ვალე

ვალე — ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ქალაქი
ვალე
ვალე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37′00″ ჩ. გ. 42°52′40″ ა. გ. / 41.61667° ჩ. გ. 42.87778° ა. გ. / 41.61667; 42.87778
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1962
ცენტრის სიმაღლე 1000-1200
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3646 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 83,9 %
სომხები 14,4 %
რუსები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 365
საფოსტო ინდექსი 0800
ვალე — საქართველო
ვალე
ვალე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვალე
ვალე — ახალციხის მუნიციპალიტეტი
ვალე

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000-1200 მ. ახალციხიდან 12 კმ. რკინიგზით უკავშირდება ხაშურს. ამჟამად რკინიგზის სადგური არ ფუნქციონირებს.

ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C, იანვარში — 3,8 °C, ივლისი 20,2 °C. ნალექები 550 მმ წელიწადში.

ისტორია

ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. 1948 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1962 წელს. დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ელექტროძრავების ქარხანა, საშენ მასალათა საწარმოები. ამჟამად მოსახლეობა ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში.

ღვთისმშობლის ეკლესია

ვალეში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ღვთისმშობლის ეკლესია (X-XVI სს.). ახლანდელი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა (XVI ს.), თავდაპირველად კი გუმბათოვანი ტაძარი ყოფილა (X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი). ფასადზე შემორჩენილია პირვანდელი ტაძრის საკმაოდ მდიდრული დეკორი: კარ-სარკმლის მორთულობა, კარნიზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფური ქანდაკების ნიმუშები — აღმოსავლეთ ცენტრალური სარკმლის კომპოზიცია, საერო პირთა ფიგურები სამხრეთ ფასადზე, დასავლეთი კარის ტიმპანის ცხენოსანთა გამოსახულებანი და სხვა. სამრეკლო შენობის სახურავის კეხზე XIX საუკუნეში არის დადგმული.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3646 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 6333 -- --
2002 ვალე  5031 -- --
2014 ვალე  3646 1763 1883

ცნობილი ადამიანები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ვალე გეოგრაფიავალე ისტორიავალე ღვთისმშობლის ეკლესიავალე დემოგრაფიავალე ცნობილი ადამიანებივალე იხილეთ აგრეთვევალე ლიტერატურავალე სქოლიოვალეახალციხის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აშშ-ის პრეზიდენტების სიადედამიწის სტრუქტურათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრივახტანგ I გორგასალიჩემი ცოლის დაქალებიThe Beatlesსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქართული ვაზის ჯიშებიინსულტიჰოლოკოსტიგიორგი VIIIარაგვიწმინდა ნინომსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)კუნთებიცხოველებიკაცხის სვეტიალავერდიკანადავოლფგანგ ამადეუს მოცარტიატომიბიძინა ივანიშვილიმაცივარიაბო თბილელის წამებაჩინეთის დიდი კედელიებრაელებიგორიEuropebetბესლანის ტერაქტიხელოვნებააქემენიანთა იმპერიაწინადადებაწითელი წიგნიპირველი მსოფლიო ომიეკოლოგიაგანათლება საქართველოშიდიდგორის ბრძოლაგლობალური დათბობასაქართველოს სამხედრო წოდებებისსრკ-ის დაშლაქართული საბჭოთა ენციკლოპედიამთავარი გვერდიგიორგი სააკაძეკობიათონის ივერთა მონასტერიავტორიტარიზმიმამუკა მდინარაძენიკო ბაგრატიონიავსტრალია (კონტინენტი)საქართველოს მდინარეების სიათბილისის ისტორიატელეფონების ნომრები საქართველოშისაქართველოაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიავენის კონგრესიგარემოს დაბინძურებაერეკლე IIფუტისაქართველოს ტერიტორიული მოწყობამურა დათვიანანურის ციხებერიკაობათევდორე კველთელიმემედ აბაშიძესაქართველოს ფრინველთა სიაინტერნეტიაფრიკის ქვეყნების სიავარშავის პაქტილიმფოციტებისომხური სამოციქულო ეკლესიაკლოდ მონეშავი ზღვა🡆 More