ვადუცი (Vaduz) — ლიხტენშტაინის სამთავროს დედაქალაქი.
აქ მდებარეობს ეროვნული პარლამენტი. ქალაქს დაახ. 5.000 მცხოვრები ჰყავს, რომელთა უმრავლესობა კათოლიკეა, და მდებარეობს მდ. რაინზე. ქალაქის საკათედრო ტაძარი კათოლიკე არქიეპისკოპოსის რეზიდენციაა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვადუცი Vaduz | |||||
| |||||
ქვეყანა | ლიხტენშტაინი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 47°08′23″ ჩ. გ. 9°31′18″ ა. გ. / 47.13972° ჩ. გ. 9.52167° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Petra Miescher | ||||
დაარსდა | 1150 | ||||
ფართობი | 17.3 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 445 მ | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
მოსახლეობა | 5.143 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 288 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 7001 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9490 | ||||
საავტომობილო კოდი | FL | ||||
ოფიციალური საიტი | vaduz.li | ||||
ვადუცი სამთავროს უდიდესი ქალაქი არ არის, მეზობელი შაანი მას მოსახლეობით აღემატება. ქალაქში რამდენიმე ხელოვნების მუზეუმი, საფოსტო მუზეუმი და ცოცხალი ტურისტული ატმოსფეროა.
ვადუცი პირველად, ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნეში გვხვდება, როგორც „ფადუცის“. 1322 წელს, მიიჩნევა რომ აქ ააგეს სასახლე, რომელიც მოგვიანებით, 1499 წელს, შვაბიური ომის დროს გაანთავისუფლეს, შვეიცარიელებმა. ასევე განადგურდა მთელი ქალაქი.
მე-17 საუკუნეში, ლიხტენშტეინის ოჯახი ეძებდა ადგილს საიმპერატორო კრებისთვის, რაიხსტაგს. თუმცაღა, გამომდინარე იქედან, რომ ისინი არ ფლობდნენ იმპერიული ტახტის მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს, მათი პირველადი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა. დამატებითი ძალაუფლებისთვის, ოჯახს სურდა ჰქონოდა სამთავრობო ტერიტორია, აიტომ ცდილობდნენ, დაუყოვნებლივ შეეძინათ იმპერიული მიწები ან შეენარჩუნებინათ ისე, რომ არ დაწყებულიყო საგვარეულო მტრობა მნიშვნელოვან პიროვნებებთან, მაგალითად, როგორიცაა თვით წმინდა რომის პაპი, რომელიც ფლობდა უფლებებს მიწაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოჯახმა შეძლო შელენბერგის სამფლობელოს მცირე ნაწილის და „ვადუცის ქვეყნის“ შესყიდვა, ჰოჰენემსიდან (შესაბამისად 1699 და 1712 წლები). პატარა შელენბერგსა და ვადუცს, საჭირო პოლიტიკური სტატუსი გააჩნდათ : არანაირი ფეოდალური მბრძანებელი გარდა იმპერატორისა.
ამრიგად 1719 წლის 23 იანვარს, საბოლოოდ შეძენის შემდეგ, ჩარლს VI-მ, წმინდა რომის იმპერატორმა, განკარგულება გამოსცა ვადუცისა და შელენბერგის გაერთიანების და მისთვის სახელად „ლიხტენშტაინის“ წოდებასთან დაკავშირებით, მისი ჭეშმარიტი მსახურის, ანტონ ფლორია ლიხტენშტაინის პატივსაცემად. აქედან მოყოლებული, ლიხტენშტაინი გახდა წმინდა რომის იმპერიის სუვერენული წევრი ქვეყანა. შესყიდვების სუფთა პოლიტიკური მიზანშეწონილობის დასადასტურებლად, ლიხტენშტაინის მთავრები, 120 წლის განმავლობაში, ახალ სამთავროში ფეხს არ დგამდნენ.
ვადუცი ხასიათდება ოკეანური კლიმატით, ზომიერი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ნალექებს მთელი 12 თვის განმავლობაში ვხვდებით, თუმცა ზაფხულში ნალექები შესამჩნევად იმატებს. წლის განმავლობაში ნალექების საშუალო რაოდენობა 900 მმ-ია. ყველაზე თბილი თვეა ივლისი, საშუალო მაღალი ტემპერატურა 25 ° C, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა 14 ° C. აქ ყველაზე ცივი თვეა იანვარი, საშუალო მაღალი ტემპერატურა 3 ° C, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა -3 ° C.
ვადუცის ყველაზე თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობებია ვადუცის ციხე, ლიხტენშტაინის გამეფებული პრინცისა და ლიხტენშტაინის სამეფო ოჯახის სახლი. ვადუცის ციხე, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან კარგად ჩანს, რადგან ქალაქის შუაში არსებულ ციცაბო ბორცვზე მდებარეობს. წმინდა ფლორის საკათედრო ტაძარი, მთავრობის სახლი და მერია, ასევე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია, მათ არქიტექტურაში კარგადაა ასახული სხვადასხვა სტილი და ეპოქა.
ვადუცში მდებარეობს ეროვნული სამხატვრო გალერეა და ეროვნული მუზეუმი. სამხატვრო გალერეა -Kunstmuseum Liechtenstein-, თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების მუზეუმია, სადაც ასევე გამოფენილია ნახატები, ლიხტენშტაინის პრინცის კერძო კოლექციიდან. შენობა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აშენდა სამი შვეიცარელი არქიტექტორის, მორგესის, დეგელოს და კერესის მიერ. მშენებლობა 2000 წლის ნოემბერში დასრულდა და წააგავს „შავ ყუთს“ რომელიც აშენებულია შეღებილი ბეტონისა და შაბი ბაზალტის ქვისგან. მუზეუმის კოლექცია, ასევე წარმოადგენს ლიხტენშტაინის ეროვნული ხელოვნების კოლექციას. ლიხტენშტაინის ეროვნულ მუზეუმში განთავსებული მუდმივი და სპეციალური გამოფენები, ასახავენ ლიხტენშტაინის კულტურულ და ბუნებრივ ისტორიას. აქვეა განთავსებული საფოსტო მარკების მუზეუმი და სათხილამურო მუზეუმი.
ვადუცს აქვს ადგილობრივი პროფესიონალური ასოციაციის საფეხბურთო კლუბი, FC Vaduz, რომელიც ლიხტენშტაინის სხვა კლუბების მსგავსად, თამაშობს შვეიცარიის ლიგაში. 2008-09 წლების სეზონზე, გუნდი პირველი იყო, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგაში ითამაშა, შვეიცარიის საუკეთესო ნახტომისას. კლუბი „რეინპარკის“ სტადიონზე თამაშობს, რომლის ტევადობაც 8 000 ადამიანია, სტადიონი ასევე მასპინძლობს ლიხტენშტაინის ეროვნულ საფეხბურთო გუნდს.
ვადუცი იმ ცოტა დედაქალაქს შორისაა, რომელსაც აეროპორტი და სარკინიგზო სადგური არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქალაქს ტურისტული ინდუსტრია აქვს. უახლოესი მთავარი აეროპორტი, ციურიხის აეროპორტია, 120 კილომეტრის მოშორებით ქალაქიდან. შაან-ვადუცის სარკინიგზო სადგური, ქალაქიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს, ქალაქ შაანში. ადგილობრივი სერვისების გარდა, ამ მაგისტრალზე ცოტა მატარებელი მოძრაობს. ადგილობრივი სერვისი კი გულისხმობს გზას ბუქსიდან (შვეიცარია) ფელდკირხამდე (ავსტრია). უფრო ფართოდ გამოიყენება ავტობუსების სერვისი. ავტობუსის სადგურები მოიცავს, ბუქსს, სარგანს და ფელდკირხს, რომლებსაც ლიხტენშტაინის ავტობუსები ემსახურებიან.
თითოეული მოსწავლის სასკოლო განაწილება, მეტწილად განისაზღვრება მათი საცხოვრებელი ქუჩის მისამართით.
ბარტლერგროჩის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, 4 ძირითადი ადგილია საბავშვო ბაღებისთვის.
ვადუცში ორი დაწყებითი სკოლაა: აულეს დაწყებითი სკოლა, ვადუცი-საალის მახლობლად და ებენჰოლზის დაწყებითი სკოლა, ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის მახლობლად, რომელიც ასევე ქალაქში მდებარეობს. ორივე სკოლას საერთო სამდივნო და ადმინისტრაცია აქვს. ვადუცის საშუალო და უმაღლესი სკოლებიც ვადუცშია განთავსებული, აქვეა გიმზანიაც.
რელიგია | პროცენტული რაოდენობა |
---|---|
რომაელი კათოლიკეები | 71% |
პროტესტანტები | 9% |
ისლამი | 6% |
სხვა და არცერთი | 14% |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვადუცი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.