ემელიან პუგაჩოვი

ემელიან ივანეს ძე პუგაჩოვი (რუს.

დაახლოებით 1742, სტანიცა დონის ზომოვეისკაია — გ. 19 იანვარი/21 იანვარი, 1775, მოსკოვი) — 1773–1775 წლებში გლეხთა ომის წინამძღოლი რუსეთში. წარმოშობით კაზაკი იყო. 1756-1763 წლებში მონაწილეობდა შვიდწლიან ომში, ხოლო 1768-1770 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1771 წელს თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და 1773 წლის იანვრიდან კატორღა მიუსაჯეს. მაისში გაიქცა ყაზანის ციხიდან და ჩავიდა იაიკის კაზეკებთან. მათთან მოლაპარაკების შემდეგ დაირქვა გარდაცვლილი იმპერატორ პეტრე III-ის სახელი და კაზაკებს აჯანყებისაკენ მოუწოდა. მისი მიზანი ტიპური გამოხატვა იყო ხალხის საერთო განწყობისა — შეექმნათ კაზაკურ-გლეხური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სამართლიანი „გლეხთა მეფე“.

ემელიან პუგაჩოვი
ემელიან პუგაჩოვი

გლეხთა ომის დროს გამომჟავნდა პუგაჩოვის არაჩვეულებრივი ენერგია, სიმამაცე, გამჭრიახობა, ორგანიზატორული და სამხედრო ნიჭი. 1774 წლის 8 სექტემბერს პუგაჩოვი შეთქმულებმა შეიპყრეს და ხელისუფლებას გადასცეს. ძიება მიმდინარეობდა იაიცკი-გოროდოკში (ახლანდელი ურალსკი), სიმბირსკა (ახლანდელი ულიანოვსკი) და მოსკოვში. სასამართლო შედგა 1774 წლის 29-31 დეკემბერს მოსკოვში. სენატის განაჩენით, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ეკატერინე II-მ, პუგაჩოვი და მისი 4 თანამებრძოლი 1775 წლის 10 იანვარს სიკვდილით დასაჯეს მოსკოვში. პუგაჩოვის ოჯახი — მეუღლე სოფიო, შვილები ტროფიმი, აგრაფენა და ხრისტინა, მეორე ცოლი — „იმპერატრიცა“ უსტინია კუზნეცოვა კექსჰოლმში (ახლანდელი პრიოზერსკი) გადაასახლეს.

ლიტერატურა

  • ნაკაშიძე ნ., დონი კაცს არ უღალატებს, თბ., 1967;

Tags:

1742177521 იანვარიგლეხთა ომი ემილიან პუგაჩოვის წინამძღოლობითრუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)რუსეთირუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეპითეტინიკოლოზ ბარათაშვილიქართლის ცხოვრებავარძიარაბათის ციხერეფერენდუმითამარ გვერდწითელიფოცხვერიაფხაზეთიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჭიანჭველასებრნიკვადრატული მეტრიიაპონიადემეტრე Iსკოლასაქართველოს ფაუნარომბიქალწული (ასტროლოგია)მიქელანჯელო ბუონაროტიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიპუნიკური ომებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკალაშა ტალახაძეშავი ზღვის თევზების სიამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშითევდორე კველთელინიანგებიერეკლე IIგიორგი IV ლაშაინსულტითამარ ჩერგოლეიშვილიმთვარესაქართველოს სამოქალაქო ომიდოფამინიაბანოთუბანისვეტიცხოველიტბავეფხვიშენგენის ზონაჯუზეპე ვერდიეკატერინე IIნილოსიერთიანი ნაციონალური მოძრაობანოე სულაბერიძელეიკემიაბაბუაწვერაკანადაცილებინეიმარიგიორგი XIდიდება (ჰიმნი)კრიშტიანუ რონალდუთეთნულდიბორჯომი (წყალი)მედეა (მითოლოგია)კილოგრამიზვიად გამსახურდიაგიორგი ქოჩორაშვილიმსოფლიო მიზიდულობის კანონისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიალკოჰოლიზმიფარნავაზ Iაშშ-ის პრეზიდენტების სიაილია IIშვეიცარიამიტოზიელენე ახვლედიანიიბერიამაიმუნებიალკოჰოლური სასმელიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიალჟირირენესანსიმონოთეიზმირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)🡆 More