ერვინ ოიგენ იოჰანეს რომელი (გერმ.
15 ნოემბერი 1891, ჰაიდენჰეიმი, გერმანია — გ. 14 ოქტომბერი 1944, ჰერლინგენი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის არმიის მთავარსარდალი ჩრ. აფრიკაში მეორე მსოფლიო ომის დროს. ბრიტანელების მიერ „უდაბნოს მელად“ (ინგლ. Desert Fox) წოდებული.
ერვინ იოჰანეს ოიგენ რომელი | |
---|---|
ერვინ რომელი | |
მეტსახელი | უდაბნოს მელა |
დაბადების თარიღი | 15 ნოემბერი, 1891[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | ჰაიდენჰაიმი, ვიურტემბერგის სამეფო, გერმანიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 14 ოქტომბერი, 1944[11] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] |
გარდაცვალების ადგილი | ჰერლინგენი, გერმანია |
კუთვნილება | გერმანიის იმპერია (1918) ვაიმარის რესპუბლიკა (1933) მესამე რაიხი |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1911 1944 |
წოდება | გენერალ-ფელდმარშალი |
მეთაურობდა | Army Group B, 7th Panzer Division, აფრიკის კორპუსი და Panzer Army Africa |
ბრძოლები/ომები |
|
ჯილდოები | პურ-ლე-მერიტი რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი, მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით სამხედრო მამაცობის ჯვარი (ავსტრია-უნგრეთი) |
კავშირი | მანფრედ რომელი |
ერვინ რომელი დაიბადა 1891 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ჰაიდენჰაიმში ევანგელისტი პროფესორის ერვინ რომელისა და მისი მეუღლის ჰელენე ლუცის ოჯახში. ის ოჯახის მეორე შვილი იყო და იმავე წლის 17 ნოემბერს მოინათლა. ერვინს ჰყავდა 2 ძმა, გერჰარდი და კარლი და 1 და, ჰელენე. რომელს სურდა ავიიაციის ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მამის დაჟინებით ოფიცრის კარიერა აირჩია. მან გიმნაზია შვებიშ გმიუნდში დაამთავრა და არმიაში დაიწყო მსახური. იგი ჩაირიცხა კადეტად მეფე ვილჰელმ I-ის №124 ინფანტერიის პოლკში ქალაქ ვაინგარტენში.
1911 წლის მარტში რომელმა ქალაქ დანციგში სამხედრო სკოლის კადეტთა საღამოზე გაიცნო ლუცია მარია მოლინი, რომელზეც მოგვიანებით 1916 წელს იქორწინა. თუმც მანამდე იმავე საღამოს მას შეუყვარდა ვალბურგა შტემერი, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, გერტრუდა. ბავშვს რომელი, რაკი უკანონოდ იყო დაბადებული, თავის შვილად არ აღიარებდა და მესამე რაიხის პერიოდში ძმისშვილად ასაღებდა. თავის მეუღლესთან, ლუცია მოლინთან ერვინ რომელს 1928 წელს შეეძინა ვაჟი მანფრედ რომელი.
მოგვიანებით ნსდაპ-ის პროპაგანდამ გაავრცელა ისტორია თითქოს რომელი უბრალო ხელოსნის ვაჟი იყო, რომელიც პარტიაში ერთი-ერთი პირველი შევიდა. ამით პროპაგანდა მას, როგორც სამაგალითო წევრს ასაღებდა. რომელი თვითონ ყველა ხერხით ებრძოდა და ეწინააღმდეგებოდა მისი ბიოგრაფიის ასეთ დამახინჯებას.
1941 წლის ზამთარში აფრიკის ფრონტზე იტალიელების კატასტროფული მარცხის შემდეგ, მუსოლინიმ ჰიტლერს ლიბიაში ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. თავდაპირველად გერმანული ჯარების მეთაურად ერიკ მანშტაინსა და გენერალ ბარონ ფონ ფუნკს ასახელებდნენ, მაგრამ ფიურერმა არჩევანი ერვინ რომელის სასარგებლოდ გააკეთა. 1941 წლის იანვარში ჰიტლერმა თავად მიანიჭა ერვინს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და აფრიკაში გამგზავრება უბრძანა. 1941 წლის 12 თებერვალს მან პირველად დადგა ფეხი აფრიკის მიწაზე. მან თავიდანვე დაიწყო მატყუარა მანევრების ჩატარება რითიც აბნევდა ინგლისელ აგენტებს და ისინი ლონდონს გადასცემდნენ, რომ გერმანელებმა აფრიკაში უზარმაზარი ძალა გადაისროლეს, სინამდვილეში კი რომელმა უბრალოდ ბრძანა რამდენიმეჯერ გაეტარებინათ ტანკები ერთ ადგილას და ამ ფანდით მიზანსაც მიაღწია. ეს ერთ-ერთი მაგალითია თუ რაოდენ მოხერხებული იყო ჰიტლერის რჩეული გენერალი. მან ასევე ბრძანა ფოლკსვაგენებზე დაემაგრებინათ ტანკების ხისგან გამოთლილი მაკეტები რითაც შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს, საქმე იქამდეც მივიდა რომ აფრიკაში მყოფ მოკავშირეების ჯარებში მეთაურობამ აკრძალა ერვინ რომელის სახელის ხსენება, რადგან მისი სახელის ხსენებაც კი ძალიან ზემოქმედებდა ჯარისკაცებზე.
რომელს აფრიკაში იტალიური შენაერთები კატასტროფულ მდგომარეობაში დახვდა, ხოლო გერმანული კორპუსი კი ჯერ ფორმირების სტადიაში იყო ასე რომ მას მხოლოდ დაახლოებით 120 ტანკის და მეოთხე მსუბუქი დივიზიის იმედი უნდა ქონოდა. 1941 წლის მარტში მან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა. მოულოდნელობის ეფექტმა უდიდესი წარმატება მოუტანა და ინგლისური შენაერთები თითქმის ეგვიპტემდე გაყარა. ესე იგი რაც მოწინააღმდეგემ ორი თვის განმავლობაში მოიპოვა გერმანელმა გენერალმა ორ კვირაში დაიბრუნა. „მტერთან შეტაკებისას არც ერთი წინასწარი გეგმა არ ამართლებს“, - ეს იყო მისი დევიზი და იმპროვიზაციის იმედი ჰქონდა. გარკვევის საოცრად სწრაფი უნარით და ელვისებური რეაქციით გამოირჩეოდა.
1941 წელს აპრილში გენერალ-ლეიტენანტმა გადაწყვიტა ინგლისელების სამხედრო საზღვაო ბაზისთვის შეეტია, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და იერიშის ყველა ცდა ჩაიშალა. იმავე წელს ინგლისელები კონტრშეტევაზე გადასვლას შეეცადნენ, მაგრამ ეს ბრძოლები მათთვის სავალალოდ დასრულდა, ტანკებისა და საბრძოლო ტექნიკის ნახევარი დაკარგეს და მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ინგლისელები ბატონობდნენ და მათი ტანკებიც ერთ-ნახევარჯერ აჭარბებდნენ გერმანელებს. სამი დღის ბრძოლის შემდეგ ინგლისელებმა უკან დაიხიეს. ჰიტლერმა მაშინვე აღნიშნა ეს წარმატება და რომელს სატანკო ჯარების გენერლის წოდება მიანიჭა.
1941 წლის ზამთარში ინგლისელების ახალმა მთავარსარდალმა მაინც აიძულა რომელი უკან დაეხია, მაგრამ ამ დროებით მარცხს ჰიტლერისა და მისი საყვარელი გენერლის დამოკიდებულებაზე არ უმოქმედია. ამბობდნენ რომ სარდალი უნდა გამოირჩეოდეს ხასიათის სიმტკიცით, ჯარების ერთგულებით, და უნდა შეეძლოს მოწინააღმდეგის ინტუიციურად შეფასება და სწრაფი რეაქცია, რაც რომელის პიროვნებაში ერთად იყო თავმოყრილი. პირველივე წარმატების შემდეგ ერვინმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჯარისკაცებისგან, რადგანაც მიხვდნენ, რომ გენერალი მათგან იმაზე მეტს არ მოითხოვდა რისი გაღებაც თავად არ შეეძლო. ჯარისკაცთა აღფრთოვანებას იწვევდა ის ფაქტიც, რომ ახალი მთავარსარდალი საფრთხეს არასდროს ემალებოდა. „სადაც რომელია, იქ იერიშია“ - გვამცნობს იმდროინდელი სამხედრო ანდაზა.
1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის მკვლელობის მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ (იხ. 20 ივლისის შეთქმულება) ბრალი დასდეს შეთქმულებაში მონაწილეობაში (პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა). ჰიტლერს არ უნდოდა, რომ ხალხში დიდი ავტორიტეტის მქონე მარშალი მის მტრად წარმოჩენილიყო და სახრჩობელაზე აეყვანათ. ამიტომ, მიუგზავნა ორი გენერალი, რომლებსაც მისთვის საწამლავის მიღება უნდა შეეთავაზებინათ იმ რწმუნებით, რომ მისი და მისი ოჯახის სახელი შეუბღალავი დარჩებოდა, თუკი სასამართლოს თავიდან აიცილებდა. 14 ოქტომბერს რომელმა საწამლავი მიიღო და დაიღუპა. ოფიციალურად მისი სიკვდილი ჭრილობის შემდგომ გართულებებს მიაწერეს. დაკრძალეს სრული სამხედრო პატივით.
გერმანულ ენაზე
This article uses material from the Wikipedia ქართული article ერვინ რომელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.