ვალდაის მაღლობი (რუს.
Валдайская возвышенность) — მაღლობი აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რუსეთის ტვერის ოლქში. გადაჭიმულია დაახლოებით 600 კმ-ზე. ვალდაის მაღლობზე სათავე აქვს მდინარეებს: ვოლგას, დასავლეთ დვინას, ლოვატს, მსტას, სიასს, მოლოგასა და სხვა. სიმაღლე 150-იდან 250-მდე, მაქსიმალური სიმაღლე 347 მ. მაღლობის საფუძველში განვითარებულია კარბონული სისტემის კირქვები, მერგელები, თიხები, რომლებიც ზემოდან მყინვარული და მდინარეულ-მყინვარული ნალექებითაა დაფარული. ვალდაის მაღლობი მოიცავს ტიხვინის, მეგორის სერებს, ვეფსის მაღლობსა და სხვა. მაღლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ციცაბოა, სამხრეთ-აღმოსავლეთი — დამრეცი. რელიეფი მორენული, ბორცვიან-სერებიანია. ბევრია ტბა, რომელთა შორისაა ვალდაი, პენო, ვსელუგი, ვოლგო, სელიგერი და სხვა. ზედაპირი ძლიერ დაჭაობებულია. მაღლობის ჩრდილოეთ ნაწილში არის ვალდაის ეროვნული პარკი, რომელიც დაარსდა 1990 წელს. იზრდება ნაძვი, ფიჭვი, არყი, მუხა და სხვა. ვალდაის მაღლობი ტურიზმის რაიონია.
ვალდაის მაღლობი | |
---|---|
ვალდაის მაღლობი | |
კოორდინატები: 57°00′ ჩ. გ. 33°30′ ა. გ. / 57.000° ჩ. გ. 33.500° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 347 მ |
სიგრძე | 600 კმ |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვალდაის მაღლობი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.