ეკოფემინიზმი

ეკოფემინიზმი — ფემინიზმის მიმდინარეობა, რომელიც ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, ურთიერთობებს ქალებსა და დედამიწას შორის მიიჩნევს თავისი ანალიზისა და პრაქტიკის საფუძველად.

ადამიანებისა და ბუნებრივი სამყაროს ურთიერთობების გასაანალიზებლად ეკოფემინისტი მოაზროვნეები ყურადღებას აპყრობენ გენდერის კონცეფციაზე. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ფრანგმა მწერალმა ფრანსუა დიუბონმა თავის წიგნში „Le Féminisme ou la Mort“ (1974).

ეკოფემინისტური თეორია ამტკიცებს, რომ ეკოლოგიის ფემინისტური პერსპექტივა არ აყენებს ქალს ძალაუფლების დომინანტურ პოზიციაში, მაგრამ მოუწოდებს ეგალიტარული, თანამშრომლობითი საზოგადოებისკენ, რომელშიც არ არსებობს დომინანტი ჯგუფი. დღესდღეობით, არსებობს ეკოფემინიზმის რამდენიმე დარგი, განსხვავებული მიდგომებითა და ანალიზით, რომლებიც მოიცავენ ლიბერალურ, სულიერ, კულტურულ და სოციალურ/სოციალისტურ (ან მატერიალურ) ეკოფემინიზმს. ეკოფემინიზმის ინტერპრეტაციები თუ როგორ შეიძლება იგი გამოიყენონ სოციალურ აზროვნებაში, მოიცავს: ეკოფემინისტურ ხელოვნებას, სოციალურ სამართლიანობასა და პოლიტიკურ ფილოსოფიას, რელიგიას, თანამედროვე ფემინიზმსა და პოეზიას.

ეკოფემინისტური ანალიზი იკვლევს კავშირს ქალსა და ბუნებას შორის კულტურაში, რელიგიაში, ლიტერატურაში და იძიებს პარალელებს, ბუნების განადგურებასა და ქალთა ჩაგვრას შორის. ეკოფემინიზმი ხაზს უსვამს, რომ როგორც ქალი, ასევე ბუნება უნდა იყოს პატივცემული.

მიუხედავად იმისა, რომ ეკოფემინიზმის ანალიზის მასშტაბები ფართო და დინამიურია, ამერიკელმა ავტორმა და ეკოფემინისტმა შარლინ სპერტნაკმა შემოგვთვაზა ეკოფემინისტური მუშაობის კატეგორიზაციის სამი გზა.

  • როგორც პოლიტიკური თეორიის, ასევე ისტორიის შესწავლით.
  • რწმენასა და ბუნებაზე დაფუძნებული რელიგიების შესწავლით.
  • ეკოლოგიურობის აღქმით და გაგებით.

განმარტება

1993 წლის ესეში სახელწოდებით „ეკოფემინიზმი: გლობალური სამართლიანობა და პლანეტარული ჯანმრთელობა“ ავტორები გრეტა გარდი და ლორი გრიენი აღნიშნავენ, თუ რას ეწოდება „ეკოფემინისტური ჩარჩო“. ესეში მოცემულია უამრავი მონაცემები და სტატისტიკა, გარდა ამისა ასახულია ეკოფემინისტური კრიტიკის თეორიული ასპექტებიც. წარმოდგენილი ჩარჩო მიზნად ისახავს დაამკვიდროს ხედვის გზები და მიმდინარე გლობალური სიტუაციების გააზრების უნარი, თუ როგორ მოვედით ამ ეტაპზე და რა შეიძლება გაკეთდეს ავადმყოფობის დამარცხების მიზნით.

გრეტა გარდი და ლორი გრიენი ამტკიცებენ, რომ ჩარჩოს აქვს ოთხი მხარე:

  • სამყაროს მექანიკურ მატერიალისტური მოდელი, რომელიც გამოწვეულია მეცნიერული რევოლუციისა და შემდგომ ყველაფრის შემცირებით, მცირე რესურსებად ოპტიმიზაციისათვის და გამოყენებული უნდა იქნას მკვდარ ინერტულ ნივთიერებებად.
  • პატრიარქალური რელიგიების აღზევება და გენდერული იერარქიების დამკვიდრება და მათთან ერთად იმანენტური ღვთაებრიობის უარყოფა.
  • თვით- და სხვა დუალიზმები, თანდაყოლილი ძალაუფლება და ბატონობის ეთიკა.
  • კაპიტალიზმი და მისი გაცხადებული შინაგანი მოთხოვნილება ცხოველების ექსპლუატაციის, განადგურებისა და ინსტრუმენტალიზაციისა, ხალხისა და დედამიწის ერთადერთი მიზანად სიმდიდრის შექმნის დეკლარირება.

მათი აზრით, ამ ოთხმა ფაქტორმა მიგვიყვანა იმ გარემოებამდე, რომელსაც ეკოფემინისტები როგორც „ბუნებისა და კულტურის განცალკევებას“ ხედავენ. ეს კი მათთვის პლანეტის დაავადების ძირეული წყაროა.

მეორე განმართების მიხედვით, დიუბონის წიგნის „Le Féminisme ou la Mort“-ის თანახმად, ეკოფემინიზმი დაკავშირებულია ყველა მარგინალიზებული ჯგუფის (ქალები ღარიბები, ბავშვები) ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ბუნების განადგურების შეფერხების მცდელობებთან. წიგნში ავტორი ამტკიცებს, რომ ჩაგვრა, დომინირება, ექსპლუატაცია და კოლონიზაცია, გამომდინარეობს დასავლეთის პატრიარქატული საზოგადოებიდან და იწვევს გარემოს შეუქცევად ზიანს. დიუბონი აქტივისტი და ორგანიზატორი იყო. მისმა ნაწერებმა, ხელი შეუწყო ყველა სახის სოციალური უსამართლობის აღმოფხვრას და არა მხოლოდ, ქალთა და გარემოს წინაამღდეგ მიმართული ქმედებების დამუხრუჭებას.

ეკოფემინისტური ტრადიცია მოიცავს უამრავ გავლენიან ტექსტს, მათ შორის: ქალები და ბუნება (სუზენ გრიფინი 1978), ბუნების სიკვდილი (ქეროლაინ მერშანტი 1980). ამ ტექსტებმა ხელი შეუწყო დაემყარებინათ კავშირი კაცების ქალებზე დომინაციისა და კულტურის ბუნებაზე დომინაციას შორის. ამ ტექსტებიდან გამომდინარე 1980-იანი წლების ფემინისტური აქტივიზმი უკავშირდება გარემოსა და ეკოლოგიის იდეებს. მოძრაობები, როგორიცაა ეროვნული კამპანია გარემოსთვის, აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესიის დედები (MELA), ადგილობრივი ამერიკელები სუფთა გარემოსათვის (NAEC), რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობდნენ, ეძღვნებოდა ადამიანის ჯამრთელობისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებს.

ეკოფემინისტური თეორიის ასპექტები

ეკოფემინისტური თეორია ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმის გავლენამ, ქალებს არანაირი სარგებელი არ მოუტანა და გამოიწვია ბუნებისა და კულტურის მავნე განხეთქილება. 1970-იან წლებში, ეკოფემინისტებმა განიხილეს, რომ განხეთქილების განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ქალის ინსტიქტითა და ბუნების პროცესების ჰოლისტიკური ცოდნით.

ამის შემდგომ, რამდენიმე ეკოფემინისტმა მკვლევარმა განასხვავა, რომ ეს იმიტომ კი არ ხდება რომ ქალი „ქალია“ ან „ქალურია“ არამედ, იმიტომ რომ ისინი დაკავშირებულნი არიან ბუნებასთან, ჩაგვრის იგივე მდგომარეობითა და მამრობითი სქესის წარმომადგენლების ხელშეწყობით. მარგინალიზაცია გენდერულ ენაზე გამოიყენება, ბუნების აღსაწერად. მაგალითად, „დედა დედამიწა“ ან „დედა ბუნება“ და ცხოველური ენა, რომელიც ქალის აღსაწერად გამოიყენება. ზოგიერთი დისკურსი ქალებს სპეციალურად აკავშირებს ბუნებასთან, მათი ტრადიციული სოციალური როლის გამო, როგორც მედდისა და აღმზრდელის.

ეკოფემინისტების აზროვნების ამ ხაზის თანახმად, ისინი აღნიშნავენ, რომ ეს კავშირები ილუსტრირებულია, სოციალურად აღქმული ფასეულობების თანმიმდევრობით და ასოცირდება ისეთ „ქალურობასთან“, როგორიცაა მკვებავი, რომელიც გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე ბუნებაშიც.

ალტერნატიურად, ეკოფემინისტი და აქტივისტი ვანდანა შივა წერდა, რომ ქალებს ჰქონდათ განსაკუთრებული კავშირი გარემოსთან, მათი ყოველდღიური ურთიერთქმედებებით და ეს კავშირი არ იყო შეფასებული. ვანდანა შივას თანახმად, ქალები ეკონომიკაში, რომლებიც აწარმოებენ „სიმდიდრეს ბუნებასთან პარტნიორობით, იყვნენ ექსპერტები, თავიანთი უფლებებით, ბუნების პროცესების ჰოლისტიკური და ეკოლოგიური ცოდნით“. იგი ხაზს უსვამს, რომ

ეკოფემინიზმი 
„ცოდნის ეს ალტერნატიული რეჟიმები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სოციალური სარგებლისა და შენარჩუნების საჭიროებებზე, არ არიან აღიარებულნი კაპიტალისტური რედუქციონისტური პარადიგმით, რადგან ვერ აღიქვამენ ბუნების ურთიერთდაკავშირებას, ან ქალთა ცხოვრების, ცოდნის, მუშაობის კავშირს, სიმდიდრის შექმნასთან.“

ვანდანა შივა, ამ წარუმატებლობაში ადანაშაულებს დასავლეთ პატრიარქალური აღქმების განვითარებასა და პროგრესს. შივას თანახმად, პატრიარქატმა უწოდა ქალებს, ბუნებასა და სხვა ჯგუფებს არამზარდი ეკონომიკა, როგორც „არაპროდუქტიული“

თანამედროვე მეცნიერება და ეკოფემინიზმი

ეკოფემინზიმში ავტორები ვანდანა შივა და მარია მისი დაფიქრდნენ, თანამედროვე მეცნიერების მიღებაზე, როგორც უნივერსალური სისტემის. ისინი თანამედროვე მეცნიერების დომინანტურ ნაკადს ხედავდნენ, არა როგორც ობიექტურ მეცნიერებას, არამედ როგორც დასავლეთის კაცთა ფასეულობების პროექციას. პრივილეგია, იმის განსაზღვრისას, თუ რა ითვლება სამეცნიერო ცოდნად მამაკაცები აკონტროლებდნენ და ისტორიის უმეტესი ნაწილისისათვის კი ქალები შეზღუდულნი იყვნენ ამ უფლებებში.

ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი

ეკოფემინიზმის გამოყენებამ, ცხოველთა უფლებებთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბა ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ცხოველთა ჩაგვრა ფემინისტური და ეკოლოგიური ანალიზებიდან“ შეუთავსებელია, ფემინიზმის ორივე, აქტივისტური და ფილოსოფიური საფუძველებისათვის. იგი პრაქტიკაში იყენებს ტერმინს „პიროვნული არის პოლიტიკური“, რადგან ბევრ ეკოფემინისტს სჯერა, რომ „ხორცით კვება პატრიარქატული დომინაციის ფორმააა... რაც ვარაუდობს, კავშირზე მამაკაცის ძალადობასა და ხორცზე დაფუძნებულ კვებას შორის“.

1995 წელს განხილულ საკითხებთან დაკავშირებულ ინტერვიუში, კაროლ ჯეი ადამსმა განაცხადა

ეკოფემინიზმი 
„კაცობრიობა ჩვენს კულტურაში ნაწილობრივ აგებულია ხორცით კვების წვდომაზე და სხვა ორგანოების კონტროლზე, იქნებიან ესენი ქალები, თუ ცხოველები.“

ადამსის თანახმად,

ეკოფემინიზმი 
„ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ სამართლიანობისათვის და გავაპროტესტოთ ბუნების დაჩაგვრა, იმის გაგების გარეშე, რომ ბუნებასთან ურთიერთობის, ყველაზე მჭიდრო გზა არის ცხოველების კვება.“

ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი აერთიანებს სიმპატიას კულტურისა და პოლიტიკის ანალიზთან ერთად, ეთიკისა და მოქმედების სისტემის გასაუმჯობესებლად.

მატერიალისტური ეკოფემინიზმი

მატერიალური ეკოფემინიზმი არის კიდევ სხვა საერთო განზომილება ეკოფემინიზმისა. მატერიალური შეხედულებები აკავშირებს ისეთ ინსტიტუციებს, როგორიცაა შრომა, ძალაუფლება და ქონება, როგორც ქალთა და ბუნებაზე დომინაციის წყარო. ამ საგნებს შორის კავშირები განპირობებულია, წარმოებისა და რეპროდუქციის ღირებულებებით. ეკოფემინიზმის ეს განზომილება შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც „სოციალური ფემინიზმი“ ან „სოციალური ეკოფემინიზმი“ ან „მარქსისტული ეკოფემინიზმი“. ქეროლაინ მერშანტის თანახმად,“ სოციალური ეკოფემინიზმი მხარს უჭერს ქალთა განთავისუფლებას, სოციალური და ეკონომიკური გადატრიალების გზით, რაც ცხოვრების ყველა ასპექტს გადააქცევს საბაზრო ეკონომიკად და that today even invades the womb დღესაც იჭრება საშვილოსნოში“ ამ გაგებით, ეკოფემინიზმი ცდილობს აღმოფხვრას სოციალური იერარქიები, რომელიც ხელს უწყობს საქონლის წარმოებას, სადაც (მამაკაცი დომინირებს) ბიოლოგიურ და სოციალურ რეპროდუქციაზე.

სულიერი ეკოფემინიზმი/კულტურული ეკოფემინიზმი

სულიერი ეკოფემინიზმი არის ეკოფემინიზმის კიდევ ერთი დარგი და პოპულარობით სარგებლობს ისეთ ეკოფემინისტ ავტორებთან, როგორებიც არიან რიან სტარჰაუკი და კაროლ აისლერი. სტარჰაუკი ამას უწოდებს დედამიწაზე დაფუძნებულ სულიერებას, რომელიც ცნობს რომ დედამიწა ცოცხალია და რომ ჩვენ ურთიერთდაკავშირებული საზოგადოება ვართ. სულიერი ეკოფემინიზმი არ უკავშირდება ერთ კონკრეტულ რელიგიას, მაგრამ ორიენტირებულია ზრუნვის, თანაგრძნობისა და არაძალადობრივ ფასეულობებზე. ხშირად ეკოფემინისტები უფრო ძველ ტრადიციებს მოიხსენიებენ, როგორიცაა ბუნებისა და სულიერების ქალღმერთის „Gaia“-ს თაყვანისცემას (ასევე ცნობილი, როგორც დედა დედამიწა).

წარმართობა განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ სულიერ ეკოფემინიზმზე. მისი აღთქმები გამოხატავენ ბუნებისადმი ღრმა პატიცისცემას, ქალური პერსპექტივისა და ძლიერი საზოგადოებრივი ღირებულებების დამკვიდრებას. ქეროლაინ მერშანტი თავის წიგნში „რადიკალური ეკოლოგია“ ეხება სულიერ ეკოფემინიზმს, როგორც „კულტურულ ეკოფემინზმს.“ ქეროლაინ მერშანტის კულტურული ეკოფემინიზმის თანახმად, „ბუნებასა და ქალებს შორის ურთიერთობა აღნიშნავს, ქალღმერთთა თაყვანისმცემლობას, მთვარის, ცხოველთა და ქალთა რეპროდუქციული სისტემაზე ორიენტირებული უძველესი რიტუალების აღორძინებას“ ამ გაგებით, ეკოფემინისტები აფასებენ ზრუნვის ეთიკასა და ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთკავშირს.

ეკოლოგიური მოძრაობები

სუზან მანი, ეკო-ფემინისტი, სოციოლოგიური და ფემინისტური თეორიის პროფესორი მიიჩნევს, რომ როლებს, რომლებსაც ქალები თამაშობენ ამ აქტივიზმში, არიან ეკოფემინიზმის შექმნის ინიციატორები, შემდეგ საუკუნეებში. მან ეკოფემინიზმის დასაწყისი დაუკავშირა არა ფემინისტებს, არამედ განსხვავებული რასისა და კლასის ქალებს, რომლებმაც კავშირი დაამყარეს გენდერულ, რასობრივ, კლასობრივ და ეკოლოგიურ საკითხებთან. ეს იდეალი მხარს უჭერს ცნებას, რომ აქტივისტურ და თეორიულ წრეებში, მარგინალიზებული ჯგუფები უნდა იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში. ადრეულ ეკოლოგიურ და ქალთა მოძრაობებში, გამოიყოფა სხვადასხვა რასისა და კლასის განცალკევებული საკითხები.

XX საუკუნის მიწურულიდან ქალები მუშაობდნენ ველური ბუნების, წყლის, ჰაერისა და საკვების დასაცავად. ეს ძალისხმევა დიდწილად განპირობებული იყო, გარემოსდაცვითი მოძრაობის გავლელიან მწერლებთან, როგორებიც იყვნენ: ჰენრი ევიდ ტორო, ალდო ლეოპოლდი, რეიჩალ კარსონი და ჯონ მუირი. XX საუკუნის ქალთა ძალისხმევის ფუნდამენტალური მაგალითებია წიგნები, რეიჩალ კარსონის „მდუმარე გაზაფხული“ და ტერი ტემპესტ ვილიამსის „თავშესაფარი“ ეკოფემინისტი კარენ ვორენი ასახელებს ალდო ლეოპოლდის ესეის „მიწის ეთიკა“ (1949) როგორც ფუნდამენტალურ ნაშრომს ეკოფემინისტური კონცეფციისა, რადგან ალდო ლეოპოლდი იყო პირველი, ვინც დაწერა ეთიკა მიწისათვის და რომელსაც ესმოდა ამ საზოგადოების ყველა არა–ადამიანური ნაწილის (ცხოველები, მცენარეები, მიწა, წყალი, ჰაერი) აღქმა, როგორც თანასწორი და ადამიანებთან ურთიერთობაში მყოფი. გარემოს ამ ინკლუზიური გაგებით დაიწყო შენარჩუნების მოძრაობა და ილუსტრირება, თუ როგორ შეიძლება საკითხების განხილვა ზრუნვის ჩარჩოების საშუალებით.

ქალებმა მონაწილეობა მიიღეს ეკოლოგიურ მოძრაობებში კერძოდ, კონსერვაცია და შენარჩუნება, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო და XX საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა.

1970-1980-იანი წლების მოძრაობები

ინდოეთში უტარკჰანდის შტატში 1973 წელს ქალებმა მონაწილეობა მიიღეს ჩიფკოს მოძრაობაში, რათა დაეცვათ ტყეები გაუწყლოებისგან. არაძალადობრივი საპროტესტო ტაქტიკა გამოიყენებოდა ხეების დასაკავებლად, რათა ლოგერებს მათი მოჭრა ვერ შეძლებოდათ. 1977 წელს კენიაში მოძრაობა „მწვანე ქამარი“ ინიცირებული იყო გარემოსდაცვითი და პოლიტიკური აქტივისტის ვანგარ მაატაის მიერ. ეს იყო სოფელში ხეების დარგვის პროგრამა, რომელსაც ქალები მეთაურობდნენ და რომელიც ვანგარი მაატაიმ შექმნა, რათა დახმარებოდა ამ რეგიონს გაუდაბნოების თავიდან აცილებაში. პროგრამამ შექმნა „მწვანე ქამარი“, სადაც დაახლოებით 1 000 ხე იყო დარგული სოფლის გარშემო და მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, პასუხისმგებელნი ყოფილიყვნენ თავიანთ თემებში. მომდევნო წლებში კი მოძრაობა „მწვანე ქამარი“ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ატარებდა სემინარებს სამოქალაქო და გარემოსდაცვით განათლებაზე და ასევე ეროვნული ლიდერების პასუხისმგებლობის შესახებ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მოძრაობა „მწვანე ქამრის“ მუშაობა დღესაც გრძელდება.

1978 წელს ნიუ-იორკში დედა და გარემოს დამცველი, ლოის ჯიბსი ხელმძღვანელობდა საპროტესტო აქციას, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა რომ მთელი მისი რაიონი „Love Canal“ იყო აშენებული ტოქსიკური ნაგავსაყრელის თავზე. ტოქსინები იწვევენ ბავშვებში დავადებებსა და რეპროდუქციულ პრობლემებს ქალებში, ასევე ჩვილ ბავშვთა დეფექტიანობას, რაც განპირობებულია ორსულთათვის ტოქსინების მავნე ზემოქმედებით. „The Love Canal“ მოძრაობამ საბოლოოდ განაპირობა ფედერალირო მთავრობის მიერ 800-მდე ოჯახის ევაკუაცია.

1980–1981 წლებში ქალებმა მოაწყვეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია პენტაგონში. ქალები ერთმანთის გვერდით ხელჩაკიდებულნი იდგნენ და მოითხოვდნენ თანასწორ უფლებებს, (მათ შორის სოციალურ, რეპროდუქციულ და ეკონომიკურ უფლებებს) ასევე მთავრობაში განხორციელებული მილიტარისტული ქმედებების დასრულებას და თემის (ხალხი, გარემო) ექსპლუატაციას. ეს მოძრაობა ცნობილია, როგორც ქალთა ქმედებები პენტაგონში.

1985 წელს კაცი კუკის პროექტი დაიწყო. ეს კვლევა დააფინანსა მთავრობამ და გამოიკვლია, თუ რა გავლენას ახდენენ მაღალი დონის დამაბინძურებლები წყალში მოჰავკის ახლოს მდებარე რეზერვაციაში და როგორ მოქმედებენ ბავშვებზე. გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებოდნენ 200 %–ით იყვნენ დაცულნი ტოქსინების მავნე ზემოქმედებისგან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც რეზერვაციაში არ იმყოფებიან. ტოქსინები წყალს მთელს მსოფლიოში აბინძურებენ, მაგრამ ეკოლოგიური რასიზმის გამო, გარკვეული დივერსიული ჯგუფები, უფრო დაუცველები არიან.

ჰარლემის კოალიციის გამწვანება კიდევ ერთი მაგალითია ეკოფემინისტური მოძრაობისა. 1989 წელს ბერნადეტ კოცარტმა დააარსა კოალიცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჰარლემის გარშემო მდებარე ბაღებზე. მისი მიზანი იყო ცარიელი მინდორი, გადაექცია საზოგადოებრივ ბაღებად. ეს ეკონომიკურად მომგებიანი იყო და უზრუნველყოფდა, რომ ურბანული საზოგადოებები ახლოს ყოფილიყვნენ ერთმანეთთან და ბუნებასთან. ამ პროექტით დაინტერესებულთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ქალები 1900 წელს. ამ ბაღების საშუალებით, მათ მონაწილეობა მიიღეს და გახდნენ, თავიანთი თემების ლიდერები. ურბანული გამწვანება დღეს, ასევე სხვა ადგილებშიც არსებობს.

1994 წლის დასაწყისში დეტროიტში, აფრო-ამერიკელმა ქალებმა დაარსეს ქალაქის ბაღები და საკუთარ თავს კი ბაღის ანგელოზებს უწოდებდნენ. მსგავსი მოძრაობები მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ვეგეტარიანული ეკოფემინიზმის განვითარება შეიძლება შეინიშნოს 80-იანი და 90-იანი წლების შუა ხანებამდე, სადაც იგი პირველად წერილობითი ფორმით გამოჩნდა. თუმცა ვეგეტარიანული ეკოფემინიზმის ფესვები შეინიშნება 1960-იან და 1970-იან კონტრკულტურულ მოძრაობებში. ათწლეულების განმავლობაში, ეკოფემინიზმი გავრცელდა ორივე სანაპიროზე და წარმოადგინა ქალისა და გარემოს ინტერსექციონალური ანალიზი. საბოლოოდ კი ისეთ იდეების განხორციელებას მისცა გამოწვევა, როგორიცაა გარემოსდაცვითი კლასიზმი და რასიზმი და წინაამღდეგობების გაწევა ტოკსიკური ნაგვის გადაყრისადმი.

მთავარი კრიტიკა

1980-იან და 1990-იან წლებში ეკოფემინიზმს ძალიან ბევრი კრიტიკა შეხვდა, ანტიესენციალიზმური ფემინიზმისგან, რომელიც მძიმედ გააკრიტიკეს იმის თაობაზე, რასაც ისინი ესენციალიზმათ თვლიდნენ. ესენციალიზმის თვალსაზრისით, ეკოფემინიზმი განიხილებოდა, როგორც პატრიარქალური დომინირებისა და ნორმების განმტკიცება. პოსტ სტრუქტურული და მესამე ტალღის ფემინისტების ანალიზით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეკოფემინიზმი ათანაბრებს ქალებს ბუნებასთან. ეს დიქოტომია საშიშია, რადგან ყველა ქალს, ერთ კატეგორიაში აჯგუფებს და ცდილობს განამტკიცოს ის სოციალური ნორმები, რომელსაც ფემინზმი ცდილობს დაარღვიოს.

ეკოფემინიზმის მთავარი კრიტიკა, იმაში მდგომარეობს, რომ ის ესენციალისტურია. აღწერილი ესენციალიზმი ჩნდება ორ მთავარ სფეროში:

  • ეკოფემინიზმი გამოხატავს მკაცრი დიქოტომიის დაცვას, ქალებსა და მამაკაცებს შორის. ზოგიერთ ეკოფემინისტურ კრიტიკულ შენიშვნებში, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული დიქოტომია, ბუნება და კულტურა ქმნის დუალიზმს, რომელიც ძალიან მკაცრია და ორიენტირებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ განსხვავებებზე. ამ თვალსაზრისით, ეკოფემინზმი მჭიდრო კავშირშია ქალთა და ბუნების სოციალურ სტატუსებთან, ვიდრე არაესენციალისტური თვალსაზრისთან, სადაც ქალებს ბუნებასთან ერთად აქვთ ორივე, როგორც მამაკაცური, ასევე ქალური თვისებები, სადაც ქალური თვისებები განიხილება, როგორც ნაკლებად ღირებული. ბუნება კი, როგორც კულტურაზე ნაკლები ღირებულების მქონე.
  • ეკოფემინიზმი გამოხატავს განსხვავებულ შეხედულებებს, სოციალური სტრუქტურებში მონაწილეობის შესახებ. რადიკალური და განმათავისუფლებელი ფემინისტური მოძრაობებისგან განსხვავებით, ფემინიზმი მჭიდრო კავშირშია ჰეგემონურ სოციალურ სტატუსთან, რომელიც ცდილობს ხელი შუწყოს თანასწორობის დამკვიდრებას, არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში, რათა ქალებისათვის შესაძლებელი გახდეს პოზიციების დაკავება პოლიტიკაში, ინდუსტრიასა და ბიზნესში. პირდაპიირ მონაწილეობის მიღებით, როგორც ძირითადი ტაქტიკა ანაზღაურებისა და გავლენის მისაღწევად. ამის საპირისპიროდ, ბევრი ეკოფემინისტი ეწინაამღდეგება აქტიურ მხარდაჭერას ამ სფეროში, რადგან ეს ის სტუქტურებია, რომელთა მოძრაობაც აპირებს დაშლას.

ამ კრიტიკიდან წამოვიდა ანტიესენციალისტური არგუმენტი. ეკოფემინისტი და ავტორი ნოელ სტურჯეო ინტერვიუში ამბობს, რომ იმას რასაც ანტი–ესენციალისტები აკრიტიკებენ, არის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება, რათა თეორეტიკოსებისა და აქტივისტების, დიდ და მრავალფეროვან ჯგუფებს მობილიზება გაეწიოს. გარდა ამისა, ეკოფემინისტი და ავტორი შარლინ სპერტნაკი ამბობს, რომ თანამედროვე ეკოფემინიზმი შეშფოთებას გამოთქვამს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის თანაბარ ანაზღაურებასა და უფლებებზე, რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე, ტაქსების მოწამვლასა და მესამე მსოფლიო ომის განვითარებაზე.

ეკოფემინიზმა XXI საუკუნეში გააცნობიერა კრიტიკა და საპასუხოდ ეკოფემინისტებმა მატერიალისტური შედულებებით დაიწყეს თემის კვლევა და სახელის შეცვლა, გლობალური ფემინისტური ეკოლოგიური სამართლიანობა, გენდერი და გარემო. სოციალური ეკოლოგი და ფემინისტი ჯენეტ ბილი, აკრიტიკებდა ეკოფემინიზმს იმის გამო, რომ ძალიან დიდი ყურადება იყო გამახვილებული ქალსა და ბუნებას შორის მისტიკური კავშირის არსებობაზე და არა ქალების ცხოვრების რეალურ პირობებზე. მან ასევე განაცხადა, რომ ეკოფემინიზმი არა პროგრესული თეორიაა, არამედ ქალთა საწინაამღდეგიო პროგრესული მოძრაობა.როზმარ რათფორდ რუთერმა ასევე გააკრიტიკა, ეს აქცენტი მისტიციზმზე და არა სამუშაოზე, რომელიც ფოკუსირებულია დაეხმაროს ქალებს. თუმცა ამტკიცებს, რომ სულიერება და აქტივიზმი შეიძლება ეფექტურად იყოს შერწყმული ეკოფემინიზმში.

კინგსმა გააკრიტიკა ეკოფემინიზმი, იმის გამო, რომ ზღუდავს საკუთარ თავს, რომ ფოკუსირება მხოლოდ გენდერასა და გარემოზე მოახდინოს და უგულებელყოფს ინტერსექციონალურ მიდგომას. ის ამბობს, რომ ეკოფემინისტები აცხადებენ, რომ ისინი არიან ინტერსექციონალურები, თუმცა ბოლო დრომდე არ შეუსრულებიათ თავიანთი ვალდეულებები. ფემინისტების აზრით, ეკოფემინიზმი გავრცელდა იმ ადგილებში, სადაც ის გააკრიტიკეს. ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი ხელს უწყობდა, ინტერსექციონალურ ანალიზს და ეკოფემინისტები აანალიზებდნენ ცხოველთა უფლებებს, შრომით უფლებებსა და აქტივიზმს, რადგან მათ შეეძლოთ ხაზის გავლება დაჩაგრულ ჯგუფებს შორის. ზოგისთვის non-human ცხოველების ჩართვა განიხილებოდა, როგორც ესენციალიზმი.

თეორეტიკოსები

  • ჯუდი ბარი – მთავარი ორგანიზატორი მოძრაობისა დედამიწა პირველი და განიცადა მტრობა მისი ქალურობის გამო.
  • ფრანსუა დიუბონი – მოუწოდებდა ქალებს პლანეტის გადარჩენის მიზნით, ეხელმძღვანელათ ეკოლოგიური რევოლუციისათვის. ეს კი განაპირობებდა გენდერული და ადამიანური ურთიერთობების რევულუციას ბუნებრივ სამყაროსთან.
  • გრეტა გარდი – ამერიკელი ეკოფემინისტი, მეცნიერი და აქტივისტი. მისი ძირითადი წვლილი ამ სფეროში უკავშირდება ვეგეტარიანიზმს და ცხოველთა განთავისუფლებას. მისი ძირითადი თეორიები მოიცავს ეკოკრიტიზმს, რომელშიც შედის ლიტერატურული კრიტიკა და კომპოზიცია, ეკოფემინიზმისა და სხვა ფემინისტური თეორიების ინფორმირების მიზნით და მიმართულია ეკოფემინიზმის ფარგლებში, ფართო სპექტრის საკითხების მოსაგვარებლად. ის არის ეკოლოგიური აქტივისტი და ლიდერი აშშ-ში. მწვანე პარტიისა, მწვანე მოძრაობისა.
  • სალი მკფაგი – ეკოფემინისტი და ღვთისმეტყველი, მკფაგი იყენებს ღვთის სხეულის მეტაფორას, რათა წარმოადგინოს სამყარო უფრო ვრცელი. ეს მეტაფორა მოიცავს, შემცველ, ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთობებს ყველაფერს შორის.
  • ქეროლაინ მერშანტი – მეცნიერების ისტორიკოსი, რომელიც ბერკლში მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა. მისი წიგნი ბუნების სიკვდილი: ქალი, ეკოლოგია და სამეცნიერო რევოლუცია არის კლასიკური ეკოფემინისტური ტექსტი.
  • მერი მელორი – დიდი ბრიტანეთის სოციოლოგი, რომელიც კოოპერატივების ინტერესებიდან გადავიდა ეკოფემინისტურ იდეებზე. მისი წიგნები, საზღვრების დარღვევა, ფემინიზმი და ეკოლოგია დაფუძნებულია მატერიალისტურ ანალიზზე.
  • მარია მისი – გერმანელი სოციალური კრიტიკოსი, რომელიც მონაწილეობდა ფემინისტურ საქმიანობაში, მთელს ევროპასა და ინდოეთში. ის მუშობდა პატრიარქატის ინტერსექციონალიზმზე, სიღარიბესა და გარემოზე, ადგილობრივი და გლობალური მაშტაბით.
  • ვალ პლუმვუდი – ავსტრიელი ინტილიგენტი ეკოფემინისტი და აქტივისტი, რომელიც გამორჩეული იყო რადიკალური ecosophy განვითარებაში, 1970-იანი წლებიდან, XX საუკუნის მიწურულამდე. მის ნაშრომებში „ფემინიზმი და ბუნების ოსტატობა“ ის აღწერს კაცობრიობის ურთიერთობებსა და გარემოსთან დაკავშირებულ ეკო-ფემინისტურ იდეოლოგიას.
  • ალისია პულეო – ეკოფემინიზმისა და გენდერული უთანასწორეობის შესახებ, მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი, რომელიც ხასიათდება როგორც „ესპანეთის ყველაზე გამორჩეული გამომძიებელ–ფილოსოფოსი, მსოფლიო მოძრაობის ან თეორიული ორიენტაციის, რომელიც ცნობილია, როგორც ეკოფემინიზმი“
  • როზმარი რადფორდ რუთერი – მან დაწერა 36 წიგნი და 600–მდე სტატია, სადაც იკვლევს ფემინიზმის ინტერსექციონალიზმს და ღვთისმეტყველებას.
  • არიელ სალე – ავსტრიელი ეკოფემინისტი, გლობალური პესპექტივით, დამფუძნებელი და რედაქტორი ჟურნალისა „კაპიტალიზმის ბუნების სოციალიზმი“. ორი წიგნისა და 200-მდე სტატიის ავტორი, რომელიც იკვლევს ღრმა კავშირებს სოციალურ ეკოლოგიასთან და მწვანე პოლიტიკის კავშირებს ეკო–სოციალიზმთან.
  • ვანდანა შივა – შივა არის ფილოსოფოსი ინდოეთიდან, აქტივისტი, ავტორი და ფემინისტი. 1970-იან წლებში, ის იყო ჩიფკოს მოძრაობის მონაწილე, რომლებმაც გამოიყენეს არაძალადობრივი აქტივიზმი, პროტესტის ნიშნად, რათა თავიდან აეცილებინათ გაუწყლოვანება უტარკჰანდში, ინდოეთში.
  • შარლინ სპერტნაკი – ამერიკელი მწერალი, ცნობილი თავისი ნამუშევრებით, სულიერებაზე, ეკოლოგიასა და პოლიტიკაზე. ამ ნამუშევრებით, სპერტნაკი გახდა ცნობილი ეკოფემინისტი. მან მრავალი წიგნი დაწერა, რომელშიც განიხილავს ეკოლოგიურ საკითხებს, სოციალური კრიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ფემინიზმსაც. მისმა ნამუშვრებმა, უდიდესი გავლენა მოახდინა მწვანე პარტიის განვითარებაში. მან მოიპოვა ჯილდოები, მისი შეხედულებების გამო ეკოლოგიაზე, სოციალისტურ საკითხებსა და ფემინისტური აზროვნების საფუძველზე.
  • რიან სტარჰაუკი – ამერიკელი მწერალი და აქტივისტი, ცნობილი თავისი ნამუშევრებით სულიერებასა და ეკოფემინიზმზე. იგი ბუნებისა და სულიერების საკითხებში, სოციალური სამართლიანობის მომხრეა. სოციალური სამართლიანობის ამ საკითხებს, მიეკუთვნება ფემინიზმი და ეკოფემინიზმი. მას სჯერა სულიერების მნიშვნელობის, ეკო ცნობიერების, სექსუალური და გენდერული თავისუფლების.
  • დაგლას ვაკოქი – ამერიკელი ეკოკრიტიკოსი, რომლის მიერ რედაქტირებული ტომეულები შეიცავს, ეკოფემინიზმსა და რიტორიკას: კრიტიკული შეხედულებები სექსზე, ტექნოლოგიასა და დისკურსზე (2011), ფემინისტური ეკოკრიტიზმი: გარემო, ქალი და ლიტერატურა (2012), და (სემ მიკისთან ერთად) ეკოფემინიზმი დიალოგში (2018), ლიტარატურა და ეკოფემინიზმი: ინტერსექციონალური და საერთაშორისო ხმები (2018) და ქალი და ბუნება?: გენდერის, სხეულისა და გარემოს დუალიზმის მიღმა.
  • კარენ ჯეი ვორენი – ვორენმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფილოსოფიაში, მინესოტის უნივერსიტეტში (1970) და დოქტორის ხარისხი კი ამჰერსტის უნივერსიტეტში 1978 წელს. ის იყო წმინდა ოლაფას კოლეჯის პროფესორი, 1980-იან წლებში. ვარენი ასევე იყო, ავსტრალიის უნივერსიტეტში, ეკოფემინისტი მეცნიერი. 2003 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის, მრგვალი მაგიდის მეცნიერი. 2004-ში ჰუმანიტარული კვლევების ქალთა კათედრის თავმჯდომარე, Marquette University. ის ლაპარაკობდა გარემოსდაცვით საკითხებზე, ფემინიზმზე, კრიტიკული აზროვნების უნარებსა და სამშვიდობო სწავლებაზე, მრავალ საერთაშორისო ადგილას, მათ შორის ბუენოს-აირესში, მოსკოვში, ოსლოში, ჰელსინკიში, მელბურნში, მანიტობაში, პერთში, გეტებორგში და აშშ-ში. დედამიწის სამიტი რიო-დე-ჟანეიროში (1992), და სან-ხოსე.
  • ლაურა ვრაითი – მან შემოგვთავაზა ვეგანური სწავლა, როგორც აკადემიური დისციპლინა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ეკოფემინიზმი განმარტებაეკოფემინიზმი ეკოფემინისტური თეორიის ასპექტებიეკოფემინიზმი თანამედროვე მეცნიერება და ეკოფემინიზმი ვეგეტარიანული ეკოფემინიზმი მატერიალისტური ეკოფემინიზმი სულიერი კულტურული ეკოფემინიზმი ეკოლოგიური მოძრაობებიეკოფემინიზმი 1970-1980-იანი წლების მოძრაობებიეკოფემინიზმი მთავარი კრიტიკაეკოფემინიზმი თეორეტიკოსებიეკოფემინიზმი რესურსები ინტერნეტშიეკოფემინიზმი სქოლიოეკოფემინიზმი1974გენდერიეკოლოგიაფემინიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დონ კიხოტისახელმწიფონიკორწმინდის ტაძარიარაბობა საქართველოშიმონოთეიზმიტელეფონების ნომრები საქართველოშიმამუკა მდინარაძედაუნის სინდრომიანტარქტიდაწითელი წიგნიმერწყულიხელოვნური თანამგზავრიჭადრაკიმცხეთაგრემისაქართველოს მუნიციპალიტეტებიდემოკრატიაინგლისური ენაგველებისაქართველოს ფრინველთა სიანაღვლის ბუშტიბახტრიონი (პოემა)ირაკლი ღარიბაშვილიიმპრესიონიზმისიტყვადედამიწის ისტორიაერთეულთა საერთაშორისო სისტემასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეხელოვნებაჩინეთისპილოსებრნისტამბოლითამბაქოისლანდიაევერესტიდათა თუთაშხიარეფერენდუმიიბერიამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი26 აპრილირითმაბიპოლარული აშლილობაატომითახვისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიადავით კლდიაშვილიგიორგი მაზნიაშვილიკრიშტიანუ რონალდუმუხაშინაური კატაბიშკეკიპოლიმერებიხინკალიიუპიტერიზაქარია ფალიაშვილიThe Beatlesყაზახეთიბრაზილიანაციონალიზმიაჭარაბესლანის ტერაქტიკონსერვატიზმიუჯრედისამეგრელოალჟირითამარ ჩერგოლეიშვილიმონა ლიზაგიორგი II (საქართველოს მეფე)ქართული გვარისაქართველო XVIII საუკუნეშიჯაყოს ხიზნებისულხან-საბა ორბელიანიაჭარაბეთ არენაერითროციტები🡆 More