თბილისი ვაკე: თბილისის უბანი

ვაკე — უბანი თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე; ვაკის რაიონის ნაწილი.

თბილისი ვაკე: თბილისის უბანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).

გაშლილია ვარაზისხევის მარცხენა მხარეზე ბაგებამდე.

სახელწოდება გაჩნდა XIX საუკუნეში, ნიშნავს დაცემულ, დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია. XX საუკუნის დასაწყისისთვის მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით ვარაზისხევი, ჩრდილოეთით — მდინარე ვერე, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — მთის კალთები. ამ პერიოდში წყნეთის ქუჩის (ახლანდ. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა) განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზეც მცირე ხიდი იყო გადებული. თბილისის 1906 წ. გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი). შემდეგ გიმნაზიიდან მოშორებით აშენდა სასულიერო სემინარია (გვიან აქ დიდი ხნის მანძილზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო განთავსებული, ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კლინიკაა [ყოფ. მე-9 საავადმყოფო]), ხოლო ტერიტორია, რომელიც შემდგომში თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტს (მოგვიანებით, სპორტის აკადემია) ეკავა, კადეტთა კორპუსისათვის გამოიყო.

1906 წლის იანვრიდან ვაკე თბილისს შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება დაიწყო XX ს. 20-იან წლებში. დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წ. ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად იგი ფართო ქუჩით გავიდა გმირთა მოედანზე, 1958 წ. კი გაყვანილი იქნა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).

ამჟამად ვაკე თბილისის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი უბანია. აქვე თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ადმინისტრაციული დაწესებულებები და ა.შ. 1946 წ. გაშენდა ვაკის პარკი (ყოფ. გამარჯვების პარკი, არქიტექტორი კ. დგებუაძე, დენდროლოგი ნ. ციციშვილი), 1982 წ. გაიხსნა ბავშვთა ქალაქი და დასვენების პარკი „მზიური“.

ლიტერატურა

Tags:

ბაგებივარაზისხევითბილისიმტკვარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საფრანგეთითორნიკე ერისთავიქართველები რუსეთშიკურო (ასტროლოგია)მიხეილ ხერგიანისარკაზმისიოგუნიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიცხოველებისულეიმან Iსაქართველოს სამოქალაქო ომიფობიების სიაინდოეთინაციონალიზმიმარო მაყაშვილიმდგრადი განვითარებანაკიანი წელიწადილადო ასათიანიქუთაისისამკუთხედიქვეყნების სიასინონიმებიფასკუნჯიკარტოფილიმერწყულივარძიაფილოსოფიაწითელი წიგნიბუდუ ზივზივაძეკლიმატის ცვლილებანოე სულაბერიძეალექსანდრე ჭავჭავაძეგოგირდიქაქუცა ჩოლოყაშვილიგანათლება საქართველოშისაქართველოს ბრძოლების სიაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაილია IIათი მცნებაანა კალანდაძეალაზანიშოვიბენიტო მუსოლინინიუ-იორკიდაუნის სინდრომილეიკოციტებიბართლომეს ღამედედამიწის ისტორიამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაძილის პარალიზინიკოლოზ ბარათაშვილიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებისაქართველოს სახელმწიფო დროშაძველი ეგვიპტეგიორგი ყიფშიძეინგლისიფემინიზმიამფიბიებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაერეკლე IIავტორიტარიზმიგიორგი მიქაუტაძეთვალინიკორწმინდააია-სოფიას ტაძარირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ავსტრიაჭანჭახისწვერიალუდა ქეთელაურიამერიკის შეერთებული შტატებიმიწისძვრაყინწვისის მონასტერიტყეიულიუს კეისარინიადაგიიტალიაკილომეტრი🡆 More