ელექტრული მუხტი

ელექტრული მუხტი (აღნიშვნა: q) — სხეულთა და ნაწილაკთა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მათ ურთიერთქმედებას გარე ელექტრომაგნიტურ ველთან და აგრეთვე მათ ურთიერთკავშირს საკუთარ ელექტრომაგნიტურ ველთან.

სხეული ელექტრული მუხტი მისი შემადგენელი ნაწილაკების დადებითი და უაროფითი მუხტების ალგებრული ჯამის ტოლია. ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონის თანახმად, ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემის ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივია სისტემის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესის დროს. ელექტრული მუხტი დისრეტულია. ელექტრული მუხტების ურთიერთქმედება განისაზღვრება კულონის კანონით, ხოლო კავშირი ელექტრულ მუხტსა და მის მიერ შექმნილ ელექტრომაგნიტურ ველს შორის — მაქსველის განტოლებებით.

ელექტრული მუხტი
დადებითი მუხტის ელექტრული ველი
ელექტრული მუხტი
უარყოფითი მუხტის ელექტრული ველი

სხეულის ელექტრული მუხტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ორი დადებითად დამუხტული სხეული ერთმანეთს განიზიდავს, ისევე როგორც ორი უარყოფითად დამუხტული სხეული, ხოლო საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე სხეულები ერთმანეთს მიიზიდავს. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას სწავლობს ფიზიკის დარგი კლასიკური ელექტროდინამიკა, რომელიც სამართლიანია მანამ, სანამ კვანტური ეფექტები უმნიშვნელოა.

მეოცე საუკუნეში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ მუხტი დაკვანტული სიდიდეა: ნებისმიერი სისტემის, ცალკეული სხეულისა თუ ნაწილაკის მუხტი (კვარკების გარდა) არის ელემენტარული მუხტის e-ს ჯერადი, რომელიც ტოლია e = 1,6 × 10 −19 კულონის. პროტონს აქვს e მუხტი, ხოლო ელექტრონს კი −e.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იტალიაჰაერიჩინგიზ-ყაენიმარსიკუთხედათა თუთაშხიაკვადრატიიბრაჰიმ ტრაორეწმინდა ნინოპირველი მსოფლიო ომიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)ლაშა დვალიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინიუ-იორკიფრინველებიგარემოს დაცვაუდაბნოთინათინითორმეტი ოლიმპოელისილიციუმიქაქუცა ჩოლოყაშვილიფემინიზმიმუსონებითურქეთისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამონღოლთა იმპერიაანტანტასეფსისილაშა ბექაურირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)აშშ-ის ისტორიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024გაერთიანებული სამეფოთამბაქოაიდა (ოპერა)კუნილინგუსიალავერდიყაზახეთივახტანგ I გორგასალისპორტიდედამიწის ისტორიაამეთვისტოაკაკი წერეთელიმედეა (მითოლოგია)ნიკო ნიკოლაძეჭადრაკითავის ტვინითუშეთისოლომონ კვირკველიაქვეყნების სატელეფონო კოდების სიაძუძუმწოვრებიოპერაპროტესტანტიზმიხევისბერი გოჩაოთარ კიტეიშვილიდინოზავრებირიონიგელზენკირხენისაქართველოს ქალაქებიგანათლება საქართველოშიკავკასიონიგიორგი ქინქლაძებერძენ-სპარსელთა ომებიდავით VII ულუთბილისის კურორტების ჯგუფირომის რესპუბლიკალომიასურელი მამებიხმელთაშუა ზღვაბარსელონაკურო (ასტროლოგია)აია-სოფიას ტაძარიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიაიეტი (მითოლოგია)რომის დაარსებამცხეთის ჯვრის მონასტერიმთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია (2020)🡆 More