ეფრემ ეშბა

ეფრემ ალექსის ძე ეშბა (დ.

7 (19) მარტი, 1893, სოფ. აგუბედია, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია – გ. 16 აპრილი, 1939) — აფხაზი რევოლუციონერი და ბოლშევიკი პოლიტიკოსი, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერი ნესტორ ლაკობასთან და ნიკოლოზ აქირთავასთან ერთად. 1921 წლიდან 1927 წლამდე იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას კავკასიაში. 1927 წელს ტროცკიზმის ბრალდებით ჩამოაშორეს აქტიურ პოლიტიკას. 1936 წელს კი დიდი წმენდის ფარგლებში დააპატიმრეს და 1939 წლის 16 აპრილს სიკვდილით დასაჯეს.

ეფრემ ეშბა
ეფრემ ეშბა
დაბადების თარიღი 7 (19) მარტი, 1893
დაბადების ადგილი აგუბედია
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 1939(1939-04-16) (46 წლის)

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ეფრემ ეშბა დაიბადა 1893 წლის 7 მარტს სოხუმის ოლქში, სოფელ აგუბედიაში. ადგილობრივი აზნაურის ალექსი ეშბას ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ხუთ და-ძმას შორის. ეფრემი ჯერ კიდევ პატარა იყო როცა მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც შვილების გაზრდა დედას მოუწია. ეფრემ ეშბამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბედიაში, ადგილობრივ ერთ წლიან სასწავლებელში, ამის შემდეგ 9 წლის ასაკში იგი სწავლას აგრძელებს სოხუმის სამთო სკოლაში, სადაც მოახერხა, რომ გამხდარიყო წარჩინებული მოსწავლე, ამის შემდეგ კი 1906 წელს ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სადაც ასევე წარმატებით გააგრძელა სწავლა, გარდა სასკოლო აქტივობებისა, მან ინტერესი გამოავლინა მუსიკის მიმართ, შეისწავლა კლარნეტზე დაკვრა და ირიცხებოდა სკოლის ბენდშიც.

1909 წლიდან 16 წლის ეფრემ ეშბა სწავლას აგრძელებს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც სკოლის ჟურნალში ეფრემ ეშიბაიას სახელითა და გვარით ირიცხებოდა. აქ ოჯახის დახმარების გარეშე დარჩენილ ეშბას ერთდროულად უხდება სწავლაც და თავის რჩენაც, რის გამოც ის კერძო გაკვეთილებს უტარებდა სტუდენტებს, რათა გამოცდები ჩაებარებინათ. მოგვიანებით საკუთარ მოგონებებში იხსენებდა, რომ მართალია ის აზნაურთა წოდებიდან იყო, მაგრამ ეს წარმომავლობა მის მატერიალურ მდგომარეობაზე საერთოდ არ აისახებოდა.

ამ პერიოდში თბილისის კლასიკური გიმნაზია არ იყო მხოლოდ სასწავლებელი, აქ სტუდენტებს შორის ფარულად ხდებოდა რევოლუციური იდეების გავრცელებაც. სწორედ აქ გამოავლენს ეფრემ ეშბა ინტერესს რევოლუციური იდეებისადმი, რაც შემდგომ მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას. მან თავის მეგობრებთან ერთად გიმნაზიაში ჩამოაყალიბა რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც შენიღბული იყო როგორც ლიტერატურული კლუბი, საბოლოოდ ამ ჯგუფის გამოაშკარავება მაინც მოხდა, რასაც გიმნაზიაში სკანდალი მოჰყვა, ხოლო ეშბას ჩამოართვეს სტიპენდია, რომელიც მისი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. მიუხედავად ამ ამბებისა, იგი წარჩინებით აგრძელებს სწავლას და 1913 წელს ოქროს მედალზე ამთავრებს თბილისის კლასიკურ გიმნაზიას.

1913–1917

თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ეშბა მიემგზავრება მოსკოვში, სადაც აბარებს მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამტავრებასაც ვერ ახერხებს რევოლუციური საქმიანობის გამო. 1914 წელს კი წევრიანდება რუსეთის ბოლშევიკურ პარტიაში. იგი ხდება აქტიური წევრი სტუდენტთა არალეგალური მარქსისტული ჯგუფების, სადაც მას მეტსახელად „ფარვანას“ შეარქმევენ.

1916 წლის მარტში მას რამდენიმე თანამოაზრე სტუდენტთან ერთად აპატიმრებენ აქტიური რევოლუციური საქმიანობისათვის, თუმცა სექტემბერში მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სტუდენტები გაათავისუფლა. ამის შემდეგ ეშბა მეგობრების რჩევით ტოვებს რუსეთის იმპერიას და მიემგზავრება ტრაპიზონში, სადაც საინჟინრო-სამშენებლო რაზმის უფროსად იწყებს მუშაობას.

1917-1921

1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ მონარქია დაემხო, შედეგად მოსკოვის საოლქო-სამხედრო სასამართლომ თავიდან განიხილა ეშბასა და მისი თანამებრძოლების საქმე და მათ მოუხსნა სპეციალური საპოლიციო ზედამხედველობა. ეფრემ ეშბა ბრუნდება აფხაზეთში. ის ჯერ სამურზაყანოში ჩადის სადაც ადგილობრივი ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ხდება, შემდეგ კი ბოლშევიკების სოხუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე ხდება. ამ მომენტიდან ეშბა აქტიურად იწყებს ბოლშევიკების სასარგებლოდ მუშაობას აფხაზეთში, მეორე გავლენიან აფხაზ რევოლუციონერ ნესტორ ლაკობასთან ერთად.

1918 წლის 15 თებერვალს სოხუმის ყურეში გაჩერდა ტრაპიზონიდან სევასტოპოლში მიმავალი ბოლშევიკების კრეისერი „დაკია“, რომლის რამდენიმე მეზღვაური ნაპირზე გადავიდა. ქალაქში სეირნობისას მეზღვაურები გადაეყრებიან მეფის არმიის ყოფილ ოფიცერს თავად ნიკოლოზ ემხვარს, რომელთანაც შელაპარაკება მოუვათ, რის შედეგადაც ნიკოლოზ ემხვარმა მოკლა ერთ-ერთ მეზღვაური. გემის კაპიტანმა კატეგორიულად მოითხოვა ქალაქის მმართველობისაგან ემხვარის გადაცემა და ქალაქში ძალაუფლების სამხედრო რევოლუციური კომიტეტისთვის გადაცემა, რაზეც უარი მიიღო. ამის შედეგად ჯარისკაცებმა სოხუმი დაბომბეს და ქალაქი აიღეს. 1918 წლის 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო „აფხაზეთის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა“, რომლის თავმჯდომარე ეფრემ ეშბა გახდა. ემხვარი შეიპყრეს და გემის მატროსებს გადასცეს, რომლებმაც ის ორთქლში დააღრჩვეს.გემ „დაკიას“ შემდეგ სოხუმს შავი ზღვის ფლოტის სხვა გემები, საესკადრო ნაღმოსანი „დერსკი“ და ჯავშნოსანი „პრინც კარლი“ მიადგნენ, ისინი შიშსა და ტერორს ნერგავდნენ მოსახლეობაში.ბოლშევიკური გადატრიალების შესაჩერებლად ქალაქის ხელმძღვანელობამ დაიწყო სპეციალური ზომების მიღება. შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტი, რომელსაც ბენიამინ ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მოჰყვა მთელი რიგი ანტიბოლშევიკური ზომები. შავი ზღვის ფლოტის გემებმა სოხუმი დატოვეს 21 თებერვალს. საბოლოოდ ეფრემ ეშბა, გეორგ ათარბეგოვი და ნ. სვანიძე და სამხედრო რევოლუციური კომიტეტის სხვა წევრები იძულებულები გახდნენ დატოვებინათ სოხუმი და გაემგზავრონ ბათუმში.

ბათუმში 1918 წლის გაზაფხულზე გაიმართება ბოლშევიკების შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა, მამია ორახელაშვილი, გეორგ ათარბეგოვი და გემ „ივანოვოს” წარმომადგენელი. ამ შეხვედრაზე მომზადდა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა დაწყებულიყო ბოლშევიკური შეიარაღებული სამხედრო აჯანყება აფხაზეთში. ეშბა ხდება ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმიდან გუდაუთაში იარაღის გადატანის საქმეში, რომელიც ხორციელდებოდა ბოლშევიკების შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურების დახმარებით. ეშბა ასევე ხელმძღვანელობს გუდაუთაში მყოფ აჯანყებულთა საორგანიზაციო კომიტეტს.

1918 წლის 8 აპრილს აფხაზეთში იწყება ბოლშევიკური აჯანყება, 11 აპრილისათვის აჯანყებულებმა დაიკავეს მთელი აფხაზეთი კოდორის უბნის გამოკლებით. აფხაზეთში ხელისუფლება გადავიდა საოლქო რევოლუციური კომიტეტის ხელში, რომლის თავმჯდომარე ხდება ეფრემ ეშბა, ხოლო მოადგილეები ხდებიან ნესტორ ლაკობა და გეორგ ათარბეგოვი. 1918 წლის 11 მაისს დასაწყისში აფხაზეთში შევიდა ქართული სახალხო გვარდია. ამის შემდეგ ეშბა დაუკავშირდა საბჭოთა რუსეთსა და შავიზღვისპირეთში განლაგებულ ბოლშევიკურ ძალებს და სთხოვა დახმარებას, რათა აფხაზეთში შენარჩუნებულიყო საბჭოთა ხელისუფლება. ეშბამ თანამოაზრეებთან ერთად 17 მაისს დატოვა სოხუმი ის ჯერ სოჭში გადავიდა, სოჭში ჩამოყალიბდა შავიზღვისპირეთის შტაბი ნ. პოიარკოს ხელმძღვანელობით. ეფრემ ეშბამ და ნესტორ ლაკობამ დაიწყეს საბრძოლო რაზმების შედგენა მაიკოპში, სადაც ერთი პოლკი შეადგინეს. მათ დაახლოებით 2000 კაციანი შევსება მიიღეს სოჭისა და ადლერიდან სოჭის აღმასკომის თავმჯდომარის, გ. კრიშტოფის ხელმძღვანელობით. 17 ივნისს რუსებმა ალყა შემოარტყეს გუდაუთას20 ივნისს ბოლშევიკებმა აიღეს ახალი ათონი აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის. 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, აფხაზეთში გაგზავნილ იქნა რეგულარული არმიიის ნაწილები. მაზნიაშვილმა შეტევა დაიწყო 22 ივნისს, აიღო ახალი ათონი და შემდეგ დღეს — გუდაუთა. ტყვედ იქნა აყვანილი ნესტორ ლაკობა, ხოლო ეფრემ ეშბა და გეორგ ათარბეგოვი ჩამოშორდნენ აფხაზეთს და საქმიანობა გააგრძელეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ეშბა საბოლოოდ ჩავიდა ეკატერინოდარში და ყუბანის პირა ტერიტორებში ჩაერთო ბოლშევიკების სასარგებლოდ ბრძოლაში. მალევე მას ირჩევენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, თუმცა ამ საბჭოთა რესპუბლიკამ დიდხანს არსებობა ვერ შეძლო და მალევე დენიკის მოხალისეთა არმიის ხელში აღმოჩნდა. ეშბა ამ დროს ჯერ გეორგიევსკთან ებრძვის თეთრებს შემდეგ კი კისლოვოდსკში, სადაც ქალაქის დაცვის ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას. აქ ერთ-ერთი ბრძოლისას იგი თეთრ არმიას ტყვედ ჩაუვარდება, თუმცა თავის დაღწევას შეძლებს და ქლუხორის უღელტეხილის გავლით 1918 წლის ბოლოს აფხაზეთში დაბრუნდება სადაც განაახლებს მიწისქვეშა ბოლშევიკურ საქმიანობას, ამის შემდეგ მალევე 1918 წლის დეკემბერში იგი დატოვებს აფხაზეთს და გაემგზავრება მოსკოვში სადაც მუშაობას იწყებს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ეროვნებათა საკითხებში სახალხო კომისრად. სადაც მას ჩრდილოეთ კავკასიის საქმეები ებარა.

1919 წლის დასაწყისში ბოლშევიკური რუსეთი იწყებს ყურადღების გამახვილებას ჩრდილოეთ კავკასიის საკითხის მიმართ. სერგეი კიროვის ხელმძღვანელობით იწყება მნიშვნელოვანი ექსპედიცია ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლის მიზანს წარმოადგენდა ჩრდილოეთ კავკასიის არმიის მომარაგება, რომელიც საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიად გადაკეთდა, ასევე დენიკინელებისა და ადგილობრივი მთის ხალხთა რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ექსპედიციაში ეფრემ ეშბა მონაწილეობს, როგორც კიროვის თანაშემწე. ათ დღიანი მოგზაურობის შემდეგ ექსპედიციამ მიაღწია ქალაქ ასტრახანს, სადაც იყო განლაგებული კასპიურ-კავკასიური ფრონტის სარდლობა, რომელსაც ექვემდებარებოდა მე-11 არმია. თავდაპირველ ეტაპზე ბოლშევიკებმა წინსვლა ვერ შეძლეს და საფრთხე თავად ასტრახანსაც დაემუქრა, ხოლო ეშბა ტიფით დაავადდა, თუმცა საბოლოოდ თეთრების წინსვლა შეჩერებული იქნა. ამ მოვლენების შემდეგ 1919 წლის თებერვალში ეშბა მოსკოვში ბრუნდება.

1919 წლის შემოდგომაზე რუსეთის სამხრეთში დენიკინის არმიამ დიდ წარმატებას მიაღწია და მნიშვნელოვანი ტერიტორიებიც დაიკავა. ბოლშევიკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დენიკინელებთან საბრძოლველად პარტიის გამოჩენილი მუშაკები გაეგზავნათ ფრონტის ხაზზე წითელი არმიის უკეთესად მომზადების მიზნით. ამ მისიის ფარგლებში ფრონტის ხაზზე ეფრემ ეშბაც იგზავნება. მოსკოვიდან ის ჩადის ასტრახანში და მონაწილეობს ქალაქის დაცვის ოპერაციაში.

ასტრახანიდან პატარა სათევზაო გემით მეთევზედ გადაცმული ეფრემ ეშბა საიდუმლო მისიით მიემგზავრება ბაქოში სადაც ხვდება ანასტას მიქოიანს, ლ. გოგობერიძესა და სხვა ბოლშევიკებს. გარკვეული დროის განმავლობაში იგი რჩება ბაქოში და ეხმარება ადგილობრივ ბოლშევიკებს, შემდეგ კი ჩადის თბილისში სადაც კავშირს აბამს ადგილობრივ ბოლშევიკებთან, თუმცა აქ ხდება მათი გამოაშკარავება და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურები აკავებენ ბოლშევიკების ნაწილს, თვითონ ეშბა კი თავის დაღწევას ახერხებს და გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში სადაც ხვდება და ეხმარება ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში არსებულ ბოლშევიკურ პარტიზანულ დაჯგუფებებს. აქ მან ორგანიზება გაუწია ყაბარდოსა და ბალყარეთის დაფანტული რაზმების გაერთიანებას და გააგზავნა ისინი ბოლშევიკების ძირითად ძალებთან შესახვედრად, რომლებიც უკვე ახლოს იყვნენ კავკასიის მთებთან.

1919 წლის ნოემბერში ეფრემ ეშბა ფარულად ბრუნდება საქართველოში, მის მიზანს წარმოადგენდა ნიადაგის მომზადება საქართველოში ბოლშევიკური რევოლუციისათვის, თუმცა მას მალევე გამოაშკარავებენ და დააპატიმრებენ. დაპატიმრებულ ეშბას მეტეხის ციხეში ჩასვამენ სადაც სასჯელს სხვა ბოლშევიკებიც იხდიდნენ. იგი ციხეში სერგო ქავთარაძესთან და ა. ტერ-პეტროსიანთან(კამო) ერთად იხდის სასჯელს. მალევე კამოს გაათავისუფლებენ ეშბას კი ქუთაისის ციხეში გადაიყვანენ. 1920 წელს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა დაპატიმრებული ბოლშევიკების გათავისუფლებასაც. გათავისუფლებული ეშბა აფხაზეთის გავლით მიემგზავრება რუსეთში. სადაც ჩადის ეკატერინოდარში(დღევანდელი კრასნოდარი) და ხვდება მეორე აფხაზ რევოლუციონერს ნესტორ ლაკობას.

ეკატერინოდარში ყოფნისას ყუბანისპირეთში გამოჩნდა ბარონ პეტრე ვრანგელის ჯარები, ეფრემ ეშბა მრავალ სხვა პარტიულ მაღალჩინოსანთან ერთად მიემგზავრება ფრონტის ხაზზე სადაც მონაწილეობა მიიღო ბრძოლაში სოფელ ოლგინსკაიასთან. თეთრი არმიის მოგერიების შემდეგ ეფრემ ეშბა აირჩიეს ლაბინსკის პარტიული კომიტეტის მდივნად. 1920 წლის აგვისტოს ბოლოს ეშბა ლაკობასთან და აქირთავასთან ერთად მიემგზავრება ბაქოში აღმოსავლეთის ხალხთა პირველ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პირველ სექტემბერს გაიხსნა.

კონგრესის დასრულების შემდეგ ეშბა და ლაკობა რჩებიან ბაქოში და მონაწილეობას იღებენ საქართველოს გასაბჭოების გეგმის მომზადებაში, მათთან ერთად ჯგუფში შედიოდნენ: ს. ორჯონიკიძე, ს. კიროვი, ე. სტასოვა, ფ. მახარაძე და სხვები. 1921 წლის 12 თებერვალს დაიწყო საბჭოთა ჯარების ინტერვენცია საქართველოში, ბოლშევიკებმა შექმნეს საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, ამის პარალელურად ცალკე ქმნიან აფხაზეთის რევოლუციურ კომიტეტს, რომლის თავმჯდომარე ეფრემ ეშბა ხდება.

1921 წლის 4 მარტს საბჭოთა ჯარები სოხუმში შევიდნენ. აფხაზეთში ხელისუფლება გადავიდა აფხაზეთის რევკომის ხელში, რომელსაც ეფრემ ეშბა ხელმძღვანელობდა. 1821 წლის 28 მარტს ბათუმში გაიმართა რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს მაღალჩინოსნების შეხვედრა, რომელსაც სერგო ორჯონიკიძე თავმჯდომარეობდა. შეხვედრას ესწრებოდა ეფრემ ეშბა. შეხვედრაზე ერთ-ერთ გადაწყვეტილებად მიღებულ იქნა, რომ სანამ აფხაზეთის სტატუსი საბოლოოდ მოგვარდებოდა ის გამხდარიყო დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა.

გასაბჭოების შემდგომი პერიოდი

ეშბა სათავეში ჩაუდგა საბჭოთა აფხაზეთს, ხოლო მეორე აფხაზი რევოლუციონერი ნესტორ ლაკობა საბჭოთა აფხაზეთის მეორე პირი გახდა, თუმცა ეშბამ მალევე დატოვა აფხაზეთი და საბჭოთა აფხაზეთის მმართველობა ნესტორ ლაკობას ხელში გადავიდა.

1922 წლიდან ეფრემ ეშბა პოლიტიკურ კარიერას თბილისში აგრძელებს. 1922 წლის 6 მარტს მას ირჩევენ საქართველოს კომუნისტური პარტიის პრეზიდიუმის წევრად და პარტიის მესამე მდივნად. ეშბა ასევე ხდება საქართველოს სსრკ-ს აღმასკომის და მისი პრეზიდიუმის წევრიც. ამავე წლის 14 ოქტომბერს ეშბას ნიშნავენ საქართველოს სსრ-ს იუსტიციის სახალხო კომისრად, თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავა. [1][3][4] 1922 წელს ეფრემ ეშბა მიემგზავრება მოსკოვში და აბარებს მოსკოვის წითელი პროფესორების ინსტიტუტში, რომელსაც 1924 წელს ამთავრებს ამის შემდეგ ის მიემგზავრება ლონდონში, როგორც საბჭოთა კავშირის სავაჭრო მისიის ინსპექტორატის უფროსი, შემდგომ კი იგი შედიოდა საბჭოთა კავშირის სავაჭრო მისიაში ლონდონში. 1925 წლის თებერვალში ბრიტანეთში საბჭოთა დელეგაციის რამდენიმე წევრს მათ შორის ეფრემ ეშბასაც უარი ეთქვა ბრიტანეთში ყოფნის გახანგრძლივებაზე.

საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ეფრემ ეშბა მუშაობას იწყებს მშრომელთა და გლეხთა ინსპექციის აპარატში. 1926 წლის იანვრიდან კი ხდება ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. ამავდროულად ხდება პარტიის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური კომიტეტის წევრად. ეს პოსტი მას 1927 წლის აგვისტომდე ეკავა.

1927 წელს ეფრემ ეშბა ტროცკიზმის ბრალდებით გარიცხეს პარტიიდან, თუმცა მან მალევე აღიარა საკუთარი შეცდომა, რის შედეგადაც მალევე შეძლო პარტიაში აღდგენა, ამის შემდგომ უკვე თავადაც დაიწყო ტროცკიზმისა და ტროცკისტების წინააღმდეგ ბრძოლა.

1928 წელს ეფრემ ეშბა ნიუ-იორკში მუშაობს საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობაში. 1929 წელს იგი თან ახლდა ამერიკელი ტრაქტორისტების ჯგუფს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ორი წლით იყვნენ გამოგზავნილები.

1930-1935 წლებში ეფრემ ეშბა მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში და სსრკ-ს მრეწველობის სახალხო კომისარიატში ბოლოს კი მოსკოვის გამომთვლელ მანქანათა ქარხნის საგეგმო განყოფილების უფროსი იყო.

დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა

1936 წელს ეფრემ ეშბას აპატიმრებენ, მას ბრალად ედებოდა ტროცკისტებთან კავშირი და ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. დაპატიმრებული ეშბა ჯერ მოსკოვის ბუტირკის ციხეში ხვდება, საიდანაც ჯერ ვლადივოსტოკში შემდეგ კი მაგადანში გადაჰყავთ. 1939 წელს კი მას სიკვდილით სჯიან. ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო თუ სად იყო დაკრძალული იგი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეფრემ ეშბას შვილიშვილმა ვიქტორ აბრამიან-ეშბამ დაიწყო კვლევა, რათა დაედგინა თუ სად იყო ეფრემ ეშბა დაკრძალული. საბოლოოდ მან განაცხადა, რომ მოსკოვის სიახლოვეს სოფელ კომუნარკაში ერთ-ერთი საერთო საფლავთან მდებარე კედელში 6000-ზე მეტ სახელსა და გვარს შორის ამოიკითხა ეფრემ ეშბას სახელი და გვარი. ასევე დახვრეტის თარიღი 1939 წლის 14 აპრილი.

რეაბილიტაცია

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია შეეხო ეფრემ ეშბასაც. XX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზმა ისტორიკოსმა გიორგი ძიძარიამ ეფრემ ეშბას მოღვაწეობაზე კვლევა ჩაატარა და მისი ბიოგრაფია აღწერა. 1983 წელს ნესტორ ლაკობასა და ეფრემ ეშბას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა საბჭოთა საქართველოში, მათ შორის თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ეფრემ ეშბას სახელი.

ქორწინება და ოჯახი

1921 წელს მან თბილისში გაიცნო რუსი გენერლის ვლადიმერ შჩიგროვსკის ქალიშვილი მარია, რომელზედაც მალევე იქორწინა და შეეძინა ორი გოგონა მარინა და ელიზაბედი. მარინა შემდგომში მოქანდაკე გახდა, სწორედ მას ეკუთვნის ეფრემ ეშბას ბიუსტი სოხუმში.

ეფრემ ეშბა და საქართველო

ეფრემ ეშბა თავისი ბოლშევიკური პოზიციის გამო თავიდანვე აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში. 1917-1918 წლებში აფხაზეთში ყოფნისას ცდილობდა, რომ აფხაზეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკები ყოფილიყვნენ და ყველანაირად ეწინააღმდეგობოდა მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებას. ამის შემდგომ 1918-1921 წლებში ის საქართველოში ორჯერ ჩამოდის მის მიზანს კი წარმოადგენდა ნიადაგის მომზადება ბოლშევიკური გადატრიალებისათვის. მეორე ვიზიტისას მას აპატიმრებენ და გარკვეული დროით იგი საპატიმროში ხვდება. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი ხდება აფხაზეთის რევკომის თავმჯდომარე და ბათუმის კონფერენციაზე აღწევს იმას, რომ აფხაზეთის აღიარება ხდება, როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის. 1922 წლიდან ის პოლიტიკურ კარიერას თბილისში აგრძელებს და იკავებს რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტს, ხდება საქართველოს კომუნისტური პარტიის მესამე მდივანი და 1922 წლის შემოდგომაზე რამდენიმე კვირით იკავებს საქართველოს სსრ-ს იუსტიციის სახალხო კომისრის პოსტს. 1922 წლის დეკემბერში იგი ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება მოსკოვში, ამის შემდეგ მას საქართველოსთან მნიშვნელოვანი შეხება აღარ ჰქონია.

ლიტერატურა

  • Дзидзария Г.А.Ефрем Эшба.— М., 1967
  • Blauvelt, Timothy K. (2014), "The Establishment of Soviet Power in Abkhazia: Ethnicity, Contestation and Clientalism in the Revolutionary Periphery", Revolutionary Russia 27 (1): 22–46,

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ეფრემ ეშბა ბიოგრაფიაეფრემ ეშბა გასაბჭოების შემდგომი პერიოდიეფრემ ეშბა დაპატიმრება და სიკვდილით დასჯაეფრემ ეშბა რეაბილიტაციაეფრემ ეშბა ქორწინება და ოჯახიეფრემ ეშბა და საქართველოეფრემ ეშბა ლიტერატურაეფრემ ეშბა რესურსები ინტერნეტშიეფრემ ეშბა სქოლიოეფრემ ეშბა16 აპრილი189319 მარტი19211927193619397 მარტიაგუბედიააფხაზებიბოლშევიკებინესტორ ლაკობანიკოლოზ აქირთავარუსეთის იმპერიასიკვდილით დასჯასოხუმის ოკრუგიტროცკიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული დამწერლობაეიფელის კოშკიკურო (ასტროლოგია)იგავ-არაკივატიკანიმუსიკაგოგირდიანტონიმიანა ნაცვლიშვილიბრუნებამიხეილ ხერგიანისამასი არაგველისვანური კოშკითბილისის ზღვახემარწყვასოფლის მეურნეობადანიამალტაოსმალეთის იმპერიაპუნიკური ომებიმგელიმზის დაბნელებაევროპა-აზიის საზღვარიაბას I (ირანი)ძაღლიმასტურბაციაარაბობა საქართველოშიკასპიის ზღვაელენე ახვლედიანიმარიამ ლაშხიიგიხრესილის ბრძოლაბოლნისის სიონილობიოოქსიდიგალაკტიონ ტაბიძევარძიაკავკასიამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიმაჰმადისაქართველოს კანონიავსტრალია (კონტინენტი)საფრანგეთისაჭმლის მომნელებელი სისტემაშარკა ბლუმერაბ მამარდაშვილიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვოლფგანგ ამადეუს მოცარტილეიკოციტოზილადო ასათიანილევან ხაბეიშვილიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმარო მაყაშვილიკახეთიათეროსკლეროზიმარსისაქართველოს სამოქალაქო ომიკვარცინაცვალსახელისტუმარ-მასპინძელიგიორგი IV ლაშაქაქუცა ჩოლოყაშვილიალეკო ელისაშვილისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაუკრაინასაქართველოს სახელმწიფო დროშასამკუთხედიძახილის წინადადებაიმპრესიონიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკრწანისის ბრძოლამტკვარიგიორგი ლეონიძეჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასეკულარიზმიდელფინებიხინკალი🡆 More