ერუშეთი

ერუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე მტკვრის ზემო წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში).

ერუშეთი
ერუშეთის ტერიტორია 1926 წლის კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე

ისტორიული გეოგრაფია

მოიცავდა ტერიტორიას ერუშეთის ქედსა და მტკვარს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა.

ვახუშტი ბატონიშვილს ერუშეთი აღწერილი აქვს როგორც რეგიონი მდებარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ხოლო მის მოსაზღვრე რაიონებად მოჰყავს: სამცხე, შავშეთი და არტაანი. საგულისხმოა ის რომ ვარძია და მიმდებარე ძეგლები ვახუშტის აღწერილი აქვს სამცხეში, თუმცა როდესაც სამცხის საზღვრებზე საუბრობს, იქ ერუშეთსა და სამცხეს შორის საზღვრად ერუშეთის მთები მოჰყავს. ანალოგიურად ვარძია ვახუშტის რუკებზე გაფერადებულია იმავე ფრად როგორიც სამცხეა, თუმცა ვარძია ცნობილია როგორც ჯავახეთის ძეგლი.

ერუშეთი 
ერუშეთი ვახუშტის რუკაზე
ერუშეთი 
ერუშეთისათჳს. ხოლო აწ კვალად ვიწყებთ მტკვრიდამვე. ვარძიას ზეით, ჴრამის თავს, სამღერეთს, მტკვარს მოერთვის ერუშეთის მდინარე. ეს გამოსდის ერუშეთსა და ფირჩხისხევის შორის მთასა. მოდის ჩრდილოთ-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთს-სამჴრეთს შუა. ამ წყალზედ არს სამღერეთის დასავლით, ნაქალაქევი, სადაცა იყო ნაქალაქევი და აწ არს დაბა. აქ აღაშენა ეკლესია გუნბათიანი, შვენიერი, წარმოგზავნილმან დიდის კონსტანტინესამან, წარსაგებელითა კეისარისათა, რომელნი მოვიდოდნენ მირიან მეფისთანა, და დაასვენეს მას შინა სამსჭვალი ქრისტეს უფლისა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ერუშეთისა და არტაანისა, მტკვრის დასავლეთისა. აწცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი. ხოლო ერუშეთს მზღვრის: აღმოსავლით მტკვარი და მთა ამისი და სამცხეს შორისი, და გარდავლენან მას მთასა ზედა გზანი სამცხეს; სამჴრით — არსიანიდამ ჩამოსული მთა აღმოსავლეთად სამღერეთამდე, ერუშეთს და არტაანს შორისი; დასავლით — მთა არსიანი, სადაცა გარდავლენან გზანი შავშეთს და ტბეთს; ჩრდილოთ — მთა ამასა და ფოცხვისჴევს შორისი და ამასა და სამცხეს შორისი. ამ მთაზედ გარდავლენან გზანი ფოცხვისჴევსა და სამცხეს შინა. და არს ეს ერუშეთი უვენახო, უხილო ვითარცა ჯავახეთი, ეგრეთვე მოსავლითაცა, პირუტყვით, ნადირითა და მდინარე-თევზითა, არამედ მთანი არიან ტყიანნი გარემოს მისსა და ყვავილოვან-ბალახოვან-წყაროიანნი.“

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის, ცნობაც იმეორებს ვახუშტისეულ ერუშეთის განმარტებას. აღნიშნული საბუთის საფუძველზე ერუშნელის საეპისკოპოსო იწყებოდა ტოლოშიდან, ადგილი სადაც სრულდება სამცხე.

ერუშეთი 
„Ⴡ. ერუშნელის სამწყსო ტალაშოს ზეითი, სულა არტანა კოლის სამზღურამდინ.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

ისტორია

ძველი ქართული ტრადიის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.). შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XX საუკუნის დასაწყისში ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა ე. თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.

ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960;
  • კუდავა ბუბა, საითიძე გოჩა, ჯოჯუა თემო, „შავშეთისა და ერუშეთის ისტორიული გეოგრაფიისათვის“, თბ., ინტელექტი, 2005

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ერუშეთი ისტორიული გეოგრაფიაერუშეთი ისტორიაერუშეთი ლიტერატურაერუშეთი რესურსები ინტერნეტშიერუშეთი სქოლიოერუშეთიარტაანითურქეთიმტკვარისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ატლანტის ოკეანენატურალური რიცხვიყირიმის ომილუვრიალკოჰოლიზმიმალტაალუდა ქეთელაური (მომღერალი)იგივარძიამუშთაიდის ბაღილონდონივახტანგ I გორგასალიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)ანტონიმიგრიგოლ ხანძთელიკვადრატილომისაქართველოს მუნიციპალიტეტებიძირითადი საშუალების ცვეთასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაფეხბურთივახტანგ VIგლობალიზაციაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვამერაბ მამარდაშვილიცოტნე დადიანიივანე ჯავახიშვილიდემეტრე Iიესო ქრისტედისკრიმინაციაევროპაგორიფაშიზმიეზიდებიგიორგი სააკაძეთრომბოციტებიაპენდიციტიჩინეთის ისტორიაარასამთავრობო ორგანიზაციაალეგორიაზებულონისამკურნალო მცენარეებიარგონავტებიოშკინიუ-იორკიკუნთებიდავით IV აღმაშენებელილეონარდო და ვინჩიიოჰან სებასტიან ბახიმიხეილ ჯავახიშვილისიყვარულივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ექსპრესიონიზმიბზობადიდება (ჰიმნი)ტერენტი გრანელილამპრობანილოსიძალადობამონაკოწიგნი სიბრძნე სიცრუისაჭიაკოკონობაგერმანიის ქალაქების სიამურა დათვინოდარ დუმბაძეგია ყანჩელიწრეწირიაქლემიმიხეილ ხერგიანითირკმელირთველიშიდსისლოვაკეთიბრუნება🡆 More