ეზოპე

ეზოპე (ბერძ.

იგავის, როგორც ჟანრის, შემქმნელი, ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. წარმოშობით ფრიგიელი იყო. მან დაწერა 400-მდე იგავ-არაკი.

ეზოპე
Αἴσωπος
ეზოპე
ეზოპეს სტატუა, რომი
დაბადების თარიღი 620 ძვ. წ.
გარდაცვალების თარიღი 564 ძვ. წ.
დელფო, საბერძნეთი
საქმიანობა მეიგავე

ანტიკურ სამყაროში ეზოპეს კრებულები ფართოდ იყო გავრცელებული. უძველეს მათგანს ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს მიაკუთვნებენ. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ეზოპეს არაკები შეკრიბა მაქსიმე პლანუდემ. ეზოპეს პროზაული არაკების ენა სადა და მარტივია, სტილი — დახვეწილი და ლაკონიური. არაკები ორი ნაწილისაგან შედგება — არაკისა და შეგონებისაგან. ეზოპეს არაკები გალექსა ბაბრიოსმა. მისი არაკების სიუჟეტები გამოიყენა ფედრუსმა. შემდგომში ამ სიუჟეტებს სესხულობდნენ ჟან ლაფონტენი, სულხან-საბა ორბელიანი, ივანე კრილოვი.

საქართველოში ადრევე დაინტრესებულან ეზოპეს არაკებით, თუმცა ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული თარგმანი XVIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. რამდენიმე ქართულ ხელნაწერში დაცულია უცნობი მთარგმნელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი 40 იგავი. ქართულ ხელნაწერებს შემოუნახავს ეზოპეს ცხოვრების ქართული თარგმანიც, რომელიც შესაძლოა, საკუთრივ არაკებზე ადრეც იყო თარგმნილი. „ცხოვრების“ ქართულ თარგმანს დიდი მნიშვნელობა აქვს ბერძნული ტექსტის თავდაპირველი სახის გასათვალისწინებლად. აღსანიშნავია, რომ 1859 წელს ვენეციაში ქართულად დაისტამბა იტალიურიდან თარგმნილი ეზოპეს 95 არაკი.

კუზიანი, შეუხედავი და უპოვარი მონა გასამრჯელოდ მხოლოდ თავისუფლებას მოითხოვდა. ეზოპეს სახელი ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც იგი არა მხოლოდ წერდა ბრძნულ იგავ-არაკებს, არამედ მხატვრული, ქარაგმული ენის შემქმნელიც იყო. ისტორიის ყველაზე პირქუშ პერიოდში, როდესაც ქვეყნებს ტირანები თუ დიქტატორები განაგებდნენ, კაცობრიობა მათ წინაშე არ დადუმებულა და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა, რადგანაც უსამართლობასთან ბრძოლის ერთ-ერთ უსასტიკეს იარაღს — ეზოპეს ენას ფლობდა.

ლიტერატურა

  • Adrado, Francisco Rodriguez, 1999-2003. History of the Graeco-Latin Fable (three volumes). Leiden/Boston: Brill Academic Publishers.
  • Anthony, Mayvis, 2006. The Legendary Life and Fables of Aesop.
  • Cancik, Hubert, et al., 2002. Brill's New Pauly: Encyclopaedia of the Ancient World. Leiden/Boston: Brill Academic Publishers.
  • Cohen, Beth (editor), 2000. Not the Classical Ideal: Athens and the Construction of the Other in Greek Art. Leiden/Boston: Brill Academic Publishers. Includes "Aesop, Between Man and Beast: Ancient Portraits and Illustrations" by François Lissarrague.
  • Dougherty, Carol and Leslie Kurke (editors), 2003. The Cultures Within Ancient Greek Culture: Contact, Conflict, Collaboration. Cambridge University Press. Includes "Aesop and the Contestation of Delphic Authority" by Leslie Kurke.

რესურსები ინტერნეტში

ეზოპე 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

VI საუკუნებერძნული ენაიგავ-არაკიიგავილათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თურქეთის ისტორიასალამურიირლანდიალიონელ მესინახშირწყლებიავტორიტარიზმიფობიების სიაევროპადიმიტრი ყიფიანიუილიამ შექსპირიაზიაარაბთა გაერთიანებული საამიროებიევროპის პარლამენტიწინადადებაელექტრობარელიგია საქართველოშიპოლიტიკური გეოგრაფიაალექსანდრე პუშკინიძირითადი საშუალების ცვეთაბულგარეთილუდვიგ ვან ბეთჰოვენიკურო (ასტროლოგია)ადმირალი (პეპელა)ჯუზეპე ვერდიგიორგი ყიფშიძეაკაკი წერეთელიმიწისძვრაეზიდებიტრირემაკახეთის მხარეალმასიაზოაღმოსავლეთი საქართველოტროპიკული სარტყლებიმარკ ტვენიარაბთა დაპყრობითი ომებიფიტარეთის მონასტერიხარებადედა ენათორნიკე ერისთავიიტალიალეონარდო და ვინჩიეპილეფსიამღრღნელებისაჭმლის მომნელებელი სისტემამონღოლთა იმპერიარიონიეოზონოფილებიდავით გურამიშვილიდეციმეტრიმონაკოსასწორი (ასტროლოგია)ბირთვული იარაღინატურალური რიცხვიცილებირთველიმუსიკაქანი (გეოლოგია)ბორჯომი (წყალი)წითელანოე ჟორდანიაქართული ვაზის ჯიშებიათეროსკლეროზისომხების გენოციდისაქართველოს კონსტიტუციაანანურის ციხეჰემოგლობინიბათუმიგანმანათლებლობამარო მაყაშვილისიმძლავრემჟავური წვიმათეიმურაზ Iალაზანიქეთო და კოტე (ოპერა)ხევსურეთისანქტ-პეტერბურგიყინწვისის მონასტერი🡆 More