ვალეტა

ვალეტა (მალტ.

Belt Valletta, ინგლ. Valletta) — მალტის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის მთავარი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2014 წელს ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 6444-ს შეადგენდა. ვალეტა ნიქოზიის შემდეგ ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქია. ქალაქის ფართობი 0,61 კმ²-ია, რითაც ეს უკანასკნელი ევროკავშირის ყველაზე პატარა დედაქალაქია.

ქალაქი
ვალეტა
Belt Valletta / Città Umilissima
ვალეტა
დროშა გერბი
ვალეტა ვალეტა

ქვეყანა მალტის დროშა მალტა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 35°53′52″ ჩ. გ. 14°30′45″ ა. გ. / 35.89778° ჩ. გ. 14.51250° ა. გ. / 35.89778; 14.51250
ქალაქის მერი Alfred Zammit
დაარსდა 1566
ფართობი 0.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 56±1 მეტრი
მოსახლეობა 6,300 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 7,491 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი 356
საფოსტო ინდექსი VLT
ოფიციალური საიტი cityofvalletta.org
ვალეტა — მალტა
ვალეტა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 131
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქს სახელი ფრანგი დიდგვაროვნის, მალტის ორდენის 49-ე დიდი მაგისტრის, ჟან პარისოტ დე ვალეტეს პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც 1565 წელს კუნძული ოსმალთა შემოჭრისგან დაიცვა.

ქალაქის XVI საუკუნით დათარიღებული ნაგებობები ჰოსპიტალიერთა ორდენის მიერაა აშენებული. ვალეტის არქიტექტურული იერსახე ბაროკოს სტილისაა, ნეოკლასიციზმისა და მოდერნიზმის ელემენტებით. ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა მეორე მსოფლიო ომმა, მის შედეგად განადგურებულ ნაგებობებს შორის გამოირჩეოდა სამეფო ოპერის შენობა. ვალეტა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 1980 წელს შევიდა.

ისტორია

ვალეტა 
ინგლისელი რომანტიკოსი მხატვრის, უილიამ ტერნერის ნახატი, რომელზეც ქალაქის დიდი ნავსადგური და სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმია გამოსახული
ვალეტა 
წმინდა ელმოს სახელობის ციხე-სიმაგრე

წმინდა იოანეს ორდენი

ვალეტა XVI საუკუნეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ორდენის წევრებმა დააარსეს. იმ პერიოდში ნახევარკუნძულზე მდებარე ერთადერთი ნაგებობა საათის კოშკი იყო, რომელიც 1488 წელს წმინდა ელმოს პატივსაცემად აშენდა. 1552 საათის კოშკი დაანგრიეს და მის ადგილას წმინდა ელმოს სახელობის ციხე-სიმაგრე ააგეს.

1565 წლის დიდი ალყის დროს, ციხე-სიმაგრე ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში, თუმცა ორდენის სამხედრო ძალებმა სიცილიელი მაშველი ჯარების დახმარებით ალყა გაარღვიეს და დაიბრუნეს ციხე-სიმაგრე. დიდმა მაგისტრმა, ჟან პარისოტ დე ვალეტემ, რომელიც ორდენის ჯარებს მთავრსარდლობდა, ნახევარკუნძულზე მტკიცედ გამაგრებული ქალაქის გაშენება ბრძანა, რითაც ორდენი კუნძულზე თავის პოზიციას განამტკიცებდა. ქალაქს მის პატივსაცემად ლა ვალეტა ეწოდა.

ვალეტა მალტის დედაქალაქი 1571 წლის 18 მარტს გახდა, როცა დიდმა მაგისტრმა, პიერ დე მონტემ თავისი ტახტი ბირგუდან ვალეტაში გადაიტანა.

1634 წელს დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ვალეტაში 22 ადამიანი დაიღუპა. 1749 წელს მუსლიმი მონები დიდი მაგისტრი მანუელ პინტო დე ფონსეკას მკვლელობას და ვალეტაში ძალაუფლების ხელში აღებას გეგმავდნენ. მათი შეთქმულება ჩაიშალა, რადგან ორდენმა დროულად შეიტყო მის შესახებ და მალევე ჩაახშო. შეთქმულების შემდეგ, მანუელ პინტო დე ფონსეკამ ქალაქის მრავალი ნაგებობა ბაროკოს სტილში გადააკეთა ან ხელახლა ააშენა.

ფრანგული ოკუპაცია და ბრიტანელთა მმართველობა

1798 წელს კუნძულზე ფრანგული სამხედრო ძალები შეიჭრნენ, რომლებმაც ჰოსპიტალიერთა ორდენი განდევნეს. ადგილობრივთა აჯანყების შემდეგ, ფრანგულმა ჯარებმა ქალაქის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია განაგრძეს, სანამ 1800 წელს ბრიტანელებს დანებებოდნ.

XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა სამოქალაქო კომისიონერმა, ჰენრი პაიგოტმა ქალაქის ნაგებობათა დიდი ნაწილის დანგრევის ბრძანება გასცა. შენობების განადგურება 1870-იან და 1880-იან წლებშიც მოითხოვეს, თუმცა ეს ბრძანება არასოდეს განხორციელებულა და ქალაქის ნაგებობები ძირითადად ხელუხლებელი დარჩა.

ბრიტანელთა მმართველობის შემდგომ პერიოდში ვალეტაში სამშენებლო პროექტები განახლდა, რომლის ფარგლებში უამრავი შენობა ააგეს, აღადგინეს და განაახლეს. 1883 წელს მალტის რკინიგზა ამოქმედდა, რომელიც ვალეტას ქალაქ მდინასთან აკავშირებდა. რკინიგზა 1931 წელს დაიხურა, რადგან ქალაქში ყველაზე ხშირად გამოყენებადი სატრანსპორტო საშუალება ავტობუსები გახდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელთა და იტალიელთა საჰაერო დაბომბვებმა ვალეტა მნიშვნელოვნად დააზიანა. დაბომბვების მსხვერპლი გახდა სამეფო ოპერის შენობა, რომელიც ქალაქის შესასვლელში XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა.

თანამედროვე ისტორია

წმინდა იოანეს ორდენი — 1566–1798

მალტის ფრანგული რესპუბლიკა — 1798–1800
მალტის პროტექტორატი — 1800–1813
მალტის სამეფო კოლონია — 1813–1964
მალტის სახელმწიფო — 1964–1974

მალტის რესპუბლიკა — 1974–დან დღემდე

1980 წელს ვალეტაში 24-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ამავე წელს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.

2015 წლის 11 ნოემბერს ვალეტაში მიგრაციის სამიტი ჩატარდა, რომელზეც ევროპელმა და აფრიკელმა ლიდერებმა განიხილეს საემიგრაციო კრიზისი ევროპაში. ამავე წლის 27 ნოემბერს დედაქალაქმა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა ხელისუფლების ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლა.

2018 წელს ვალეტა ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.

მთავრობა

ვალეტა 
პარლამენტის შენობა, რომელიც რენცო პიანომ დააპროექტა

ადგილობრივი მთავრობა

ვალეტის ადგილობრივი საბჭო მალტის სხვა ადგილობრივ საბჭოებთან ერთად 1993 წელს დაარსდა. საბჭოს არჩევნები 1993 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოქმედი საბჭო ხელისუფლებაში 2019 წლის არჩევნების შედეგადაა მოსული. ქალაქის ამჟამინდელი მერი ალფრედ ზამიტია. ადგილობრივი საბჭოს შენობა სამხრეთის ქუჩაზე მდებარეობს.

ვალეტის მერების ჩამონათვალი:

  • ჰექტორ ბრუნო (1993-1999)
  • პოლ ბორგ ოლივერი (1999-2008)
  • ალექსეი დინგლი (2008-219)
  • კრისტიან მიკალეფი (2019)
  • ალფრედ ზამიტი (2019)

ქვეყნის მთავრობა

ვალეტა მალტის დედაქალაქია, და ქვეყნის ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრია. მალტას პარლამენტი 2015 წლიდან ქალაქის შესასვლელთან მდებარეობს, 2015 წლამდე კი პარლამენტის შენობა ქალაქის ცენტრში მდებარე გროსტმაისტერთა სასახლე იყო. აღნიშნული სასახლე ამჟამად მალტას პრეზიდენტის რეზიდენციაა. ვალეტაში სასამართლოს შენობა და სხვა არაერთი სამთავრობო დეპარტამენტი მდებარეობს.

გეოგრაფია

ვალეტა 
ვალეტას პორტი 1801 წელს

ვალეტა ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. ქალაქი მთიან ნახევარკუნძულზეა განლაგებული, რომელსაც ორი ბუნებრივი ნავსადგური აქვს. მათ შორის, დიდი ნავსადგური მალტას მთავარი პორტია. ქალაქში საკრუიზო ლაინერის ტერმინალი მდებარეობს, რომელიც პორტუგალიელმა მშენებელმა, მანუელ პინტო დე ფონცესტამ ააგო.

კლიმატი

ვალეტაში ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხელი, მშრალი, ხანგრძლივი ზაფხული და ზომიერი, ნესტიანი ზამთარი. ზაფხულის პერიოდში ატმოსფერული ნალექის შესამჩნევი ნაკლებობა შეინიშნება და ეს უკანასკნელი ძირითადად ზამთრის პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, რომლის ზომიერებაც ქალაქის ზღვისპირა მდებარეობითაა განპირობებული. იანვარში ტემპერატურა 10 °C-დან 16 °C-მდე, ხოლო აგვისტოში 23 °C-დან 32 °C-მდე მერყეობს.

არქიტექტურა და ღირშესანიშნაობანი

ვალეტა 
გროსტმაისტერთა სასახლე

ვალეტა კუნძულის კულტურული ცენტრია. მისი ქუჩებისა და მოედნების არქიტექტურა XVI საუკუნის ბაროკოსა და მოდერნიზმის სინთეზს წარმოადგენს. ქალაქში არაერთი ღირშესანიშნავი ტაძარი, სასახლე და მუზეუმი მდებარეობს, რის გამოც ვალეტას უამრავი მნახველი სტუმრობს.

1830 წელს დედაქალაქს ბენჯამინ დიზრაელი, დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ მინისტრი ეწვია, რომელმაც ვალეტას „სასახლეების ქალაქი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ „ვალეტა თავისი არქიტექტურით ევროპის არც ერთ ქალაქს არ ჩამოუვარდება“, ასევე სხვა წერილებში მან ვალეტას „ვენეციისა და კადისისთვის შედარების ღირსი ქალაქი“ უწოდა.

ვალეტა 
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი

ქალაქში ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაგებობაა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც ადრე მალტის ჰოსპიტალიერთა ორდენის ტაძარი იყო. ტაძარში მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს უდიდესი და ხელმოწერით დამშვენებული ერთადერთი ნამუშევარი „იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთა“ ინახება. Auberge de Castille et Leon, რომელიც ჰოსპიტალიერთა ორდენის ოფიციალური შტაბ-ბინა იყო, ახლა მალტის პრემიერ მინისტრის ოფისია. მალტის ორდენის გროსტმაისტერთა სასახლე, რომელიც 1571-1574 წლებში აშენდა და ორდენის დიდი მაგისტრების რეზიდენცია იყო, შემდგომ კი მალტის პარლამენტის შენობის ფუნქციას ასრულებდა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაა.

ვალეტა 
Auberge de Castille

სახვითი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი როკოკოს სტილის სასახლეა, რომელიც 1570-იანი წლებით თარიღდება. ნაგებობა ბრიტანელთა მმართველობის პერიოდში, 1820-იანი წლებიდან ხმელთაშუა ზღვის ფლოტის მთავარსარდლის ოფიციალური რეზიდენცია იყო.

მანოელის თეატრი, რომელიც 1731 წელს დიდი მაგისტრის, ანტონიო მანოელ დე ვილჰენას ბრძანებით ათ თვეში აშენდა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოქმედი თეატრია.

ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო შენობა, რომელიც 1574 წელსაა აგებული, რენესანსის პეროდში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავადმყოფო იყო.

ქალაქის უნიკალური არქიტექტურის ნაწილს წარმოადგენს დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის პორტის საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც მალტის ორდენის ბრძანებით აშენდა.

განათლება

მალტის უნივერსიტეტის ვალეტის კამპუსი ძველი უნივერსიტეტის შენობაში მდებარეობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს.

კულტურა

ვალეტა 
სამეფო თეატრის მოედანი

ვალეტა 2018 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა. წელი საზეიმო ღონისძიებებით გაიხსნა, რომლებიც ტრიტონის, წმინდა ჯორჯის, წმინდა ჯონის და კასტილიის მოედნებზე ჩატარდა, რასაც საჯარო არტ ინსტალაცია მოჰყვა.

მუსიკა

ვალეტის ოფიციალური ბაროკოს ფესტივალი ყოველწლიურად იანვრის თვეში ტარდება. ჯაზური მუსიკა მალტაში Strait Street-ზეა წარმოდგენილი. ქალაქის ცნობილი მუსიკალური ბენდებია „King's Own Band Club“ და „La Valette National Philharmonic Society“.

კარნავალი

მალტის ყოველწლიური კარნავალი ვალეტაში თებერვლის თვეში იმართება. 1823 წელს კარნავალზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დაძმობილებული ქალაქები

ვალეტა დაძმობილებულია იტალიის ქალაქ პალერმოსთან.

ვალეტა 
ავტობუსის გაჩერება ვალეტაში

ტრანსპორტი

მალტის საერთაშორისო აეროპორტი ვალეტიდან რვა კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ლუქაში მდებარეობს. მალტის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის მარშრუტები ძირითადად დედაქალაქიდან ან დედაქალაქისკენ მიემართება. მათი ცენტრალური ტერმინალები ვალეტას გარეთაა. ქალაქის ფარგლებში ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს და ზოგიერთი გზა მთლიანად ცალმხრივია.

ვალეტაში ელექტრო ტაქსები მოძრაობს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვალეტა ისტორიავალეტა მთავრობავალეტა გეოგრაფიავალეტა არქიტექტურა და ღირშესანიშნაობანივალეტა განათლებავალეტა კულტურავალეტა დაძმობილებული ქალაქებივალეტა ტრანსპორტივალეტა რესურსები ინტერნეტშივალეტა სქოლიოვალეტაევროკავშირიინგლისური ენამალტამალტური ენანიქოზია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მდინარეThe Beatlesლიმფოციტებიდედამიწის სტრუქტურაკუბური მეტრიიულონ გაგოშიძეიოჰან სებასტიან ბახისოფლის მეურნეობასოზარ სუბარიქანი (გეოლოგია)ხარებაადიშის ოთხთავისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიგოგა ხაინდრავაათეროსკლეროზილომი (ასტროლოგია)აშშ-ის პრეზიდენტების სიანიდერლანდებიასომთავრულიგიორგი ჩაკვეტაძემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითლობიოგერმანიაფარავანიმორალილეონარდო და ვინჩიილარიონ ტალახაძებაში-აჩუკი (ფილმი)გიორგი VII (საქართველოს მეფე)საქართველო XV საუკუნეშირეზოლუციათევზები (ასტროლოგია)დინოზავრებირატი ამაღლობელიჩუტყვავილასიონის ტაძარიბოლნისის სიონიგურიის მხარერეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)კანონიერი ქურდიანა ნაცვლიშვილიფოტოსინთეზიკონსტანტინე გამსახურდიაწელიწადის დროებიბახტრიონი (პოემა)თვითმმართველობათინათინ ბოკუჩავაპროპაგანდასალადინივეფხისტყაოსანიეგზისტენციალიზმინივთიერებააქლემიეკოლოგიადეზოქსირიბონუკლეინის მჟავანუსხურითირკმელიგურამ დოჩანაშვილიზღარბისებრნიირაკლი ღარიბაშვილიალკოჰოლიზმილარირითმადემაგოგიაპარადოქსითანდებულირეფერენდუმიაბანოთუბანივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიიგიამერიკაპითაგორას თეორემაენდომეტრიოზინატურალური რიცხვიაია-სოფიას ტაძარი🡆 More