ელეფთერ ანდრონიკაშვილი: ქართველი ფიზიკოსი

ელეფთერ ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილი (დ.

ელეფთერ ანდრონიკაშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდრონიკაშვილი.

25 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1910, პეტერბურგი — გ. 8 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

ელეფთერ ანდრონიკაშვილი
ელეფთერ ანდრონიკაშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 (25) დეკემბერი, 1910
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1989(1989-09-08) (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა ელეფთერ ანდრონიკაშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია რუსეთის იმპერია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ლუარსაბ ანდრონიკაშვილი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

დაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის და საზოგადო მოღვაწის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ცაგი). 1934-1945 წლებში ასწავლიდა თსუ-ში, 1948 წლიდან პროფესორია. ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას.

1951 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია.

ანდრონიკაშვილი მუშაობს უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში. მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზედაბალ ტემპერატურაზე თხევად ჰელიუმში ადგილი აქვს ორი სახის მოძრაობას: ნორმელურს (ბლანტს) და ზედენადს. გაზომა He II ნორმალური კომპონენტის ფარდობითი სიმკვრივისა და სიბლანტის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დაადგინა, რომ ზედენად ჰელიუმს შეუძლია ბრუნვა. უკანასკნელ წლებში თავის მოწაფეებთან ერთად შეისწავლა ამ ბრუნვის გამომწვევი დაკვანტული გრიგალები. მძიმე არასტაბილური ნაწილაკების გენერაცია და კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერული ღვარების მახასიათებლები. დისლოკაციების გაჩენა ნეიტრონებით კრისტალების დასხივებისას. ანდრონიკაშვილმა დაადგინა, რომ ცხოველთა სიმსივნურ ქსოვილებში წყალი უფრო მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, ვიდრე ნორმალურ ქსოვილებში. გაზომა ბიოპოლიმერების შიგამოლეკულური დნობის სითბო. 1952 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, ხოლო 1978 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 449.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 47, თბ., 1994

ბიბლიოგრაფია

  • ანდრონიკაშვილი, ელეფთერ., ნილს ბორი საქართველოში, თბ.: „ინტელექტი“, 2005.
  • გველესიანი, სოფიო; მამალაძე, იური., ელეფთერ ანდრონიკაშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ.: „ნაკადული“, 1971.
  • Андроникашвили Э. Л. Воспоминания о жидком гелии. — Тбилиси: Ганатлеба, 1980. — 338 с.
  • Андроникашвили, Элевтер Луарсабович // Большая русская биографическая энциклопедия (электронное издание). — Версия 3.0. — М.: Бизнессофт, ИДДК, 2007.
  • Храмов, Ю. А. Андроникашвили Элевтер Луарсабович // Физики : Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и доп. — М. : Наука, 1983. — С. 17. — 400 с.

რესურსები ინტერნეტში

ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2020-11-13 საიტზე Wayback Machine. · Treccani
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
Find a Grave

სქოლიო

Tags:

ელეფთერ ანდრონიკაშვილი ბიოგრაფიაელეფთერ ანდრონიკაშვილი ლიტერატურაელეფთერ ანდრონიკაშვილი ბიბლიოგრაფიაელეფთერ ანდრონიკაშვილი რესურსები ინტერნეტშიელეფთერ ანდრონიკაშვილი სქოლიოელეფთერ ანდრონიკაშვილი1910198925 დეკემბერი8 სექტემბერიაკადემიკოსითბილისიპეტერბურგისაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაქართველებიხელნაწერთა ეროვნული ცენტრიხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვლადიმერ ლენინიაღმოსავლეთი საქართველოვოლფგანგ ამადეუს მოცარტიეიფელის კოშკიმარტივი რიცხვიელექტრული წინაღობაზამთარიშუშანიკის წამებააშშ-ის პრეზიდენტების სიამთაწმინდის პანთეონიერეკლე IIკენგურუებიერითროციტებიენცეფალოპათიანახშირწყლებიქართული ვაზის ჯიშებისამოქალაქო საზოგადოებასოფლის მეურნეობაოპერატიული მეხსიერებაფილტვებიტონაანა ნაცვლიშვილიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითგამზრდელი (პოემა)ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზაქარია ფალიაშვილიქართული მითოლოგიასაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)არაბთა სახალიფოალცჰაიმერის დაავადებადიდგორის ბრძოლამაიმუნებიკორუფციარელიგია საქართველოშირაჭარუსული დამწერლობაჰიმალაიანტანტასაქართველოს პრეზიდენტიდალი (მითოლოგია)ზედსართავი სახელიილია ჭავჭავაძედავითი (მიქელანჯელო)ობობებივაჟა-ფშაველაკუბური მეტრიგიორგი III (საქართველოს მეფე)ჭადრაკიფობიების სიალუქსემბურგიიუდაიზმიინგლისისოკოებიზმნამარსიალავერდისისხლის მიმოქცევის სისტემატემპერატურარუსეთიფაშიზმიყაზახეთიქართველებიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიკასპიის ზღვაპლურალიზმიბუშინაური ძაღლიეგრისის სამეფომიხეილ ხერგიანიკიბოსნაირნიშენგენის ზონაქართველები რუსეთშიქვეყნების სიაგიორგი ლეონიძეამირანი (მითოლოგია)სიღნაღი17 აპრილი14 აპრილი🡆 More