ეროზია

ეროზია (ლათ.

ეროზია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეროზია (მრავალმნიშვნელოვანი).

erosio — ამოჭმა) — წყლის ნაკადის დამანგრეველი ზემოქმედება კალაპოტის ამგებელ ქანებსა და ნიადაგზე. გაპირობებულია წყლის ჭავლის და ნაკადში ატივტივებული მყარი მასალის უშუალო მექანიკური მოქმედებით კალაპოტზე. აღნიშნული პროცესები, ჩვეულებრივ, ერთდროულად მიმდინარეობს. ნაკადის ეროზიულ უნარს განსაზღვრავს წყლის მასა, დინების სიჩქარე და მყარი მასალის რაოდენობა.

ეროზია
ეროზიული პროცესების შედეგი
ეროზია
ეროზია ერთ-ერთ კანიონში (აშშ)

ხანგრძლივი ეროზიული მოქმედების შედეგად ნაკადი გამოიმუშავებს ისეთ გასწვრივ პროფილს, რომლის დახრილობა მატულობს შესართავიდან სათავისაკენ. ესაა წონასწორობის პროფილი, რომლის ქვემო წერტილს ეროზიის ბაზისი ეწოდება.

ეროზიის ბაზისის დაწევა იწვევს ეროზიის გაძლიერებას, აწევა კი — შენელებას. ეროზიის შედეგად დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ხაზობრივი გავრცელების მქონე ეროზიული ფორმები — ხრამი, ხევი, ხეობა, კანიონი და სხვა.

ეროზიის ზემოქედება რელიეფის მსხვილ ელემენტებზე (ქედი, მთის მასივი) იწვევს მათ დანაწევრებას და ეროზიული რელიეფის შექმნას, რელიეფის დანაწევრების სიღრმეს განსაზღვრას დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობის ხასითი. ფართო გაგებით ეროზია მოიცავს ეგზოგენური პროცესების დამანგრეველ ზემოქმედებას. ეროზიულ პროცესებს მოყვება ეროზიული რელიეფის შექმნა, რომელიც მსოფლიოში საყოველთად არის გავრცელებული. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

საქართველოში ეროზიული რელიეფი მეტად ფართოდაა გავრცელებული. ეროზიული ფორმების უქონლობა მხოლოდ ისეთ სივრცეებს ახასიათებს, სადაც ამჟამად აკუმულაცია მიმდინარეობს (კოლხეთის დაბლობის შუა, დაოჭაობებული ნაწილი). კავკასიონის მაღალ ნაწილებში და ანტიკავკასიონის უმაღლეს მასივებზე ისინი გარდაქმნილია ყინულის მექანიკური მოქმედებით და ნაწილობრივ ამოვსებულია მყინვარებითა და ფირნის მინდვრებით, ხოლო კირქვულ სუბსტრატზე მათ კარსტული დრენაჟის შედეგად წყლის ნაკადი დაუკარგავთ და „მკვდარი ხეობების“ სახით გვევლინებიან. ასეთი რელიქტური ეროზიული ხეობები, კარსტული მხარეების გარდა, სხვა რეგიონებშიცაა მდინარეული მოტაცებებისა და ჰავის გამშრალების შედეგად.

ცნება ეროზია შემოიღო ამერიკელმა გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1877 წელს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 207.
  • Маккавеев Н. И., Русло реки и эрозия в ее бассейне, М., 1955;
  • Вопросы эрозии и стока. (Сборник), М., 1962;
  • 3вонкон В. В., Водная и ветровая эрозия Земли, М., 1962;
  • Мирцхулава Ц. Е., Инженерные методы расчета и прогноза водной эрозии, М., 1970.

Tags:

კალაპოტილათინური ენანიადაგიწყალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელენე ხოშტარიაიბერიამეტაბოლიზმიმარიამ მაგდალინელიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გასტრიტიმინერალებიღვიძლიქვეწარმავლებიკირჩხიბი (ასტროლოგია)ელენე ახვლედიანიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითიმერეთიმონღოლებიწყალიმასონობაბორჯომიზებულონიმედუზებიმთის არწივიგეოპოლიტიკატოლერანტობაკვარციმარტივი რიცხვინავთობიმთაზიარებაქართული საბჭოთა ენციკლოპედიასიტყვაალუდა ქეთელაურიფრანკთა სახელმწიფოძველი თბილისიმიტრანაწლავებინატურალური რიცხვიჯემალ ქარჩხაძევახტანგ Vსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიცხელი ძაღლიხვიჩა კვარაცხელიასქესობრივი აქტიადმირალი (პეპელა)ჰაერიოქროალეგორიასანქტ-პეტერბურგისაფრანგეთის რევოლუციასასმელი წყალისოლომონ დოდაშვილიფეხბურთიტერენტი გრანელისინონიმებიბირთვული იარაღილარისაქართველოს დიდი სოფლებიღვარცოფიმარქსიზმიამფიბიებიფოტოსინთეზისოლომონ Iდუბაიმდინარეწმინდა სამების საკათედრო ტაძარირიცხვითი სახელიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენანაცვალსახელიმიგრაციაბატონებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიჯაყოს ხიზნებისამეგრელომალტაინგლისიბერძნული მითოლოგიათბილისის მეტროპოლიტენილიბერალიზმიდავით IIIმართკუთხედივაჟა-ფშაველა🡆 More