსებ სტალინიევროპაკონსერვატიზმითამარ ჩერგოლეიშვილირითმა🡆 More